კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადამი და ევა

დიდი ბავშვები

მამაკაცი ძალიან დიდხანს რჩება ბავშვად. ისინი, ზოგადად, დიდი ბავშვები არიან, რაც ცუდიც არის და კარგიც. დავიწყოთ კარგით: ბავშვს ცოტა ჰყოფნის ბედნიერებისთვის; მისი გულის მოგება ადვილია; ტკბილი სიტყვით ყველაფერს გააკეთებინებთ; ადვილია, დააჯეროთ იმაში, რომ მასზე მაგარი არავინ არის; ვერ ხვდება, როდის თამაშობთ და როდის ნამდვილი ხართ... კიდევ ბევრი პლუსია, რომლებსაც ქალები არ ვიყენებთ, ხოლო, ვინც ეს იცის და იყენებს, ურთიერთობაში მხოლოდ მოგებულია. მთავარი პირობაა, არ უთხრა მამაკაცს, რომ ის ბავშვია და ეს საყვედურივით არ უნდა ჟღერდეს. თუ ალერსით ეტყვით, ჩემო დიდო ბავშვოო, შეიძლება, ესიამოვნოს კიდეც, მაგრამ, ხშირად მაინც ნუ გაუმეორებთ. თუ მამაკაცი მიხვდება, რომ ამას ნაკლად უთვლით, ძალიან გაბრაზდება და შეურაცხყოფილიც დარჩება. კოკო შანელი ამბობდა: თუ იცი, რომ მამაკაცი დიდი ბავშვია, მაშინ, ისიც უნდა გესმოდეთ, როგორ შეაყვარო ამ ბავშვს თავიო.
თავიდანვე ზუსტად განსაზღვრეთ, რას ელით მამაკაცისგან. თუ მისგან ითხოვთ, იყოს მამაკაცური, სწრაფად მიიღოს გადაწყვეტილება და საკუთარ თავზე აიღოს ყველა სირთულე, იმასაც შეეგუეთ, რომ თქვენ თითქმის არასდროს გკითხავთ აზრს და ნაკლებად გაითვალისწინებს იმასაც, რა გინდათ თქვენ. ბავშვთან ურთიერთობა ბევრად ადვილია, თუკი მასთან გულწრფელი ხართ და გრძნობის გამოხატვაშიც არ ძუნწობთ. ბავშვი-მამაკაცი აუცილებლად იქნება თქვენზე დამოკიდებული, მაგრამ ეს კარგიც არის, თუკი კარგად გააანალიზებთ, რაში ხედავთ პრობლემას, თუ ასეთი მამაკაცი უკვე გიყვართ.
იყავით ლიდერი და იზრუნეთ ბავშვებზე, მაგრამ, ძალიანაც ნუ მიუშვებთ, ცელქობა უზრდელობაში რომ არ გადაეზარდოს!

