კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რძის პროდუქტები ადამიანის სიცოცხლისუნარიანობისთვის საჭირო ყველა საკვებ ნივთიერებას შეიცავს

როგორ ამოვიცნოთ ფარისებრი ჯირკვლის დაავადება საკუთარ ორგანიზმზე დაკვირვებით
ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ფუნქცია ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის დარეგულირებაა. ჯირკვალი გამოიმუშავებს სამ ჰორმონს – ორ თირეოიდულს და ერთ კალციტონინს.
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები განპირობებულია ჰორმონების გამომუშავების ორი ტიპის დარღვევებით. ის პირდაპირ არის დაკავშირებული გამომუშავებული ჰორმონების რაოდენობასთან. ჰორმონების სიჭარბის დროს ვითარდება თირეოტოქსიკოზი, ანუ, ეგრეთ წოდებული „ბაზედოვის დაავადება,” ჰორმონების ნაკლებობისას კი – ჰიპოთირეოზი. „ბაზედოვის დაავადების” დროს აღინიშნება სამი სიმპტომი: ჩიყვი – ფარისებრი ჯირკვლის ერთ-ერთი სიმპტომია და არა დაავადება; თვალის ეგზოფთალმი – კაკლების გადიდება, ქუთუთოების შეშუპება, ცრემლდენა; ტაქიკარდია – გულისცემის აჩქარება. დაავადების დროს იცვლება ადამიანის ხასიათი, რადგან, ირღვევა ორგანიზმში ცენტრალური და ვეგეტატიური ნერვული სისტემის ფუნქციონირება.
ასევე, აღინიშნება სხვა სიმპტომებიც, მაგალითად, ადამიანი მკვეთრად იკლებს წონაში; ვითარდება სუნთქვის გაძნელება, ქოშინი, მუდმივად სიცხის შეგრძნება, ხშირი პულსი, ხელების კანკალი, გულის არეში ტკივილის შეგრძნება, ადვილად დაღლა.
ჰიპოთირეოზის დროს ჯირკვლის მიერ გამომუშავდება ჰორმონების მცირე რაოდენობა. დაავადება შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ასაკში. ჰიპოთირეოზი ვითარდება ორგანიზმში იოდის დეფიციტის ფონზეც, ამ დროს იზრდება ფარისებრი ჯირკვალი.
ჰიპოთირეოზისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია: წონაში მატება მიუხედავად მადის უქონლობისა; ადამიანს ემტვრევა ფრჩხილები და ექერცლება კანი. კიდურები მუდმივად ცივი აქვს, პულსი – წუთში 60-ზე ნაკლები; აღენიშნება შეშუპება და ყაბზობა. ადამიანი ამ დროს აპათიური, ენერგიისგან დაცლილი და დეპრესიული ხდება.
ორგანიზმში წიდების დაგროვება ჯანმრთელობისთვის ძალიან საშიშია
ბევრი ცდილობს ორგანიზმიდან წიდების გამოდევნით ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებას, მაგრამ, ეკოლოგიურად მავნე ნივთიერებები ორგანიზმში დროდადრო მაინც გროვდება. ამ ნივთიერებების სრულად გამოდევნა ორგანიზმიდან თითქმის შეუძლებელია. გაცილებით კარგ შედეგს იძლევა დიდი ხნით სუფთა ჰაერზე ყოფნა; ასევე, მნიშვნელოვანია აბსოლუტურად ბუნებრივი საკვების მიღება, სასმელი წყალი კი მხოლოდ გაფილტვრის შემდეგ უნდა დალიოთ – ასე ძალიან დაეხმარებით თქვენს ორგანიზმს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეგრეთ წოდებული კენჭების გაჩენა გარდაუვალია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ნაწლავების მიკროფლორაა დარღვეული. ეს პრობლემა დისბაქტერიოზის ბრალია. თუ ამას დაემატა ის, რომ ღვიძლიც ცუდად მუშაობს, წიდების დაგროვება გარდაუვალი იქნება.
