კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ არიან გიორგი კალანდარიშვილისთვის „დაბალი ძმაკაცები“ და რა პრობლემები შეუქმნა მას წელიწადნახევრიანმა პაუზამ

სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ ბოლო სეზონში ახალი პერსონაჟი – თაზო გამოჩნდა, რომელიც დათოს და ნინას ტყუპების ძიძაა. მის როლს მსახიობი გიორგი კალანდარიშვილი თამაშობს. გიორგისთვის ეს პირველი როლი ნამდვილად არ არის სერიალებში. მას ყველა კარგად იცნობს „ჩიფსების თაობიდან“ და „ჩვენი ოფისიდან“ – დოლჩეს სახელით. პირველად კი სერიალში „ბიჭები და გოგოები“ გამოჩნდა. თუმცა თაზო ყველა მისი გმირისგან განსხვავებული პერსონაჟია. გიორგის თვითონაც ჰყავს შვილი და ამიტომ ძიძის ვალდებულებებიდან რაღაცეების მორგება არ გასჭირვებია. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ დიდხნიანი პაუზა ჰქონდა, მცირე სირთულე მაინც შეხვდა. როგორ მიიღო თაზოს გმირი საზოგადოებამ, აქვს თუ არა მასთან რაიმე საერთო, რა ხდება გიორგის ცხოვრებაში ამჟამად, ამ და სხვა საინტერესო თემებზე გიორგი კალანდარიშვილს ვესაუბრეთ.

– დიდი ხანია, რაც არ გამოჩენილხარ, „ჩემი ცოლის დაქალებში“ როგორ მოხვდი?
– იმ გუნდთან, რომელიც ამ სერიალს აკეთებს, დიდი ხანია, ურთიერთობა მაქვს. „ფორმულა კრეატივი“ აკეთებდა ამ პროექტს, რომელთანაც ოთხი წელი ვთანამშრომლობდი. როცა თაზოს პერსონაჟის შექმნის იდეა გაუჩნდათ, ალბათ, ჩათვალეს, რომ მე გავართმევდი თავს. გიორგი ლიფონავამ და ეკა მჟავანაძემ ერთობლივად გადაწყვიტეს, რომ ამ პერსონაჟის როლი მე უნდა შემესრულებინა, დამირეკეს და მივედი.
– შენ რას ფიქრობ შენს პერსონაჟზე?
– გადასარევი ბიჭია, „კაი ტიპია“. ადამიანია, რომელიც ცხოვრების მშვენიერებას უფრო მეტად აღიქვამს, ვიდრე სხვა დანარჩენები. არაფერი ეთაკილება, ოღონდ კარგი გაგებით. უყვარს ის, რაც არის კარგი. მაგალითად, ბავშვები, საჭმლის კეთება, პოზიტიური ადამიანები. თაზოში მაქსიმალურად არის წარმოდგენილი ადამიანის პოზიტიური მხარეები.
– შენ თავსა და თაზოს შორის თუ ხედავ რაიმე საერთოს?
– საჭმელების კეთება მიყვარს. ერთი პერიოდი, როცა ჩემი შვილი დაიბადა და თოთო იყო, მე და ჩემი ყოფილი მეუღლე ერთად ვუვლიდით მას. ამიტომ, ბავშვის მოვლის გამოცდილებაც მქონდა. რომ მივედი, ზუსტად ვიცოდი, როგორ დამეჭირა ბავშვი, როგორ მეჭმია მისთვის და ასე შემდეგ. მეტი ისეთი მსგავსება – არაფერი.
– მამაკაცი ძიძა ქართული რეალობისთვის უცხოა. საზოგადოებას როგორი რეაქცია ჰქონდა თაზოს მიმართ?
– უარყოფითი რეაქცია ნამდვილად არ ჰქონია. „ჩემი ცოლის დაქალებს“ თავის „ფეისბუქის” გვერდი აქვს და იქ მაყურებელი თავის შეხედულებებს გამოხატავს. თაზოს პერსონაჟს რა გამოხმაურებაც ჰქონდა, ჩემთვის დამაკმაყოფილებელი და კარგი იყო. „მამაკაცი ძიძა“ და უხეში რეაქცია არ შემხვედრია.
– სერიალში ზაზა გამოხატავს თქვენ მიმართ აგრესიას, ასეთები რეალობაში არ არიან?
