მხოლოდ ფაქტები
* ღორის ჯაგარი, ცხენის ძუა, მაჩვის ბეწვი... 1723 წელს ფრანგმა ექიმმა პიერ ფოშარმა კბილების გასაწმენდად კიდევ ერთი ნატურალური მასალის – ზღვის ღრუბელას გამოყენების იდეა წამოაყენა. თუმცა სიახლემ ფეხი ვერ მოიკიდა.
* +1-1=4. ეს უცნაური მრავალწევრი საჭადრაკო მატჩის შედეგის ჩანაწერია.
* ავტომობილების ცნობილ ფირმა „იაგუარს“ ადრე SWALLOW – „მერცხალი” ერქვა.
* ჟიულ ვერნის სიკვდილის შემდეგ 20 000 რვეულში სხვადასხვა თემაზე დაწერილი შრომები კარგა ხნის განმავლობაში გამოიცემოდა.
* კოხის ჩხირის გარდა, არსებობს კოხის ფიფქი, რომელსაც „მათემატიკურ პათოლოგიას” უწოდებენ იმის გამო, რომ მისი პერიმეტრი უსასრულობის ტოლია.
* კალიფორნიის ქალაქ ბლიტში კოვბოური ჩექმის ტარების უფლება ადამიანს მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუ ორი ძროხა მაინც ჰყავს.
* მხოლოდ მოსკოვში, 100 ათასი ოჯახი ივანოვების გვარისაა.
* სამხრეთ ნახევარსფეროს მოსახლეობის ნახევარს თოვლი მხოლოდ ფოტოზე ან ფილმებში თუ უნახავს.
* ყველაზე დიდი ატლასი ბერლინში, გერმანიის სახელმწიფო ბიბლიოთეკაში ინახება. მისი წონა 250 კილოგრამია, ზომები: 1,7X2,2 მეტრი. ის დამთვალიერებლებს მეჩვიდმეტე საუკუნის კარტოგრაფიულ ხელოვნებაზე უქმნის შთაბეჭდილებას.