იმ შემთხვევაში, თუ სისხლში მოხდება ტოქსინების დაგროვება, ეს ნივთიერებათა ცვლის სერიოზულ დარღვევას გამოიწვევს. ხშირად ამ დაავადებას ზედმეტად გასუქებაც იწვევს, რადგან ამ დროს ორგანიზმს შეწოვის უნარი უქვეითდება.
ადამიანის ორგანიზმი თვითრეგულირებადი სისტემაა. თუ მისი ცალკეული ნაწილები და ორგანოები ნორმალურად ფუნქციონირებს, მასში წიდები არ გროვდება, ხოლო, თუ რომელიმე ორგანო თავის ფუნქციას ვეღარ ასრულებს, ორგანიზმში წიდები გროვდება და მისი თვითმკურნალობით გამოდევნა თითქმის შეუძლებელია.

რძის პროდუქტები ადამიანის სიცოცხლისუნარიანობისთვის საჭირო ყველა საკვებ ნივთიერებას შეიცავს
თავისი შემადგენლობით რძე უნიკალური პროდუქტია. არც ერთ სხვა პროდუქტში არ არის ამინომჟავების ასეთი ნაკრები, ცხიმმჟავათა და რძის შაქრის ასეთი კომპლექსი.
რძე შეიცავს: კობალტს, რკინას, სპილენძს, B, C და P ჯგუფის ვიტამინებს, რაც ხელს უწყობს ინფექციებთან ბრძოლას; ის, ასევე, შეიცავს ნახშირწყლებს, ცხიმებს, სრულფასოვან ცილებს.
რძის გადამუშავებას ძალიან მცირე რაოდენობით სჭირდება კუჭის წვენი. რძე აღვიძებს მადას და მის შესათვისებლად ორგანიზმი ძალას არ ხარჯავს. რძის პროდუქტები შეიცავს ადამიანის სიცოცხლისუნარიანობისთვის საჭირო აბსოლუტურად ყველა საკვებ ნივთიერებას.
რძის ცილა ხორცის ცილაზე უფრო სასარგებლოა. რძეს, მაწონსა და ხაჭოს დიდი მნიშვნელობა აქვს ხანდაზმულთა კვებაში.
ცხიმგამოცლილ რძეში თითქმის არ არის ქოლესტერინი. არ არსებობს დაავადება, რომლის დროსაც ავადმყოფს რძის ნაწარმის მიღება ეკრძალება.
რა დაავადებებს იწვევს ემოციასთან დაკავშირებული იმპულსები
სხვადასხვა ემოციასთან დაკავშირებული იმპულსები განსხვავებულია და ადამიანის ორგანიზმზეც განსხვავებულად მოქმედებს. ის, რომ ფსიქიკა და სხეულის ჯანმრთელობა ურთიერთკავშირშია, დიდი ხანია, დამტკიცებულია.
სიბრაზე, შიში, სიყვარული, სიძულვილი, სიხარული, მწუხარება და დანაშაულის გრძნობაც კი, ნებისმიერი ადამიანისთვის ნაცნობი ემოციური მდგომარეობაა. ვახერხებთ თუ არა ამ ემოციებში გარკვევას და როგორ აისახება ისინი ჩვენს ჯანმრთელობაზე – ეს სხვა საკითხია.
როდესაც ადამიანს შიში და სიბრაზე ეუფლება, მისი კუნთები იძაბება. როცა ასეთი კუნთოვანი სისტემის დაძაბული მდგომარეობა ქრონიკულ ფორმას იღებს, კუნთები თითქოს იყინება და აგრესიის შეკავება გაუცნობიერებლად ხდება. გარკვეული პერიოდის შემდეგ, როცა კუნთები მოეშვება, ადამიანი კისრის, წელისა და ზურგის არეში ტკივილს გრძნობს და ამ დროს ის ვერ აცნობიერებს, რომ ეს სიმპტომები მის მიერ დათრგუნული გრძნობების შედეგია. კუნთების ქრონიკული დაძაბულობა სხეულს უხეშს ხდის და მასში ენერგიის თავისუფლად გადინებას აფერხებს. შეკუმშული კუნთები ხელს უშლის სუნთქვის პროცესსაც.