რიტმი და საჭიროება

ქალებს ბევრი შეგვიძლია და, შესაბამისად, პასუხისმგებლობაც მეტი გვაკისრია, როგორი უსიამოვნო ტვირთიც არ უნდა იყოს ეს ჩვენთვის. როცა ზაფხულში ძლივს მივაღწევთ ხოლმე შვებულებამდე, ნაკლებად ვფიქრობთ იმაზე, რომ შვებულებიდან ჩვეულ რეჟიმში დაბრუნება არანაკლებ მძიმეა. სხვათა შორის, სწორედ ამ პერიოდში უფრო ხშირია ხოლმე კონფლიქტები მეუღლეებს შორის. მუშაობის დაწყება დასვენების შემდეგ, გარდამავალი პერიოდის გარეშე, სერიოზული სტრესია, რომელიც სიტუაციას ძაბავს და უარყოფითად მუხტავს. მიეცით თქვენს თავსაც და მეუღლესაც ადაპტაციისთვის ორი დღე მაინც და შეეცადეთ, ამ დროს არ ელაპარაკოთ პრობლემებზე. სახლში ფეხის შედგმისთანავე ნუ დაიწყებთ წუწუნს, რომ ბინა არეული და მტვრიანია – და ახლა მის დალაგებაზე სერიოზული ენერგია დაგეხარჯებათ შეირგეთ დასვენება. თუ თქვენ სწრაფად გააქტიურდით და მეუღლე ისევ  „დასვენების რეჟიმში“ აგრძელებს ცხოვრებას, ნუ ეჩხუბებით – დაძაბულობამ, შესაძლოა, მიგიყვანოთ სერიოზულ კონფლიქტამდე, უძილობამდე და სრულ აპათიამდე. ჩვენი რჩევა იქნება, ბევრი იაროთ ფეხით და ნელ-ნელა გადაეწყოთ აქტიურ რეჟიმზე. საჭიროება იმისა, რომ სწრაფად ჩადგეთ სამუშაო ფორმაში, ნამდვილად არ არსებობს. რაც მთავარია, ნუ შეუქმნით დისკომფორტს საყვარელ ადამიანს, რომელსაც ძალიან უნდა, დიდხანს გაჰყვეს დასვენებით მიღებული სიამოვნება...

პრინციპულად ქალური

ძალიან ბევრ ზღაპარს პრინციპულად ქალური ფინალი აქვს, მაგალითად, ასეთი: „ისინი ცხოვრობდნენ დიდხანს, ბედნიერად და დაიხოცნენ ერთ დღეს”... მოდი, საკითხს მამაკაცის ლოგიკით მივუდგეთ: მეეჭვება, რომელიმე მამაკაცი ფიქრობდეს იმაზე, რა გააკეთოს, რომ თავის მეუღლესთან ერთად მივიდეს ცხოვრების ფინალამდე. რეალობაც მამაკაცების მხარეზეა – შეყვარებულთა ამბავი ყოველთვის არ მთავრდება ბედნიერად, მათი ცხოვრების გზებიც ხშირად იყოფა, ან, ისეთ ჩიხში აღმოჩნდებიან ხოლმე, საიდანაც გამოსავალს ვეღარ პოულობენ, თანაც, ამ ჩიხში თავად შედიან გაუცნობიერებელი შეცდომებითა და სიჯიუტით. რომელი შეცდომაა ყველაზე აქტუალური, რასაც ცოლ-ქმარი უშვებს და, შეიძლება თუ არა მისი თავიდან არიდება?
ყველაზე დიდი შეცდომა, როგორც ფსიქოლოგები ამტკიცებენ და პრაქტიკამაც აჩვენა, არის ის, რომ ქალების მიზანი პარტნიორის გადაკეთებაა. პრობლემის არსი ისაა, რომ მცდელობები მტკივნეული მარცხით მთავრდება. ქალების დიდმა უმრავლესობამ საერთოდ არ იცის „პედაგოგიკა,“ ანუ, როგორ გააკეთოს ეს და ამ არცოდნას კიდევ უფრო მძიმე შედეგები მოაქვს.
სხვათა შორის, მამაკაცებიც ცდილობენ, შეცვალონ ცოლები. თუმცა, ისინი ამას არც მალავენ და დაუფარავად უცხადებენ მეუღლეებს, რა არ უნდა გააკეთონ. ფსიქოლოგები გვირჩევენ, თუ პარტნიორში რამე არ მოგვწონს და ვერ ვეგუებით, აჯობებს, თავიდანვე ვუთხრათ ეს. ნუ ჩარგავთ თავს ქვიშაში და ნუ დახუჭავთ თვალებს იმ იმედით, რომ ოჯახის წევრს ამით გამოასწორებთ. არა! სწორედ ეს მიგიყვანთ დამღუპველ კონფლიქტამდე და გაგინადგურებთ სიყვარულსაც. ნუ დაუშვებთ პრინციპულად ქალურ შეცდომას – თქვენ აღმზრდელი არ ხართ!

