გვირგვინი ევგენიასთვის
გვირგვინი ევგენიასთვის
1848 წელს საფრანგეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი გახდა ნაპოლეონ მესამე – ბონაპარტეს ძმისშვილი, მაგრამ, მალე მან სახელმწიფო გადატრიალება მოინდომა, მონარქია აღადგინა და 18 წლის განმავლობაში საფრანგეთში ისევ მონარქიული წყობილება ყვაოდა. 1853 წელს ნაპოლეონ მესამემ ცოლად შეირთო ესპანელი ევგენია დე მონტოხო, რომლის კორონაციისთვის განსაკუთრებულად მოემზადნენ და საგანგებოდ შეუკვეთეს გვირგვინი იუველირ გაბრიელ ლემონიეს.
შარლ ლუი ნაპოლეონ ბონაპარტე ნაპოლეონ პირველის უმცროსი ძმის, ლუდოვიკო ბონაპარტეს შვილი იყო, მისი დედა კი ჰორტენზია დე ბოგარნე იყო – ნაპოლოენ პირველის პირველი ცოლის, ჟოზეფინას ქალიშვილი, მისი პირველი ქორწინებიდან. ლუდოვიკო ბონაპარტე ნაპოლეონ პირველმა ჰოლანდიის მეფედ დანიშნა. ნაპოლეონ პირველი ძალიან ჰგავდა დიდებულ ბიძას იმით, რომ იმპერატორის სავარძელი ერჩივნა პრეზიდენტობას. 26 წლის ევგენია საკმაოდ ლამაზი იყო, მაგრამ, არა სამეფო წარმომავლობის. იმპერატრიცას გვირგვინი მაშინვე გახდა მითქმა-მოთქმის საგანი, რადგან, ძალიან ძვირი დაჯდა. ხავერდის სარჩულზე, სუფთა ოქროსგან ჩამოსხმული გვირგვინის გარშემო შემომსხდარი რვა მასიურ ოქროს არწივს ფრთებით ეჭირათ ბრილიანტითა და ზურმუხტებით მოჭედილი ბურთი, რომელსაც ბრილიანტისავე ჯვარი ამშვენებს. ზურმუხტები გამოყენებულია სარტყელშიც და გვირგვინის ქვედა ნაწილშიც.
დღეს ევგენიას უძვირფასესი გვირგვინი ლუვრშია გამოფენილი. სხვათა შორის, ის, ევგენიას გარდა, არც არავის უტარებია, რადგან, სწორედ ევგენია იყო საფრანგეთში ის უკანასკნელი ფრანგი იმპერატორი, რომლის თავსაც გვირგვინი ამშვენებდა.
ცხოველები, რომლებიც არავინ იცოდა
დედამიწაზე არსებობენ ცხოველები, რომლებიც დედამიწაზე გავრცელებულ ინდივიდთა არც ერთ ტიპს არ მიეკუთვნებიან და ყოველწლიურად მათი „გუნდი“ თითო ეგზემპლარით მაინც იზრდება.
ოლინგიტო – ეს წვრილმანი მტაცებელი მეცნიერებს დიდხანს ემალებოდა, კოლუმბიის ტყეებსა და ეკვადორზე. ენოტის ზომის ცხოველი ძალიან ჰგავს პლუშის საყვარელ დათუნიას და ულამაზესია.
„კრევეტი-ჩონჩხი“ – სამხრეთ კალიფორნიის სიახლოვეს, გამოქვაბულშიც და კუნძულ სანტა-კატალინაზე აღმოაჩინეს გასაოცარი, თითქმის გამჭვირვალე კრევეტი... მისი გარეგნობა ძალიან ჰგავს ჩონჩხს. სიგრძით მხოლოდ 3,3 მილიმეტრია.
გამჭვირვალე ლოკოკინა – ნახევრად გამჭვირვალეა და ანათებს. ბინადრობს მიწაში, თითქმის კილომეტრის სიღრმეზე. აღმოაჩინეს ხორვატიაში, ერთ-ერთ გამოქვაბულში. ლოკოკინას თვალები არ აქვს. ან რაში სჭირდება იმ უკუნეთ სიბნელეში.
„მუშკა-ფერია“ – ყველაზე პატარა მწერი დედამიწაზე. მხოლოდ 0,24 მილიმეტრია. ეს პაწია ბუზი კოსტა-რიკის ტყეებში ცხოვრობს.