– არა, ასეთები რეალობაში არ შემხვედრიან. თვითონ გიორგი ბოჭორიშვილი, ვინც ზაზას როლს თამაშობს, ეგეთი არ არის (იცინის).
– შენ თუ გეყოლებოდა მამაკაცი ძიძა შენი შვილისთვის?
– არ ვიცი, მაგაზე ცხოვრებაში არ მიფიქრია. ჩვენს ცნობიერებაში რაღაცნაირად არ იყო ეს აზრი, რომ მამაკაცი შეიძლებოდა, ძიძა ყოფილიყო. ამიტომ, რადგან მაგაზე არ მიფიქრია, ახლაც ვერ გიპასუხებ, მეყოლებოდა თუ არა. ალბათ... რატომაც არა, თუ მასაც ისეთივე თვისებები ექნება, როგორიც თაზოს – მეყოლებოდა.
– შენ როგორი დამოკიდებულება გაქვს ბავშვებისადმი?
– კარგი. ბავშვები ძალიან მიყვარს. არაჩვეულებრივი ტიპები, „დაბალი ძმაკაცები“ არიან.
– აქამდე ცოტათი განსხვავებული როლები გქონდა, თაზოს როლის მორგება გაგიჭირდა?
– არ ვიცი, ეს უფრო მაყურებელმა უნდა შეაფასოს. მე თვითონ კარგად ვგრძნობ თავს თაზოს ამპლუაში. გაჭირვებით არ გამჭირვებია. უბრალოდ, დიდი ხანია, არაფერი მიკეთებია და ამაზე ვნერვიულობდი. შეიძლებოდა, ამას ხელი შეეშალა. მსახიობს ყოველდღიურად სჭირდება ტრენინგი – იმისთვის, რომ მეტყველება არ დაუქვეითდეს, ფორმაში იყოს და ასე შემდეგ. ბოლოს დუტა სხირტლაძემ გადამიღო „გივიში“. მანამდე იყო „სიყვარული აქცენტით“, შემდეგ წელიწად-ნახევარი აღარაფერი მიკეთებია და ჟარგონულად რომ ვთქვა, „მოჩათლახებული“ ვიყავი. ძალიან მოვდუნდი. ამაზე ვნერვიულობდი, რომ ის შეგრძნებები, რაც მქონდა, როგორც მსახიობს, დაკარგული არ მქონოდა. თავიდან, ცოტა გამიჭირდა, მეტყველებაზე მქონდა რაღაც პრობლემები. ახლა, არ ვიცი, ეს, ალბათ, უფრო მაყურებელმა უნდა გადაწყვიტოს.
– ახალი სეზონიდან თაზო ისევ იქნება სერიალში?
– ჯერ ვერაფერს ვიტყვი, ამასთან დაკავშირებით არ გვისაუბრია.
– დოლჩეს სახელი დაგიმკვიდრდა „ჩიფსების თაობიდან“, თაზომ თუ მოახერხა მისი ჩანაცვლება?
– ჯერ მხოლოდ რამდენიმე სერია გავიდა თაზოს მონაწილეობით. კი, რაღაცნაირად მანაც უკვე ითამაშა თავისი როლი. ძალიან მინიმალურად, მაგრამ რამდენიმეჯერ ყოფილა, რომ უთქვამთ: „ე, თაზო“. „ჩემი ცოლის დაქალები“ საქართველოში ყველაზე პოპულარული სერიალია, მაგაზე რეიტინგული დღეს არაფერი არსებობს, ყველაფრის რეიტინგს უსწრებს და როგორ შეიძლება, თაზოს არ ემოქმედა მაყურებელზე და ვიღაცას ქუჩაში ჩემთვის არა დოლჩე, არამედ თაზო არ დაეძახა. ეგ მომენტებიც, რა თქმა უნდა, არის.
– შენი შემოქმედების სხვა მხარეზეც გადავიდეთ. როგორც ვიცი, კომიქსებს აკეთებ.
