კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა:  ვარ 30 წლის ქალი. დედას რთული მშობიარობა ჰქონდა ჩემზე და მაქვს მარჯვენა ხელის მსუბუქი პარეზი. არც მტკივა, არც მეტყობა, არც საქმეში მიშლის ხელს. მხოლოდ მაშინ, როდესაც ცოტა დიდხანს მომიწევს სიცხეში ყოფნა, ასევე, ვარჯიშის დროს (აერობიკით ვარ დაკავებული), ან, როცა გავოფლიანდები, მარჯვენა ხელი წითლად მიჭრელდება, საშიში ხომ არ არის ან რამე განსაკუთრებული ყურადღება ხომ არ სჭირდება ზოგადად პარეზიან ხელს?
პასუხი:  განსაკურთებული ყურადღება არ გჭირდებათ. ეს, სავარაუდოდ, გამოწვეულია ადგილობრივი სისხლის მიმოქცევის თავისებურებით.
კითხვა:  50 წლის ქალს ხელის მოტეხვის შემდეგ განუვითარდა ოსტეოპოროზი. იქნებ, ორიოდე სიტყვით გვითხრათ, რა არის ოსტეოპოროზი?
პასუხი:  ოსტეოპოროზი ქრონიკული, სისტემური, მეტაბოლური დაავადებაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ძვლის მასის დაქვეითება, მისი შენების მიკროარქიტექტონიკის დარღვევა და სტრუქტურული გარდაქმნა, რაც, თავის, მხრივ იწვევს ძვლის სიმყიფეს, აქვეითებს მის სიმყარეს და ზრდის მოტეხილობების რისკს. ასე რომ, ქალბატონს მოტეხილობის შემდეგ კი არ განუვითარდა ოსტეოპოროზი, არამედ, ოსტეოპოროზმა გამოიწვის ძვლის ადვილი ტრავმირება.
კითხვა:  85 წლის ქალს დაემართა ინსულტი და მარჯვენა კიდურები გაუჩერდა, თითქმის ვერ ამოძრავებს. შეიძლება თუ არა მისთვის სამკურნალო მასაჟის გაკეთება იმ შემთხვევაში, როდესაც ფეხზე აქვს თრომბი? იქნებ რაიმე დამატებითი გამოკვლევის ჩატარებაა აუცილებელი მასაჟის დაწყების წინ?
პასუხი:  თრობოზი საკმაოდ ამძიმებს მასაჟის გაკეთებას. რჩევისთვის მიმართეთ ანგიოლოგს. გაუკეთეთ პაციენტს ქვედა კიდურებზე დოპლერული გამოკვლევა – ხომ არ არის ამჟამად თრომბოზული მასები სისხლძარღვებში. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გადაწყდეს მასაჟის ჩატარების შესაძლებლობა.
კითხვა:  ვარ 15 წლის, არც დედა  მყავს მაღალი, არც მამა, მე კი უკვე 183 სანტიმეტრი ვარ. როგორ შევაჩერო სიმაღლეში ზრდა?
პასუხი:  პირველ ყოვლისა, მიმართეთ ენდოკრინოლოგს და დაადგინეთ, ხომ არ არის თქვენი ზრდის მიზეზი ენდოკრინოლოგიური პათოლოგია (გამოსარიცხია, ასევე, ჰიპოფიზისა და ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია).
კითხვა:  მაინტერესებს, შეიძლება თუ არა სისხლის მეორე ჯგუფის დადებითი რეზუსის მქონე გოგონა და ბიჭი რომ შეუღლდნენ? მითხრეს, ერთი ჯგუფის შეუღლებისას ხშირია უშვილობაო.
პასუხი:  არა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

скачать dle 11.3