კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ადამიანებს „აჯილდოებს“ კოსმოსი იღბლიანი ცხოვრებით

ასტროლოგიურად, ჩვენს ცხოვრებაში ბევრი რამ ჩვენსავე ფიქრებსა და აზრებზეა დამოკიდებული, ანუ, რა მუხტსაც ვუშვებთ კოსმოსში, როგორი აზრები და განწყობაც გვაქვს, ისეთივე მომავალი გვექნება. ამიტომ, აუცილებელია, რა წარუმატებლობის წინაშეც არ უნდა ვიდგეთ, შევინარჩუნოთ სწორი აზროვნება და შევძლოთ ფიქრების კონტროლი. რაც მეტი რწმენა და კარგის მოლოდინი აქვს ადამიანს, მით მეტი წარმატებით აჯილდოებს მას კოსმოსი. ხოლო, ის, თუ რამდენად მალე შევძლებთ აზროვნების შეცვლას და გავითავისებთ, რომ ჩვენ თავად ვართ საკუთარი ბედის მმართველნი და ამაში ვარსკვლავებიც გვეხმარებიან, ჩვენზეა დამოკიდებული. ასევე, დაიმახსოვრეთ, რომ, ასტროლოგიური ლოგიკით, წარუმატებელი, პესიმისტი, მუდამ უიმედობის განცდის მქონე ადამიანი საკუთარ ბედსა და ცხოვრებაზე აგებს პასუხს და თავად უქმნის კოსმიურ ძალებს ბარიერს, ბედს პესიმისტურ ელფერს სძენს და საკუთარი ქმედებით და აზრებით ბლოკავს ასტრალური ძალების მოდინებას თავის ბედში.
ჩვენი ნებისმიერი ფიქრი, აზრი და ემოცია ჩვენს ენერგეტიკულ ველზე – აურაზე აისახება, ანუ, თუ ჩვენ გამუდმებით ვემდურით ბედს, აგრესიული და დეპრესიული ვართ, ცხოვრებას უიმედოდ ვუყურებთ, ეს ნეგატიურ და დამანგრეველ კვალს ტოვებს ჩვენს ენერგეტიკულ ველზეც და, ვინაიდან სამყაროში მოქმედებს ასტრალური კანონები, ჩვენს ცხოვრებაში ვიზიდავთ სწორედ ამ ნეგატიური ვიბრაციის შესაბამის მოვლენებს. ჩვენ, ადამიანები, თავადვე ვაპროგრამებთ საკუთარ თავს წარუმატებლობაზე. გამუდმებით ვფიქრობთ და ენერგეტიკულად ვკვებავთ ორგანიზმს სწორედ ისე, როგორც ჩვენ გვინდა, შედეგად კი ცხოვრებაში გაუთვლელი მოვლენები, გაუთავებელი პრობლემები, ბარიერები და წინაღობები გვხვდება, რაც ჩვენს ბედზეც, შესაბამისად, ნეგატიურად აისახება.
ვისაც სურს და, არ მეგულება ადამიანი, ვისაც ეს არ სურდეს, იყოს საკუთარი ბედის განმკარგველი, მიიღოს ცხოვრებისგან რაც შეიძლება მეტი დადებითი ემოცია, სიხარული და წარმატება, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს იმ მისიის შესრულება, რაც მას კარმულად ევალება დედამიწაზე. ამისთვის კი, პირველ ყოვლისა, უნდა დაიწყოს საკუთარი აზროვნების შეცვლა, გადავიდეს ნეგატიურიდან პოზიტიურ ფიქრებზე და მთელი აქცენტი უნდა გადაიტანოს იმაზე, რაც მას სიხარულსა და წარმატებას მოუტანს.
თუ თქვენ შეძლებთ საკუთარი ფიქრებისა და აზრების კონტროლს, არ აჰყვებით ემოციებს და მშვიდად მიუდგებით მოვლენებს, ამით კოსმიურ სივრცეში გაგზავნით დადებით იმპულსებს და საკუთარ თავს წარმატების საშუალებას მისცემთ. არც ისე ძნელია ცხოვრებაში სასიკეთო ძვრების შეტანა, თუ მიზანდასახული და საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული იქნებით, ეს კი ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია.
როდესაც ადამიანი ზის და ფიქრობს არა დადებითზე, არამედ, უარყოფითზე და ამბობს, რომ ირგვლივ ყველაფერი ცუდადაა, არ უნდა ელოდოს კარგს და მომავალშიც არაფერი შეიცვლება უკეთესობისკენ, მას უნდა ახსოვდეს, რომ მისი ეს ფიქრი კოსმოსში იგზავნება და იქიდან სასიკეთოს არაფერს აღარ უნდა ელოდოს.
ყველა ადამიანი თავის ასტროლოგიურ პერიოდს გადის და, იქ, როგორც წარმატება, ასევე წარუმატებლობა, გარდაუვალია, თუმცა, ორივე დროებითია.
ასევე, უნდა მიაქციოთ ყურადღება, რომელ დღეებში გეძალებათ ნეგატიური ფიქრები. ბევრი უჩივის თვის გარკვეულ დღეებში განსაკუთრებულ სისუსტეს, გაღიზიანებას, წარუმატებლობას, მგრძნობელობის მომატებას და ვერ ხსნის ამის გამომწვევ მიზეზებს. საიდუმლო არ არის, რომ ამაში მთვარის ფაზებია „დამნაშავე”. აქვე მოგცემთ რამდენიმე ასტროლოგიურ რჩევას, რომლებიც აუცილებლად დაგეხმარებათ. მაგალითად, თუ სავსე მთვარის დროს საძინებელ ოთახს კარგად დააბნელებთ ფარდებით, ისე, რომ მთვარის ნათებიდან წამოსული ენერგია არ შემოიჭრას ოთახში, ამით მთელი თვის განმავლობაში დააღწევთ თავს (მომავალ სავსე მთვარემდე) უძილობას, გაღიზიანებას, ნეგატიურ ფიქრებს და ასე შემდეგ; ასევე, მთვარის შევსებამდე ერთი დღით ადრე და შევსების მეორე დღეს, ორგანიზმში აქტიურად მიმდინარეობს ცხიმების დაგროვება, რაც თქვენი უგუნებობის ერთ-ერთი  მთავარი მიზეზიცაა. ამას თავიდან აიცილებთ, თუ მთვარის შევსების წინა დღეს ხილისა და წვენების დიეტას დაიცავთ; ეცდებით, შემოიფარგლოთ ყოველდღიური საქმიანობით და არ წამოიწყებთ ახალ საქმეს. ზოგადად, სავსე მთვარის დროს იმატებს პესიმისტური განწყობა, თავის ტკივილი, უძილობა, დისკომფორტი და გაღიზიანება. ამიტომ, ამ დღეებში მაქსიმალურად უნდა შეამციროთ კონტაქტები.
სამწუხაროდ, ზემოთ თქმულს ბევრი არ აქცევს ყურადღებას და მთვარის ფაზების მნიშვნელობაზე წარმოდგენაც არ აქვს. მე კი გირჩევთ, ხშირად ახედოთ მთვარეს, გაითვალისწინოთ ასტროლოგიური რჩევები და ამით სწორად დაგეგმოთ თქვენი მომავალი, რათა შემდგომში პრობლემები არ შეგექმნათ და გაურკვევლობაში არ აღმოჩნდეთ.

скачать dle 11.3