– არის გამომცემლობა „დინ სტუდიო“, რომელსაც აქვს კონკრეტული მიმართულება გრაფიკული ნოველებისა და კომიქსების. ამ მიმართულებაში ავირჩიეთ ჩვენი გზა, რომელიც დაუკავშირდა კომპანია „მარველს“. ეს ამერიკული, უმაღლესი კლასის ბრენდია. მისი გმირებია: სპაიდერმენი, თორი, რკინის კაცი და ასე შემდეგ. „ადამიანი ობობას“ კომიქსი გამოვეცით 12 სერიად საქართველოში. პარალელურად, ახლა კომიქსებს ქართულ საფუძველზე ვაკეთებთ. ცოტა ხანში მკითხველი იხილავს „ბალადა ვეფხისა და მოყმის“ გრაფიკულ ნოველას. ამ ლექსის ადაპტირება არ მოგვიხდენია. კომიქსი მთლიანად დედნის მიხედვით ავაწყვეთ. სულ ცოტა ხანში ჩაეშვება გასაყიდად და მისი შეძენა შესაძლებელი იქნება ყველგან, სადაც წიგნი არსებობს. ვფიქრობ, ეს ჩვენი კულტურისთვის აუცილებელია. რეალურად, საქართველოს ხიბლი ტურისტისთვის და ჩვენთვისაც, არის ფოლკლორი. ის, რაც ჩვენში ზის. „ბალადა ვეფხისა და მოყმისა“ ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია ჰუმანური,  ვაჟკაცური, მიმტევებელი ადამიანისა. აუცილებელია, რომ ეს ყველაფერი ჩვენმა მოზარდებმა კარგად იცოდნენ, იმიტომ რომ ფასეულობების დაკარგვა არ შეიძლება. ის, რაც ჩვენი კულტურა, ფოლკლორი, ძეგლებია, გვინდა ოცდამეერთე საუკუნეში ხალხს კომიქსების ფორმით შევთავაზოთ. ფაქტია, რომ ნიჭიერი ხალხი ვართ და შეგვიძლია მაღალი სტანდარტების დაკმაყოფილება, ხარისხიანი პროდუქტის გაკეთება. ამიტომ, ჩვენც ვცდილობთ, ავიღოთ ძველი და თანამედროვეობას მისადაგებული მივაწოდოთ ჩვენს მკითხველს იმ ფორმით, რომელიც დღეს ძალიან პოპულარულია.
– თეატრსა და კინოში პაუზა გაქვს.
– საკმაოდ ვპასიურობ. სამ თეატრში ვთამაშობდი და არც ერთში აღარ ვარ. არც ერთ შემოთვაზებას აღარ ვთანხმდები. ჩემი მთელი ადამიანური რესურსი კომიქსებისკენ მაქვს გადმოსროლილი.
– პირად ცხოვრებასაც შევეხოთ. მეუღლეს დაშორდი, რა გახდა თქვენი ოჯახის დანგრევის მიზეზი?
– ადამიანების დაშორებისთვის ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს. ჩვენ ამ მიზეზთაგან ერთ-ერთი ამოვარჩიეთ და დავშორდით ერთმანეთს (იცინის).
– შვილის რეაქცია როგორი იყო, როგორც წესი, ყველაზე მეტად ისინი განიცდიან ხოლმე.
– ყველანაირად ვცდილობთ, რომ ბავშვმა ეს მინიმალურად განიცადოს. რა თქმა უნდა, ის განიცდიდა და ალბათ, განიცდის კიდევაც ამ ყველაფერს, მაგრამ არ ვიცი, ეს, ალბათ, უფრო მას უნდა ჰკითხო. ექვსი წლისაა და პასუხს აუცილებლად გაგცემს.
– როგორც ვიცი, ახლა შენს ცხოვრებაში სხვა სიყვარულია.
– ჰო, არის – ნინი სოსელია, რომელთან ერთადაც უკვე წელიწადი და ოთხი თვეა ვარ. გვიხარია ეს ყველაფერი და ამ ეტაპზე ძალიან ბედნიერები ვართ. ასაკით ჩემზე პატარაა, მაგრამ ერთმანეთს კარგად ვეწყობით. ისიც მსახიობია და ამ კუთხითაც კარგად ვუგებთ ერთმანეთს. მთავარია, ადამიანთან დიალოგი გქონდეს, მთავარია, იყოს შენი მეგობარი. ნინი სოსელია რომ არ ყოფილიყო ჩემი შეყვარებული, იქნებოდა ჩემი მეგობარი. ვინაიდან სექსუალურადაც მიმიზიდა, ამიტომ გადავწყვიტე, შეყვარებულიც ყოფილიყო და მეგობარიც. ერთად კარგად ვართ.
– დაქორწინებას თუ გეგმავთ.?
– ჯერ არა. ზოგადად, დაქორწინება ძალიან გვინდა. ამას ვგეგმავთ, მაგრამ ჯერ არა.

скачать dle 11.3