შიში სიბრაზისგან რადიკალურად განსხვავდება – ის სხეულის პარალიზებას ახდენს. როცა შიშის გრძნობას ადამიანი დიდხანს განიცდის, სხეული ითრგუნება და ირღვევა ჯანმრთელობაც.
სიხარულის დროს ადამიანი ძალების მოზღვავებას გრძნობს, მის სხეულში ენერგია თავისუფლად მოედინება, გრძნობებს თავისუფლად გამოხატავს.
მწუხარების დროს ხშირად იკავებენ თავს ტირილისგან, რაც დამანგრევლად მოქმედებს შინაგან ორგანოებზე, განსაკუთრებით – ნაწლავების ტრაქტზე. ადამიანებს, რომლებიც არასდროს ტირიან და ცრემლს იკავებენ, ნაწლავების ამა თუ იმ ფორმის ანთება აწუხებთ – ეს გამოკვლევებმა ცხადყო.
რაც შეეხება დანაშაულის გრძნობას, ის სხეულზე გარკვეული ფორმით აისახება და ორგანიზმის საერთო მდგომარეობაზეა დამოკიდებული. მან, შესაძლოა, სამომავლოდ პრობლემები შეგიქმნათ სექსუალურ ცხოვრებაში, დაგიზიანოთ რეპროდუქციული სისტემა და, თქვენ წარმოიდგინეთ, სასქესო ორგანოების სიმსივნეც კი გამოიწვიოს.

რა სიმპტომები ახასიათებს კუჭის წყლულს
ადამიანის ორგანიზმს სისტემატურად ესაჭიროება საკვები ნივთიერებების, წყლის, მინერალური მარილების, ვიტამინების მიწოდება. ეს ფუნქცია საჭმლის მომნელებელ სისტემას ეკისრება. საკმარისია, რომელიმე ნივთიერების ნაკლებობა გაჩნდეს, რომ თავს იჩენს ბევრი პრობლემა, რომელთაგან ყველაზე სერიოზულია წყლულოვანი დაავადებები.
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვან დაავადებებს საფუძვლად უდევს კუჭის ლორწოვან გარსში, უფრო ხშირად კი, თორმეტგოჯა ნაწლავის დასაწყის ნაწილში წყლულის გაჩენა, რაც ძნელად ხორცდება. ამ დაავადების მიზეზებად ასახელებენ ფსიქოემოციურ გადაძაბვას, კვების არეულ რეჟიმს, უხეშ, გამაღიზიანებელ საკვებ პროდუქტებს და ასე შემდეგ.
დაავადების ძირითადი ნიშნებია: გულძმარვა, ტკივილი კუჭის არეში, ასევე, ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშ და გულთან. ადამიანს ეს მოვლენები ეწყება კვებიდან დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, ზოგჯერ კი – დილით, უზმოზე. საერთოდ, წყლულოვანი დაავადების მიმდინარეობა პერიოდული გამწვავებით ხასიათდება. ამ დროს საჭიროა კუჭის წვენის გამოკვლევა, რადგან, წყლულოვან დაავადებას ხშირად ახლავს თან კუჭის წვენის სიმჟავის მომატება. ამ დროს ავადმყოფმა ისეთი საჭმელი უნდა მიიღოს, რომელიც კუჭის ლორწოვან გარსს არ გააღიზიანებს, არ გამოიწვევს მაღალი მჟავიანობის მქონე კუჭის წვენის დიდი რაოდენობით გამოყოფას.
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების გართულების შემთხვევაში, აუცილებელია მკაცრი დიეტის დაცვა.
გულძმარვისა და კუჭის ტკივილის დროს ეფექტურია წყალში გახსნილი სოდის მიღება, კერძოდ, ნახევარი ჩაის კოვზი სოდა გახსენით ერთ ჩაის ჭიქა თბილ წყალში და დალიეთ, მაგრამ, ეს არ არის სამკურნალო საშუალება.
