კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ იცოდნენ კორეაში სილამაზის საერთაშორისო კონკურსზე გამარჯვებულის ვინაობა წინასწარ და როგორ გახდა ქართველი გოგონა „გრანდ სუპერმოდელის“ ტიტულის მფლობელი

„მეორე ვიცე-მის საქართველო – 2013,“ „იმიჯ-ცენტრის“ მოდელი თიკა ჯაბანაშვილი, ნაციონალური ბალეტის – „სუხიშვილების“ მოცეკვავეა. ცოტა ხნის წინ ის სილამაზის საერთაშორისო კონკურსზე იმყოფებოდა სამხრეთ კორეაში, სადაც, ამ მხრივ, სერიოზული გამოცდილებაც მიიღო და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნომინაციის მფლობელიც  გახდა.

თიკა ჯაბანაშვილი: „მის საქართველოს“ შემდეგ თითქმის ნახევარი წელი გავიდა და იმის მერე ბევრი რამ შეიცვალა: უფრო მეტად თავდაჯერებული გავხდი, დიდ ყურადღებას ვაქცევ გარეგნობას და, რა თქმა უნდა, სწავლასაც, რადგან, მხოლოდ გარეგნობა არაფერია. ზაფხულში რამდენიმე კონცერტი გვქონდა „სუხიშვილებს“. მანამდე ვიცეკვებ, სანამ ეს შესაძლებელი იქნება – ჩემი სამსახურია და ძალიან მიყვარს. ჩემი პირველი ანაზღაურებაც ცეკვას უკავშირდება: მახსოვს, 16-17 წლის ვიყავი, ფილარმონიაში კონცერტი გვქონდა, პირველი ხელფასი მაშინ ავიღე და ძალიან გამიხარდა, ოღონდ, არ მახსოვს, რაში დავხარჯე. ფულს ისე ვხარჯავ, არ ვფიქრობ, რომ განსაკუთრებული ნივთი უნდა ვიყიდო, არ ვარ მომჭირნე. როგორც ყველა გოგონა, მეც ვგიჟდები მაღაზიებში სიარულზე. ფუმფულა სათამაშოები მიყვარს ძალიან, კიდევ – ტკბილეული, მაგრამ, ამ მხრივ საკუთარ თავს ვზღუდავ, ფორმა რომ შევინარჩუნო.
– ცოტა ხნის წინ სილამაზის საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობდი. მომიყევი, სად ჩატარდა კონკურსი და როგორ ჩაიარა?
– სამხრეთ კორეაში ვიყავი „ტალანტისა და სილამაზის“ კონკურსზე. პირველი ქართველი ვარ, რომელიც ამ კონკურსში მონაწილეობდა. თან, რადგან ტალანტის კონკურსი იყო, საცეკვაო ნომერიც მოვამზადე. კორეაში პირველად ვიყავი და ძალიან მომეწონა – ეგზოტიკური და საინტერესო ქვეყანაა. ბევრი რამ იყო დასათვალიერებელი, ოღონდ, არა ღირსშესანიშნაობების, არამედ, ტექნიკის, შენობების თვალსაზრისით. ძალიან ბევრი და დიდი შენობა დგას ყველგან, გადატვირთულია ქუჩები. ყოველდღე დავყავდით შეხვედრებზე სხვადასხვა მაღაზიების მფლობელებთან – გვაჩვენებდნენ თავიანთ რობოტებს, ტექნიკას, იმ მიღწევებს, რაც აქვთ. ჩვენთვის  საინტერესო იყო და, რაც მთავარია, მათთვის არის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი. „განგნამის“ ქუჩა აქვთ და წაგვიყვანეს: აი, აქ არის გადაღებული Gangnam Style-ის ცნობილი კლიპიო – ძალიან ამაყობენ და უყვართ. ზოგადად, ყველაფრით, რაც აქვთ, ძალიან ამაყობენ და პატივს სცემენ. პირველ ადგილზე თავისიანს აყენებენ და შემდეგ – ჩამოსულ სტუმარს. 38 ქვეყნიდან ვიყავით გოგონები და დიდი პატივისცემით გვექცეოდნენ, ძალიან კარგი ხალხია.
– რამ მოახდინა შენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება?
