კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დაიწუნა სტალინმა გენერალისიმუსის ტანსაცმელი

ომისშემდგომი პერიოდის კინოქრონიკაში სტალინი წარმოგვიდგებოდა მარშლის სამხრეებიან კიტელში და, გულუბრყვილობა იქნებოდა, გვეფიქრა, რომ საქმე მხოლოდ ინტენდანტებშია, რომლებსაც დაავიწყდათ მუნდირის შეკერვა – ძვირად დაუჯდებოდათ მათ ასეთი გულმავიწყობა. საზეიმო მუნდირი გენერალისიმუსისთვის მათ დროულად შეკერეს. ის ინახება რუსული, საბჭოური და უცხოური ტანსაცმლის არმიების ფორმის მუზეუმში. მაგრამ, სტალინს ის ერთხელაც არ ჩაუცვამს. რა მოხდა?
მუზეუმის თანამშრომლებმა საიდანღაც გამოიტანეს არაჩვეულებრივი მუნდირით შემოსილი მანეკენი – სწორედ ეს არის ის ზღვის ტალღისფერი „სერთუკი“: ამაღლებული საყელო ოქროთია მოქარგული; ოქროსფერი ნაქსოვი გასდევს სამაჯურებზეც. მოდელს საფუძვლად უდევს მუხის ფოთლების მონაქარგი – მუხა მუდამ ითვლებოდა ძლიერების, სიმტკიცისა და მარადიულობის სიმბოლოდ. გასაკვირია ბრწყინვალე ეპოლეტები, რომლებზეც გამოსახულია სახელმწიფო გერბი და დიდი ვარსკვლავი. მუნდირი კი არა, ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია.
ამბობენ, რომ მისი შექმნისთვის თავს იმტვრევდა მთელი საკონსტრუქტორო ბიურო, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ უმაღლესი კლასის გამომჭრელები, მკერავები, სამხედრო ფორმის მოდელიერები. სამწუხაროდ, უკვე აღარ არიან ის ადამიანები, რომლებსაც შეეძლოთ, რაიმე მოეთხროთ იმის შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობდა ეს სამუშაო, თუმცა, ერთი რამ საკმაოდ ცნობილია: სტალინმა დაიწუნა თავისი ახალი ტანსაცმელი. აი, რას წერდა ამის შესახებ თავის მოგონებებში არმიის გენერალი შტემენკო:
– ერთხელ კრემლში ანგარიშის ჩასაბარებლად მისულები, მე და ანტონოვი, სტალინის მისაღებში შევხვდით წითელი არმიის მთავარ ინტენდანტს, გენერალ-პოლკოვნიკ დრაჩოვს. მას ეცვა ჩვენთვის აბსოლუტურად უცნობი ბრწყინვალე სამხედრო ფორმა: მუნდირი შეკერილი იყო კუტუზოვის დროინდელი მოდელის მიხედვით – მაღალი საყელოთი, შარვალი კი, თანამედროვედ გამოიყურებოდა, მაგრამ, ბრწყინავდა მოოქრული ლამპასებით. როდესაც გაკვირვებულები შევჩერდით და მივაცქერდით ამ უცნაურ კოსტიუმს, დრაჩოვმა ჩუმად გვითხრა: „ახალი ფორმაა გენერალისიმუსისთვის“.
სტალინის კაბინეტში იმყოფებოდნენ პოლიტბიუროს წევრები. მოხსენებას აკეთებდა ზურგის სამსახურის უფროსი, არმიის გენერალი ხრულევი. როცა მან დაამთავრა მოხსენება, ნებართვა ითხოვა, დამსწრეთათვის ეჩვენებინა ახალი სამხედრო ფორმა. სტალინი შესანიშნავ ხასიათზე იყო და თქვა: „მოდი, გენშტაბმაც ნახოს“. მისაღებში ნიშანი მისცეს. შემოვიდა დრაჩოვი. სტალინმა მას თვალი შეავლო და მოიღუშა – როგორც ჩანს, ის მიხვდა, რა ფორმაც იყო ეს.
– ვინ გინდათ, შემოსოთ? – ჰკითხა მან ხრულევს და თავის ოდნავი მობრუნებით მიუთითა ინტენდანტზე.
