კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

“გვირილა„ უცხოეთშიც საქართველოს უგალობს!

 წლევანდელ ზაფხულს სტუდია „გვირილას” საკონცერტო ტურნე ჰქონდა, ის ესტუმრა ეგვიპტეს, ელ-ჰურგადას, ანუ, ქალაქ ჰურგადას, სადაც „გვირილას” საკონცერტო პროგრამამ მაყურებლის დიდი მოწონება და აღფრთოვანება დაიმსახურა. საკონცერტო ტურნეს პარალელურად, „გვირილამ” წითელი ზღვის ულამაზეს სანაპიროზე გადაიღო ძალიან საინტერესო მუსიკალური ფილმი, რომლის პრეზენტაცია სულ მალე შედგება თბილისში.
„ეს რა მშვენიერი ბავშვები არიან! ქართველმა ბავშვებმა სულ დაგვავიწყეს, რომ, შესაძლოა, არსებობდეს პოლიტიკური კრიზისები, ეროვნებათა შორის კონფლიქტები და ომები,” – აღნიშნა იქ მყოფმა ერთ-ერთმა უცხოელმა ჟურნალისტმა.  მაყურებლის წინაშე „გვირილა” წარდგა 45-წუთიანი კოსტიუმირებული შოუ-პერფორმანსით, რომელიც მოიცავდა ქართულ და მსოფლიო ხალხთა სიმღერებს, მსოფლიო ჰიტებს. „გვირილას” მუსიკალურმა პროგრამამ მოხიბლა იქ დამსწრე მაყურებელი, რომელთა შორის იყვნენ პოლონელი, ინგლისელი, არაბი და რუსი ბავშვები და მათი მშობლები, რომლებიც „გვირილას” „ბრავოს” შეძახილებითა და აპლოდისმენტებით გულშემატკივრობდნენ.
მოგზაურობისას ეგვიპტეში „გვირილამ” მოინახულა სხვადასხვა ეგზოტიკური კუნძული, მათ შორის – პარადაიზი, რომლის დასახელებაც ითარგმნება როგორც „კუნძული სამოთხე.” წითელ ზღვაში მდებარე რამდენიმე კუნძულზე, მათ შორის პარადაისზე, განხორციელდა ფილმის გადაღებები, რაც პატარა „გვირილებს” ტბილ მოგონებად დარჩებათ. აღსანიშნავია ისიც, რომ, კუნძულებზე, სადაც მუსიკალური ფილმის გადაღება მიმდინარეობდა, სუფევდა ულამაზესი გარემო, რითაც მოიხიბლა იქ მყოფი დიდი თუ პატარა.
  ფილმში მონაწილეობას იღებდნენ ანსამბლ „გვირილას” სოლისტები: ნატალიკო ხერკელაძე, მარიამ ყვენწაშვილი, ელენიკო ფარფალია, მარიკო აბალაკი, ანი ჩაგუნავა, სალომე ხერკელაძე, ანნა ასათიანი, თათია მანუკიანი, დიტო საკანელაშვილი, ნანუკა მელუა, ნიკა გურასპაშვილი, ნინო დვალიძე, ანი ტოგონიძე, მარიამ ქინქლაძე, ნუცა გოგუაძე, მარიამ მელიქიძე და გიორგი ღოღობერიძე.
ფეხბედნიერი იყოს „გვირილების” ვიზიტი  ელ-ჰურგადაში; მრავალი წარმატება ანსამბლ „გვირილას” ბავშვებს!

скачать dle 11.3