– საკვები იყო საოცარი და ყველა გოგონას პრობლემა გვქონდა ამასთან დაკავშირებით. ყველაფერს ნიორსა და კუნჟუტის მარცვლებს უშვრებიან და ამიტომ, სპეციფიკური გემო ჰქონდა, სუნიც კი რაღაცნაირი იყო, ვერ ვჭამდით. კიდევ კარგი, ბრინჯი ჰქონდათ და გამიმართლა იმაში, რომ ზღვის პროდუქტები მიყვარს. მახსოვს, პირველი ხუთი დღე ერთ-ერთ კუნძულზე ვიყავით – საცურაო კოსტიუმებში პროფესიონალური გადაღებები გვქონდა. აღმოჩნდა, რომ კუნძულზე არ იყო ბანკი, სადაც ფულს გადავახურდავებდით, ამიტომ, პირველი ხუთი დღე ანანასზე, ფორთოხლის წვენსა და საზამთროზე ვიყავით. მაგრამ, ნათქვამია, ზოგი ჭირი მარგებელიაო – ფიგურაზე დაგვეტყო კარგად ყველაფერი. თვითონ კუნძული ძალიან ლამაზი იყო, კარგი სანახავი.
– როგორი რეჟიმი გქონდათ, ძალიან იყავით დატვირთულები?
– საკმაოდ. დილით ძალიან ადრე ვიღვიძებდით, სულ მოძრაობაში ვიყავით, ჩემოდნებიანად დავდიოდით, ჩალაგება-ამოლაგებას ვერ ვასწრებდით. 15 დღის განმავლობაში მაქსიმუმ ორი დღე ვიყავით ერთი და იგივე სასტუმროში. მაგრამ, ძალიან საინტერესო იყო, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ცხოვრების აქტიური წესი მოსწონს. გარკვეული სტრესიც იყო – მაინც მარტო ხარ უცხო ქვეყანაში, უცხო ადამიანებს შორის, თუმცა, ამის გამო რამე პრობლემა არ შექმნილა. ერთადერთი ის იყო რთული, რომ ჩასვლიდან მალევე გაირკვა, ვინ გავიდა საპრიზო ადგილებზე, ანუ, ვინ მოხვდა შვიდეულში და ვინ იქნებოდა გამარჯვებული, მხოლოდ ნომინაციების შესახებ არ ვიცოდით არაფერი.
– რატომ იყო ყველაფერი წინასწარ გარკვეული?
– კონკურსის მიმდინარეობის განმავლობაში ეს ყველაფერში შეიმჩნეოდა. ერთ-ერთ გოგონაზე აკეთებდნენ აქცენტს, მუდმივად ის იყო ყურადღების ცენტრში და, ყველამ ვიცოდით, რომ ის გაიმარჯვებდა. მართლაც ასე მოხდა, თუმცა, ძალიან კარგი გოგონა იყო გარეგნობითაც და ხასიათითაც, უბრალოდ, ის მომენტი, რომ უკვე ვხვდებოდით, ვინ იქნებოდა გამარჯვებული, გარკვეულ დისკომფორტს ქმნიდა. მაგრამ, მე არ ჩამიქნევია ხელი – ამხელა მანძილი გავიარე და ჩემი საქმე ბოლომდე უნდა მიმეყვანა. დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი „იმიჯ-ცენტრის“ დირექტორის, ია კიწმარიშვილის წინაშე, რომელიც რჩევა-დარიგებებს მაძლევდა, დიდ სითბოს მიგზავნიდა საქართველოდან. მთელი 15 დღის განმავლობაში გვაკვირდებოდნენ: რას ვაკეთებდით, როგორ ვიქცეოდით, რომ მერე ნომინაციებში გამარჯვებულები დაესახელებინათ. საფინალო შოუს გარდა, იყო ტალანტების შოუ, სადაც ჩემი საცეკვაო ნომერი გავიტანე – ლეკური ვიცეკვე. ცეკვის დადგმაში მეხმარებოდა „სუხიშვილების“ სოლისტი, ჩემი მეგობარი მურო გაგოშიძე. სამწუხაროდ, ბევრმა არ იცოდა, სად იყო საქართველო, რა ქვეყანა იყო. არც „სუხიშვილების“ შესახებ ჰქონდათ რამე გაგონილი, ამიტომ, ბევრი რამის ახსნა მიწევდა. ჟიურისთან გასაუბრებისას ნაციონალური კაბა მეცვა და მასრებზე მკითხეს – რა არის, ჩვენ სიგარეტები გვეგონაო. ავუხსენი ყველაფერი, მათ შორის, ცეკვის შესახებაც. ფაფახზე მკითხეს, ეს რა გახურავსო. ცეკვა