მხოლოდ... წინ!

იმოქმედე! – თუ გინდა, რამეს მიაღწიო და ცხოვრებამ უქმად არ ჩაგიაროს, არ გაჩერდე! ყველა საშუალებით შეეცადე, მიაღწიო დასახულ მიზანს. სულ უნდა გახსოვდეს, რომ ყველაფერი მხოლოდ შენზეა დამოკიდებული. პრობლემა ისაა, რომ ხშირად ერთმანეთში ვურევთ მიზანსა და ოცნებას. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ოცნება მხოლოდ ჩვენი ფანტაზიის ნაყოფია, რომელთან მიახლოებაც პრაქტიკულად შეუძლებელია, ანუ, რამდენიც არ უნდა ეცადოთ, მის სრულად რეალიზებას ვერ შეძლებთ. მაგრამ, ამან დეპრესიაში არ უნდა ჩაგაგდოთ და მიზანზე ხელი არ უნდა აგაღებინოთ. მიზანი საფინალო შედეგია და წარმატებას ყოველთვის ახლავს ბედნიერების განცდა. უპირველესად, იფიქრეთ, გაქვთ თუ არა სათანადო მოტივაცია. მიზანი მრავალფეროვანი შეიძლება იყოს, კარიერული წინსვლით დაწყებული, პირადი ცხოვრების მოწყობით დამთავრებული. გათხოვება გინდათ? – იფიქრეთ კონკრეტულად გათხოვებაზე; არ იოცნებოთ – ეს სხვა რამეა. კარგად იფიქრეთ და მოისაზრეთ, რისი გაკეთება შეგიძლიათ. თუ მიზანი არ განსაზღვრავს თქვენს ქმედებებს, აქტიურობას აზრი ეკარგება. ყველა სერიოზული ფსიქოლოგი გეტყვით, რომ პირველი დიდი ნაბიჯი წარმატებისკენ სწორად დაგეგმილი მიზნით გადაიდგმება. არანაირი ყოყმანი ან შიში! რწმენა იმისა, რომ ყველაფერი გამოგივათ, უკვე არის მიზნის მიღწევის ვარიანტი.

შემომხედე და მიხვდები

ადამიანის მზერა არასოდეს ტყუის – ის ყოველთვის სიმართლეს ამბობს, მაგრამ, ჩვენ იშვიათად ვხედავთ  ამ სიმართლეს, რადგან, არ ვიცით „წაკითხვა“ მზერისა, რომელიც მუდამ უტყუარია. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ, თუ კარგად დაუკვირდებით, პარტნიორის მზერით აუცილებლად მიხვდებით, რას გრძნობს თქვენ მიმართ – სიყვარულს თუ, უბრალოდ, ლტოლვას. უპირველესად, ის, ვისაც ნამდვილად უყვარხართ, ყოველთვის სახეში გიყურებთ – მას სიყვარული არ მისცემს საშუალებას, მზერა მოგარიდოთ; თანაც, არა მხოლოდ გიყურებთ, არამედ, შემოგციცინებთ... ხოლო, როცა ლტოლვას განიცდის, მაშინ აბსოლუტურად განსხვავებული მზერა აქვს. სიყვარული ხომ რომანტიკული გრძნობაა და მზერა ამას ზუსტად, შეუცდომლად აღიქვამს. რაც შეეხება ლტოლვას – ეს სექსუალური გაღიზიანებიდან მოდის. შესაბამისად, მზერაც სრულიად განსხვავებულია – ცოცხალი, აღგზნებული და მოუსვენარი. ასე რომ, თუ კარგად დააკვირდებით თაყვანისმცემელს და ყოველივე ზემოთ თქმულსაც გაითვალისწინებთ, აუცილებლად მიხვდებით, რა ზრახვები აქვს მამაკაცს თქვენ მიმართ. მერე იმედგაცრუებაც ნაკლები იქნება, რაც არცთუ იშვიათია ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაში...

скачать dle 11.3