კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფლორის სამყაროში

კითხვა: ჩემმა ექევერიამ ფორმა დაკარგა და თითქოს მოიწყინა. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
პასუხი: სინათლის ნაკლებობამ შეიძლება როზეტების გადახსნა და დეფორმაცია გამოიწვიოს. თუ ფოთლები დაურბილდა და მოუჭკნა, ეს იმის ნიშანია, რომ ექევერიას წყალი სჭირდება. მორწყვისას ქოთანი რამდენიმე წუთით ჩადგით წყალში და შემდეგ დაწრიტეთ – ასე ფოთლები მშრალი დარჩება და აღარ დაულპება. ზოგ სახეობას ფოთლებზე მოცისფრო-მორუხო ცვილისებრი ფენა აქვს, რომელიც ხელის გადასმისთანავე მოსცილდება, ამიტომ, ფრთხილად გაწმინდეთ.
კითხვა: როგორ პირობებში გავახარო ალოე და არის თუ არა ის პრეტეზიული მცენარე?
პასუხი: ალოეს მრავალი სახეობა არსებობს და ყველა იოლი მოსავლელია. მას მუდმივად სჭირდება სინათლე. მზეს იტანს, მაგრამ, ზაფხულობით შუადღის მწველ მზეს მოარიდეთ. იდეალურია 18-24 გრადუსი. ყვავილობისთვის ზამთარში რამდენიმე კვირით დაახლოებით 10 გრადუსზე დადგით. ზაფხულში მიწა ტენიანი უნდა იყოს. ორ კვირაში ერთხელ მიაწოდეთ გაზავებული ბალანსირებული თხევადი სასუქი, ზამთარში კი შედარებით იშვიათად მორწყეთ, ოღონდ, მიწას ძალიან ნუ გამოაშრობთ. ამ დროს არც დამატებითი კვება სჭირდება. თუ ალოეს სინათლეს არ მოაკლებთ და ზედმეტ წყალს არ დაუსხამთ, არანაირ პრეტეზიას არ „გამოთქვამს”. ეცადეთ, დადგათ მზიანი ფანჯრის რაფაზე.
კითხვა: რა ზომის იზრდება ანანასი და ხშირად მოვრწყა თუ არა?
პასუხი: ეს ეფექტური მცენარე იმხელა იზრდება, რომ, შეიძლება, თქვენი ბინა არც ეყოს, თუმცა, თუ საკმარისი ფართი გაქვთ, ინტერიერს დიდი ხნით გაგილამაზებთ. ანანასი მთელი წლის განმავლობაში იზრდება, ამიტომ ზაფხულობით ხშირად მორწყეთ და მიწა ზამთარშიც ტენიანი უნდა ჰქონდეს. რაც უფრო გრილია ზამთარი, ანანასს მით ნაკლები ტენი სჭირდება. ამ მცენარეს დასვენების პერიოდი არ აქვს, ამიტომ, განათებაც მთელი წლის განმავლობაში სჭირდება. მისთვის საუკეთესო პირობებია: სითბო, კარგი განათება, საშუალო ტენიანობა და კარგი დრენაჟის მქონე მიწა.
კითხვა: ჩემს ბეგონიას ფოთლები მოულპა. ხომ ვერ ამიხსნით, რამ გამოიწვია?
პასუხი: თქვენ, ალბათ, წყალს ფოთლებზე ასხამდით და ამის შედეგად დაიწყო ლპობა. გახსოვდეთ, თუ მცენარე ქოთანს მთლიანად იკავებს ან ბუსუსებიანი ღეროები აქვს, წყალი პირდაპირ მიწაზე ან ლამბაქზე დაუსხით.
კითხვა: როგორ მოვუარო ეხმეას და რა პირობები სჭირდება მას?
პასუხი: ეხმეა ტენის მოყვარული ტროპიკული მცენარეა, ამიტომ, სიცხესა და სიმშრალეში ფოთლებს წვეროები უყავისფრდება. ზაფხულში ორ კვირაში ერთხელ მორწყეთ გაზავებული თხევადი სასუქით. დიდ მცენარეს თიხის პატარა ქოთანიც ჰყოფნის. ფოთლების „ლარნაკი“ მუდამ რბილი წყლით სავსე უნდა იყოს. წყალი დროგამოშვებით გამოუცვალეთ. ზაფხულობით მიწას ტენიანობა შეუნარჩუნეთ, ზამთარში კი გამოშრობა აცადეთ და იშვიათად მორწყეთ. ზამთარში იტანს 15 გრადუს ტემპერატურას, ზაფხულში კი, თუ ტენიანობა ძალიან მაღალია, 27 გრადუსს. მისთვის საუკეთესო ადგილი მზიანი ოთახია. ყვავილობისას მცენარეს კარგი განათება სჭირდება. მომცრო, ცისფერი ყვავილები, რომლებიც თანდათან წითლდება, მალევე უჭკნება, თუმცა, თანაყვავილი გაცილებით დიდხანს ძლებს (ყოველ როზეტს ერთადერთი თანაყვავილი აქვს). დაყვავილების შემდეგ მცენარე კიდევ დიდხანს ინარჩუნებს ფორმას – მანამ, სანამ ძველის ადგილას ახალი როზეტი გაჩნდება.

скачать dle 11.3