წყლულის მკურნალობისას ავადმყოფს კატეგორიულად ეკრძალება თამბაქოს მოწევა და ალკოჰოლიანი სასმელების დალევა. საკვებიდან უნდა გამოირიცხოს ხორცის ბულიონი, შემწვარი და მოხრაკული ხორცი, ძეხვეული, მჟავე, ცხარე, მლაშე საჭმელი; ასევე, მაგარი ჩაი, ყავა, შოკოლადი, გაზიანი სასმელები. ავადმყოფმა უნდა ჭამოს გახუხული პური, კარაქი, ხაჭო, უმარილო ყველი, გაწურული მაწონი, მოხარშული თევზი, ქათმის ან საქონლის მოხარშული ხორცი, კარტოფილისა და სტაფილოს პიურე, უხორცო სუპი, ფაფები; შეუძლია, ასევე, მიირთვას თოხლო კვერცხი.
საკვები მდიდარი უნდა იყოს ვიტამინებითა და მიკროელემენტებით. გაითვალისწინეთ, რომ, სასურველია, ხილი და ბოსტნეული ჭამოთ მოხარშული ან მისგან გამოწურული წვენი წყალში გაზავებული დალიოთ.

გახშირებულ დეპრესიას ადამიანი მძიმე ფსიქიკურ აშლილობამდე მიჰყავს
ადამიანის ემოციური სფეროს აშლილობას და ცომეულისა და ტკბილეულისადმი გადაჭარბებულ მოთხოვნილებას შორის, პირდაპირი კავშირი არსებობს. ასეთ მიდრეკილებას სეროტონინის ნაკლებობა იწვევს. ეს არის ნივთიერება, რომელიც აქტიურად მონაწილეობს განწყობის რეგულაციაზე. ის წარმოიქმნება ტვინში და ემოციურ სფეროზე აგებს პასუხს. ამ ნივთიერების გამოსამუშავებლად აუცილებელია ნახშირწყლები.
თუ მოხარშულ ჭარხალს მცენარეული ზეთით შეაზავებთ, მოაყრით ოხრახუშს და მიირთმევთ, ცუდ განწყობასა და მელანქოლიას მთელი დღის განმავლობაში დაამარცხებთ.
ქრონიკული დაღლილობის სინდრომის დროს გარგარისა და ატმის ჭამას გირჩევთ.
დეპრესიის მსუბუქი ფორმების დროს, სულაც არ არის აუცილებელი, ქიმიური პრეპარატების მიღება. მისგან თავის დაღწევაში დიეტა დაგეხმარებათ: შესანიშნავ და ხალისიან განწყობაზე დადგებით, თუ დილით ლეღვს, ფეიხოას ან ლიმონს მიირთმევთ. ფსიქიკაზე კარგად მოქმედებს კომბოსტო, სტაფილო, ჭარხალი, კიტრი, ვაშლი. უსიამოვნო განწყობისგან თავის ასარიდებლად კარგია ბოსტნეულის წვნიანის მირთმევაც.
თევზისა და ზღვის პროდუქტების ხშირად მიღება კარგი ანტიდეპრესიული საშუალებაა. თევზის ზოგიერთ სახეობაში შემავალი ცხიმოვანი მჟავა ბევრ ნევროლოგიურ დაავადებას კურნავს, მათ შორის – დეპრესიასაც. ალკოჰოლი და კოფეინი კი დეპრესიას უფრო აძლიერებს. ამიტომ, მაქსიმალურად მოერიდეთ ყავას, მაგარ ჩაის და ალკოჰოლის შემცველ სასმელებს. უმჯობესია, დილით თბილი, მწვანე ჩაი დალიოთ.
სხვათა შორის, დეპრესიას კვებითი დანამატებიც იწვევს. ამიტომ, ეცადეთ, არ გადააჭარბოთ და ზომიერება დაიცვათ.
აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ჯანმრთელობას, რადგან, დეპრესია და მასთან დაკავშირებული პრობლემები ბოლო დროს ძალიან გახშირდა. ერთი შეხედვით, უმნიშვნელო პათოლოგიამ კი, შეიძლება, ადამიანი მძიმე ფსიქიკურ აშლილობამდე მიიყვანოს.

скачать dle 11.3