კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაკარგეს მეგობრებმა ერთმანეთი და ვის ეძებენ ქალაქ ბატაისკიდან თბილისში

სვეტლანა ვლადიმირის ასული ხაეცკი ეძებს 1951 წელს დაბადებულ ტაისია დავიდოვას:
ისტორია: ვეძებ ჩემს მეგობარს, 1951 წელს დაბადებულ ტაისია დავიდოვას. მე და ტასია ქალაქ ბატაისკში შევხვდით ერთმანეთს, ძალიან დავმეგობრდით და პირობა დავდეთ, რომ ამ მეგობრობას არასდროს დავკარგავდით. სამწუხაროდ, უკვე წლებია გასული მას შემდეგ, რაც ის ბოლოს ვნახე. მე არ ვიცი არც მისი ამჟამინდელი მისამართი, არც სხვა კოორდინატი და ამიტომ თქვენი დახმარება მჭირდება. გიგზავნით ტაისიას ფოტოს, რომელიც მანვე მაჩუქა. ფოტოს უკან წარწერაა: „არასდროს დამივიწყო“.
– გვიამბეთ თქვენი ისტორია. თქვენ ქალაქ ბატაისკიდან დამიკავშირდით და მეგობრის მოძებნაში დახმარების გაწევა მთხოვეთ. რა იცით ტაისიას შესახებ?
– 1970-იან წლებში (მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, ანუ, მინდა ვთქვა, რომ დიდი დროა მას შემდეგ გასული), ტაისია სტუმრად იმყოფებოდა დეიდასთან, ქალაქ ბატაისკში. ჩვენ გავიცანით ერთმანეთი და დავმეგობრდით. ტაისია საქართველოდან, კერძოდ, თბილისიდან იყო ჩამოსული და ბევრს მიყვებოდა თავის სამშობლოზე. ჩვენ ისე დავმეგობრდით, რომ დღე და ღამე ერთად ვიყავით. სამშობლოში წასვლის წინა დღეს ტაისიამ თავისი სურათი მაჩუქა და უკან მიაწერა: „არასდროს დამივიწყო“. ეს იყო 1971 წელს, 1 ოქტომბერს – ეს თარიღი ზუსტად მახსოვს. მას შემდეგ ერთმანეთი აღარ გვინახავს. სამწუხაროდ, ტაისიას დეიდაც სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად და ასე დაიკარგა ჩვენ შორის კავშირი. ვცდილობდი, რამე ინფორმაცია მომეძია მეგობრის შესახებ და მეპოვა იგი, მაგრამ, ვერ შევძელი. მიუხედავად იმისა, რომ დღეს თითქოს გამარტივებულია კომუნიკაციები, დაკარგული ახლობლის პოვნა მაინც სირთულეს წარმოადგენს. შეიძლება, ტაისია გათხოვდა და ამჟამად ის მეუღლის გვარზეა, მაგრამ, მე მეტი ინფორმაცია მის შესახებ არ მაქვს.
– აქამდე თუ ეძებდით მას და რა ხერხებით?
– ტაისიამ თბილისში დაბრუნებამდე თავისი მისამართი დამიტოვა და მე შევპირდი, რომ მიმოწერა გვექნებოდა, მაგრამ, რამდენჯერაც გავგზავნე წერილი, პასუხად მომდიოდა, აღნიშნული ადრესატი ამ მისამართზე არ ცხოვრობსო. მაშინ, შევეცადე, დამებარებინა თბილისში მიმავალი ადამიანებისთვის ტაისიას ნახვა, მაგრამ, ამანაც არ გამოიღო შედეგი. ამჟამად ჩვენ, ორივე, რა თქმა უნდა, ძალიან შეცვლილები ვიქნებით, რადგან, უკვე ამდენი წელია გასული, რაც ბოლოს ვნახეთ ერთმანეთი, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ტაისიას პოვნის შემთხვევაში, ჩვენი მეგობრობა ისევ აღდგება. ტაისიას ყოფილი მისამართი იყო: ქალაქი თბილისი, ვაჟა-ფშაველას ქუჩა ¹9ბ.
– მეგობრის პოვნის შემთხვევაში, აპირებთ თუ არა მასთან შეხვედრას?
– ძალიან მინდა, ვნახო ტაისია, მაგრამ ეს გარკვეულ ხარჯებთანაც არის დაკავშირებული. ამიტომ, არ ვიცი, როგორ იქნება. მთავარია, ვიპოვო და მერე ცხოვრება გვანახვებს.
– შეიძლება თუ არა, რომ ტაისიაც გეძებთ?
– არ არის გამორიცხული, რადგან, მეც შევიცვალე საცხოვრებელი მისამართი და, როგორც გითხარით, აღარც მის დეიდასთან მაქვს რამე კავშირი. თუ ისიც მეძებს, მისთვის ეს სტატია დიდი სიურპრიზი იქნებოდა. პირადად მე მას შემდეგ გამიჩნდა მეგობრის პოვნის დიდი იმედი, რაც მისი მოძებნის შესახებ განვაცხადე სამძებრო საიტზე. იმედია, ის კვლავ თბილისში ცხოვრობს და გამოგვეხმაურება.
თუ გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიასთან დაკავშირებით ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 239-23-52; 239-23-53; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

скачать dle 11.3