კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვარსკვლავებიც ტირიან...

მეტად სიმპათიური კიანუ რივზი პრობლემურ ოჯახში დაიბადა: მამამისი ნარკოტიკების რეალიზაციისთვის მაშინ დაიჭირეს, როდესაც კიანუ 12 წლის გახდა. ამის შემდეგ ოჯახი საცხოვრებლად კანადაში გადავიდა. დედამისი სტრიპტიზიორი იყო და, ალბათ, ამანაც შეუწყო ხელი, რომ კიანუმ რამდენიმე მამინაცვალი გამოიცვალა.
ნარკოტიკების ზედმეტ დოზას შეეწირა რივზის უახლოესი მეგობარი – რივერ ფონიქსი.
კიანუ რივზმა საკუთარი თვალით ნახა, როგორ კვდებოდა მისი შეყვარებული. ცოტა ხნით ადრე კი ორივემ საკმაოდ ინერვიულა, როდესაც გოგონას მუცელი მოეშალა და კიანუს შვილი დაკარგა. სწორედ ამის შემდეგ, კიანუ თავს არიდებს სერიოზულ ურთიერთობებს და საერთოდ არ ფიქრობს შვილებზე.
კიანუს უმცროს დას ლეიკემია ჰქონდა. სწორედ ამიტომ, „მატრიცაში“ აღებული მთელი ჰონორარის 70 პროცენტი მსახიობმა მის მკურნალობას დაახარჯა და იმ ჰოსპიტლის ლეიკემიის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდს ჩაურიცხა, რომელშიც მისი და მკურნალობდა. გოგონა სრულიად გამოჯანმრთელდა.
კიანუ რივზი ერთადერთი ჰოლივუდელი ვარსკვლავია, რომელსაც არ აქვს სახლი. „მე ვცხოვრობ ჩვეულებრივ ბინაში, სადაც ყველაფერი ერთი ხელის გაწვდენაზე მაქვს. ვერ ვხედავ აზრს, რა საჭიროა სახლი, თუ ის ნახევრად ცარიელი იქნება“, – ამბობს მსახიობი.
კიანუს არ აქვს მოდური სამოსი და არც დაცვა ემსახურება.
მოკრძალებულმა ვარსკვლავმა 2 სექტემბერს, თავის დაბადების დღეზე, უბრალო კექსი იყიდა, პარკში ჩამოჯდა და ჭამა დაიწყო. ყველა  გამვლელ თაყვანისმცემელს, რომელიც მას გამოელაპარაკებოდა, სთვაზობდა, გაესინჯა სადღესასწაულო ნამცხვარი.
როდესაც კიანუს ჰკითხეს, რატომ არის მოწყენილი, უპასუხა: „თქვენ გჭირდებათ, იყოთ ბედნიერი, რომ იცოცხლოთ, მე ის არ მჭირდება...“

скачать dle 11.3