კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

ჩემმა შვილმა თავისი სიჯიუტით წააგო
ვინც ამ წერილს წაიკითხავს, ალბათ, იტყვის, რომ ჩვეულებრივი შარიანი სიდედრი ვარ და ჩემი დაუსაბუთებელი პრეტენზიებით თავს ვაბეზრებ ახლობლებსაც და თქვენი ჟურნალის მკითხველებსაც, მაგრამ, იმდენად შეძრული ვარ ჩემი შვილის და, საერთოდ, ჩემი ოჯახის მდგომარეობით, რომ, გადავწყვიტე, თქვენთვის მომეწერა, თუმცა, ვიცი, რომ ამის გამო ძალიან დიდ საყვედურს მივიღებ ჩემი ქალიშვილისგან.
დავიწყებ თავიდან: ჩემი გოგო 26 წლის ასაკში მესამე ცოლად გაჰყვა კაცს, რომელიც თვითონ ძალიან შეუყვარდა, მე კი თავიდანვე არ მომეწონა. ჯერ ერთი, დედისთვის ადვილი არ არის, მისი ერთადერთი ქალიშვილი ვიღაც მექალთანე და გაქექილი კაცის მესამე ცოლი გახდეს, თანაც, გარდა თვითონ ამ ფაქტისა, არ მომეწონა ჩემი სიძის თვალები. შეიძლება, გაგეცინოთ, მაგრამ, სწორედ მისი თვალები არ მომწონდა – ლაპარაკის დროს უსიამოვნოდ ჭუტავდა და, თან, არასდროს უყურებდა მოსაუბრეს, სულ აქეთ-იქით გაურბოდა; სახეზე კი ყოველთვის ცინიკური ღიმილი დასთამაშებდა, როცა მე ან ჩემს ქალიშვილს გველაპარაკებოდა. მართალია, საქციელის მხრივ არაფერი ეშლებოდა, მაგრამ, ასე იყო თუ ისე, ეს კაცი ჩემმა გულმა თავიდანვე არ მიიღო. გარდა ამ ყველაფრისა, პირველი ცოლისგან ჰყავდა ერთი შვილი, რომელსაც თითქმის არ პატრონობდა და ამით ჩემს თვალში მხოლოდ მინუსები ეწერებოდა. ჩემი გოგო კი ისე ბრმად იყო შეყვარებული, რომ მისი ყველაფერი მოსწონდა და ყველაფერში ამართლებდა.
უფალმა მომიტევოს, რომ მიცვალებულზე ამდენ ცუდს ვამბობ, მაგრამ, ჩემი წინათგრძნობა ახდა და ისეთ დღეში ჩაგვყარა, ცოცხალი რომ იყოს, ალბათ, თვალებს ამოვკაწრავდი.
სამი წელი იყო ჩემი შვილი მისი ცოლი და, შვილი არ გააჩენინა – ჯერ რა გვეჩქარება, მსოფლიო მოვიაროთ, გავერთოთ, დრო ვატაროთ, ერთმანეთი უკეთ გავიცნოთ და მერე ვიფიქროთ შვილებზე, ახალგაზრდები ვართო (მაშინ თვითონ 32 წლის იყო). რაღაც ბიზნესი ჰქონდა (როგორც თვითონ ამბობდა) და თავიდან არ უჭირდათ, მერე კი რაღაც შარში გაეხვია და ჩემმა შვილმა, ჩემგან დაფარულად, ჩემი ნაჩუქარი ბინა დააგირავა კერძო იპოთეკართან, ფული კი მთლიანად მისცა ქმარს. მართალია, იმხელა ბინის პირობაზე საკმაოდ მცირე თანხა აიღეს, რომ, ვითომ, გადახდა არ გასჭირვებოდათ, მაგრამ, მერე ისე მოხდა, როგორც საერთოდ ხშირად ხდება ხოლმე: პროცენტი ვერ გადაიხადეს, დიდი თანხა დაუგროვდათ და ბინა დაკარგეს. მე რომ ეს ამბავი გავიგე, ბინა უკვე დაკარგული იყო და ერთი ამბავი დავაწიე ორივეს. ჩემმა სიძემ დაწყნარება დამიწყო – აუცილებლად გამოვისყიდი ან სამაგიეროს ვიყიდიო, მაგრამ, რამდენიმე დღის შემდეგ ავარიაში დაიღუპა. რა თქმა უნდა, როგორც ადამიანი, ძალიან შემეცოდა და ხმის ამოღებას აღარ ვაპირებდი, მით უმეტეს, რომ ჩემი შვილი ძალიან განიცდიდა ქმრის სიკვდილს, მაგრამ, დაქვრივებიდან რამდენიმე თვის შემდეგ ჩემი გოგო თავის ყოფილ მეზობელთან მივიდა რაღაც საქმეზე (რომელიც იმ დაკარგული ბინის გვერდით ცხოვრობდა) და საუბარში იმისგან გაიგო ახალი მობინადრის სახელი, რომელიც სწორედ ის კერძო იპოთეკარი აღმოჩნდა, რომელთანაც ბინა დააგირავეს. მე ეს ფაქტი ცუდად მენიშნა. გავიკითხ-გამოვიკითხე და დავადგინე, რომ თვითონ ის იპოთეკარი ჩემი სიძის საყვარელი ყოფილა, რომელსაც ცოლად შერთვას შეჰპირებია მას შემდეგ, რაც ჩემს სულელ შვილს ბინას გამოსტყუებდა. მერე ისიც გავიგე, რომ თავის პირველსა და მეორე ცოლსაც რაღაც მსგავსი აფერისტობები ჩაუტარა და ისე მიატოვა.
ხომ ყველაფერი გავარკვიე და დავადგინე, ხომ დგას ფაქტის წინაშე ჩემი შვილი, მაინც არაფერი სჯერა და გაიძახის, რომ მის ქმარს ყველაფერს უგონებენ, რადგან, ყველას შურდა მისი.
ახლა თქვენ მითხარით, უნდა ვცემდე თუ არა პატივს ჩემი ერთადერთი ქალიშვილის გარდაცვლილი ქმრის სულს? ჩემი ცუდქალობა უნდა ვთქვა და, ეკლესიაში რომ მივდივარ და ჩემი ოჯახისა და ახლობლების მიცვალებულების სიას ვაძლევ მოძღვარს, ვერაფრით ვერ ვაიძულებ ხოლმე თავს, რომ ჩემი სიძის სახელიც ჩავწერო. ვიცი, რომ ძალიან ცუდად ვიქცევი, მაგრამ, ჯერჯერობით ვერ ვაკეთებ ამას და მერე ღმერთს ვევედრები ხოლმე პატიებას.
აი, ასეთ საშინელ დღეში ვართ, რაც მთლიანად ჩემი შვილის სიჯიუტის ბრალია. რომ ვეუბნებოდი, 32 წლის კაცი უკვე ორჯერ რომ არის ცოლებთან გაყრილი, ესე იგი, რაღაცაშია საქმე-მეთქი, არც დამიჯერა და არც გაიკითხა, ვინ იყო, რას წარმოადგენდა, თუნდაც, რატომ აღარ პატრონობდა ერთადერთ შვილს და ასე დაიღუპა თავი.
ქეთევანი, 53 წლის.

скачать dle 11.3