– ეს არის გენერალისიმუსისთვის განკუთვნილი ფორმა, – უპასუხა ხრულევმა.
– ვისთვის? – ჰკითხა სტალინმა.
– თქვენთვის, ამხანაგო სტალინ!
უმაღლესმა მთავარსარდალმა უბრძანა დრაჩოვს, გასულიყო, თვითონ კი არ მოერიდა დამსწრეებს და საშინლად განრისხდა. ის პროტესტს გამოთქვამდა მისი პიროვნების ნებისმიერი ფორმით განდიდების გამო; ამბობდა, რომ ეს უჭკუობაა და ის არ მოელოდა ამას ზურგის უფროსისგან.
ყოველივე ეს დამთავრდა იმით, რომ გენერალისიმუსის ფორმა არ იქნა მიღებული. სტალინი სიცოცხლის ბოლომდე ატარებდა მარშლის ფორმას, როგორც სხვა მარშლები.
მოკლედ, ერთადერთი ცდა, შექმნილიყო მუნდირი საბჭოთა კავშირის გენერალისიმუსისთვის, ჩაიშალა. ინტენდანტებმა გადაამლაშეს. სხვათა შორის, ამავე მუზეუმში ინახება გენერალისიმუსის სამხრეებიანი კიტელი. რომელიც ასევე დაიწუნა სტალინმა. კიტელში ყოველივე მიუთითებს იმაზე, რომ, ყოველი შტრიხი, ყოველი დეტალი, შესრულებულია მისი მფლობელის ინდივიდუალურობის გათვალისწინებით. ის შეკერილია ღია ყავისფერი ნაჭრისგან, მომწვანო-მოწითალო ელვარებით. ფერი მიესადაგება მისი პატრონის თმის ფერს, ხოლო, გადმოფენილი საყელო სტალინის თხოვნით მოიგონეს გამომჭრელებმა – ის ფარავს ყელზე გაჩენილ ბებრულ ნაოჭებს. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ასეთ კოსტიუმში ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს ადამიანი. სამკერვალო ხელოვნების კანონების შესაბამისად, კიტელის ოდნავ დამოკლების შედეგად, შესაძლებელია, რამდენიმე სანტიმეტრით უფრო მაღალი გამოჩნდე.
მე ვუყურებდი ამ მუნდირებს (იხსენებს სტალინის თანამედროვე ვ. შერბანი), რომლებმაც ჩვენს ცხოვრებაში თითქოსდა გარესამყაროდან შემოაბიჯეს და, ვიფიქრე: იქნებ, გენერალისიმუსის მუნდირები შემთხვევით არ იყო შექმნილი; იქნებ, ბედმა დაგვიფარა სხვა ხელისუფლების მოყვარულთაგან, რომლებიც, ერთხელ მოიზომავენ რა მათ თავიანთ ტანზე, აღარ მოისურვებენ მისგან განშორებას? შესაძლოა, ყოველივე ამით ისტორიამ თავიდან აგვაცილა კიდევ ერთი ზეადამიანური პიროვნება, რომელსაც ასევე განუსაზღვრელი ხელისუფლება ექნებოდა?! ხომ გვყავდა ჩვენ თავმდაბალი პოლკოვნიკები, რომლებიც იხვეჭდნენ მარშლის წოდებას არა ბრძოლის ველზე, არამედ, ყამირზე?! არადა, რამდენჯერ ყოფილა, რომ მარშლის სამხრეებს აძლევდნენ როგორც დაკავებული თანამდებობის დანამატს ან, ხანგრძლივი მუშაობისთვის.
ალბათ, არ არის საჭირო, კიტელი და სერთუკი დავუმალოთ საზოგადოებას. დავდგათ ისინი შუშის ქვეშ, საჩვენებელ ადგილზე – დაე, ნახონ ადამიანებმა; დაე, იფიქრონ და გააკეთონ საკუთარი დასკვნები. ისტორიას არა აქვს წვრილმანი – ეს ძველი ჭეშმარიტებაა...
კარლო ცქიტიშვილის მასალების მიხედვით

скачать dle 11.3