ძალიან მოეწონათ, უბრალოდ, შინაარსის ახსნა მომიწია. საფინალო შოუმაც ძალიან კარგად ჩაიარა. ბევრი ცნობილი სახე ესწრებოდა, საკმაოდ გრანდიოზული შოუ იყო. ზოგადად, ქვეყნისთვის ამ კონკურსს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. როდესაც ქუჩაში გვხედავდნენ, ლენტებით ხვდებოდნენ, რომ ამ კონკურსის მონაწილეები ვიყავით და ძალიან უხაროდათ; ფოტოებს იღებდნენ ჩვენთან, რაღაცეებს გვეკითხებოდნენ, თბილად გვესაუბრებოდნენ. ფინალურ შოუს ესწრებოდნენ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ცნობილი ფოტოგრაფები, რომლებიც აშუქებდნენ შოუს. ერთ-ერთ გამოსვლაზე ცნობილი კორეელი დიზიანერის ჩვენებაში მივიღეთ მონაწილეობა. როდესაც საფინალო შოუ დამთავრდა, გოგონები კულისებში გამოვედით. ჟიურის წევრებმა და ორგანიზატორებმა აირჩიეს სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები, რის შესახებაც არაფერი ვიცოდით. ფინალურ შოუზე დიდი სიამოვნება მივიღე: ცოცხალი მუსიკა, გაფორმება – ყველაფერი საინტერესო იყო. საცურაო კოსტიუმებით გამოვედით შოუზე – მთლად „ვიქტორიას სეკრეტის“ შოუს არ ჰგავდა, მაგრამ, მსგავსება იყო: ფრთებით, ფერადი საცურაო კოსტიუმებით, ლამაზად გაფორმებული. ეს საცურაო კოსტიუმი, თავისი ფრთებით, დიზაინერმა თინათინ მაღალაშვილმა შემიკერა, რისთვისაც მას დიდ მადლობას ვუხდი. მთელი გზა ხელით ვატარებდი, რომ არ გაფუჭებოდა ფრთები. გარდა ამისა, ნაციონალური და საღამოს კაბები გამატანა „მარიონელამ“ და მასაც დიდი მადლობას ვუხდი. მოკლედ, კულისებში რომ ვიყავით, ამ დროს კონკურსის დირექტორი მომიბრუნდა და მეუბნება: ახლა ნომინაციაში გამარჯვებულად დაგასახელებენ და უნდა გახვიდე სცენაზეო. იმდენად არ ველოდი, რომ გავშრი, გაშტერებული ვიდექი კულისებში – ეიფორიაში ვიყავი. სულ 8-9 გოგონა აგვირჩიეს სხვადასხვა ნომინაციაში. მე გავხდი „გრანდ სუპერმოდელი,“ რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ამ ნომინაციას მოჰყვა ახალი შემოთავაზება. კონკურსის დირექტორმა გამოგზავნა „იმიჯ-ცენტრში“ კონტრაქტი – სამი თვის განმავლობაში კორეაში სამუშაოდ მიწვევდნენ. აგვისტოში უნდა გავმგზავრებულიყავი, უბრალოდ, რაღაც მიზეზების გამო გადაიდო. მომავალში, ალბათ, გავემგზავრები და საკუთარ თავს გამოვცდი ამ კუთხით. სანამ თბილისში წამოვიდოდი, კონკურსის დირექტორმა გამრჯვებული სამეული და მე ცნობილი ჟურნალისთვის ფოტოების გადასაღებად წაგვიყვანა. სხვადასხვა ბრენდთან გადაგვიღეს ფოტოები, რეკლამას ვუკეთებდით და შემდეგ უნდა დაბეჭდილიყო ჟურნალში. მე, როგორც საქართველოს წარმომადგენელი და ტიტულ „გრანდ სუპერმოდელის“ მფლობელი, ვმონაწილეობდი ფოტოსესიაში. არ ველოდი, თუ მეც წამიყვანდნენ და, რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა. გადაღებები მიმდინარეობდა სტუდიაში, სადაც ყველა ცნობილ ადამიანს – მომღერლებს, მსახიობებს აქვთ ფოტოგადაღებები. შემიძლია ვთქვა, რომ კორეაში გატარებული ყველა წუთი ძალიან მნიშვნელოვანი და ბედნიერი იყო. კარგი და დიდი გამოცდილება მივიღე.

скачать dle 11.3