კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საყვარელი კერძები ძლიერთა ამა სოფლისათა

ამ დღეებში ბერნარდ ვოსიენმა ნათელი მოჰფინა საიდუმლოს, რომელიც ეხება საფრანგეთის პრეზიდენტების... საყვარელ კერძებს და მათ გურმანულ პრეტენზიებს. ბერნარდ ვოსიენი ამჟამად პენსიონერია, ადრე კი თითქმის ორმოცი წელი ხელმძღვანელობდა მზარეულთა გუნდს, რომელიც საფრანგეთის პირველი პირების კვებაზე ზრუნავდა.
ასე რომ, ახლა უკვე  ყველა დაინტერესებულ პირს ეცოდინება, რომ ჟაკ შირაკს განსაკუთრებით მოსწონდა ლოკოკინები და მჟავე კომბოსტო; ფრანსუა მიტერანი უპირატესობას ანიჭებდა ზღვის პროდუქტებს; ნიკოლა სარკოზი ვერ ძლებს ყველის გარეშე, ხოლო ამჟამინდელი პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი თითქმის ყველაფერს მიირთმევს.
ვნახოთ, შეიძლება თუ არა გურმანები ვუწოდოთ სხვა ცნობილ პიროვნებებს.


მარგარეტ ტეტჩერი – პრესაში მოხვდა დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის მენიუ, რომელიც 1979 წლიდან მის პირად დღიურში იყო ჩადებული. მასში შეტანილია: მოხარშული კვერცხი, შავი ყავა, პომიდორი, სალათა, გრეიპფრუტი და ხორცი. ამისთვის სპეციალურად დაიქირავეს პირადი მზარეული – ეს დიეტა ტეტჩერს უნდა დახმარებოდა სწრაფად გახდომაში 1979 წლის არჩევნების წინ. ჩვეულებრივ, ტეტჩერი თვითონ ამზადებდა საჭმელს თავისთვის, ქმრისთვის – დენისისთვის და ზოგჯერ თავისი კაბინეტის წევრებისთვისაც კი.
ევო მორალესი – 2010 წელს ცხარე დისკუსია გამოიწვია ბოლივიის პრეზიდენტის განცხადებამ: „ქათამი, რომელსაც ჩვენ მივირთმევთ, გატენილია ქალის ჰორმონებით... ქათმის ხორცი არის ძირითადი მიზეზი ჰომოსექსუალიზმისა; ამიტომ, მამაკაცები, რომლებიც მას ჭამენ, უკვე მთლად მამაკაცები აღარ არიან...“ მორალესის საყვარელი კერძია გედის ხორცით მომზადებული სუპი. იგი არასოდეს მიირთმევს დასავლურ ფასტფუდს – მიაჩნია, რომ სწორედ ასეთი საკვები იწვევს კიბოსა და სხვა დაავადებებს.
რიჩარდ ნიქსონი – კარგადაა ცნობილი ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის საყვარელი კეტჩუპი. მისი ყველაზე საყვარელი საუზმე იყო დასრესილი ხაჭო ანანასის ნაჭრებით, რომელზეც კეტჩუპი იყო მოსხმული. გემოების ასეთ უცნაურ კომბინაციას ის საუზმის დროს აძლევდა უპირატესობას. ამბობენ, რომ სწორედ ასე მომზადებული კერძი იყო უკანასკნელი, რომელიც მან თეთრ სახლში მიირთვა.
კიმ ჩენ ირი – ჩრდილოეთ კორეის ლიდერი დიდი გურმანი იყო. ის თავის წარმომადგენლებს პლანეტის სხვადასხვა კუთხეში გზავნიდა, რათა მოეძიათ სხვადასხვა, სულ ახალი და უცხო დელიკატესები, რომელთა შორის იყო: ხიზილალა, სხვადასხვა ჯიშის ღორის ხორცი და პაპაია. კიმ ჩენ ირის პერსონალური მზარეული კენჯი ფუჯიმოტო ყვებოდა, რომ ბრინჯის თითოეული მარცვალი საგულდაგულოდ მოწმდებოდა, რათა არ ჰქონოდა უმცირესი დაზიანება ან ნაკაწრი. კორეის ლიდერი ოცნებობდა, გაესინჯა ჰიპოპოტამის ხორცი, გველები და ობობები, რომლებიც ჩაწყობილი იქნებოდა კონიაკის ან საუკეთესო ფრანგული ღვინის სოუსში.
უინსტონ ჩერჩილი კარგადაა ცნობილი, რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ჩერჩილი მაგიდასთან საუბრებს. უნდა ითქვას, რომ მისი კულინარიული მიდრეკილებები ამხელდნენ მის არაორდინარულ პიროვნებას. მას უყვარდა ყველი სტილტონი (მაღალი ცხიმიანობის, დაძველებული, ნახევრად მაგარი ყველი), კიბორჩხალები, შემწვარი გარეული ფრინველი და ახალი ხილისგან დამზადებული ნაყინის დესერტი. ყოფილ პრემიერ-მინისტრს უყვარდა, აგრეთვე, ფრანგული სამზარეულო და, სანგარში ჯდომის დროსაც კი არ შეჭამდა იმას, რაც არ მოეწონებოდა.
ბარაკ ობამა – ამერიკის ამჟამინდელი პრეზიდენტის ტიპური ლანჩის ძირითადი საკვები სენდვიჩია. ობამა აღიარებს, რომ ეზიზღება ჭარხალი, ხოლო ბოსტნეულისგან უპირატესობას ანიჭებს ბროკოლს. მისი წინამორბედი პრეზიდენტი ბუში კი ჟურნალისტებს გამოუტყდა, რომ ბავშვობიდან ვერ იტანს ვერანაირ ბოსტნეულს.
ანჟელა მერკელი – გერმანიის კანცლერი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში გაიზარდა, სადაც ყოველთვის იგრძნობოდა სურსათის ნაკლებობა და ხალხს პროდუქტისთვის გრძელ რიგებში დგომა უწევდა. მერკელი აღიარებს, რომ მას დღემდე შემორჩა მარაგის გაკეთების ჩვევა. კანცლერს უყვარს საჭმლის საკუთარი ხელით მომზადება და თავის საყვარელ კერძებად ასახელებს: მოშუშულ ბოსტნეულს, ცხარე ქაბაბს, კარტოფილის სუპსა და კალმახს, დესერტად კი – ქლიავის ნამცხვარს.
ვლადიმირ პუტინი – არ არის გასაკვირი, რომ რუსეთის პრეზიდენტი არ ახმაურებს თავის კულინარიულ მიდრეკილებებს, მაგრამ, ჭორების მიხედვით, ძალზე უყვარს ნაყინი არაქისით. რაც შეეხება მის კვებას, ცნობილია, რომ ყველა მისი კერძი მოწმდება... შხამებზე (საწამლავებზე).

скачать dle 11.3