კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სპორტის გაუნათლებელი ვარსკვლავები

ცნობილი ფაქტია, რომ სპორტსმენები თავიანთი ცხოვრების ძირითად ნაწილს ვარჯიშებს, შეჯიბრებებსა და სპორტულ შეკრებებს უთმობენ და, შესაბამისად, სწავლისთვის დიდი დრო არ რჩებათ. ამ ნომერში გთავაზობთ ინფორმაციას სპორტის იმ ვარსკვლავების შესახებ, რომლებსაც  უმაღლესი განათლება არ მიუღიათ. 
ლებრონ ჯეიმსი
„ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის” ვარსკვლავს, ლებრონ ჯეიმსს, თავისი პირველი ტიტულის მოგებამდე ავტომობილის მართვაც კი არ სცოდნია, ზედმეტია საუბარი უმაღლეს განათლებაზე. სამაგიეროდ, მასთან მრავალმილიონიან კონტრაქტებს აფორმებენ ისე, რომ მისი დიპლომით არავინ ინტერესდება. ახალი სეზონიდან ჯეიმსი მშობლიურ კლივლენდში დაბრუნდა და, იმის გათვალისწინებით, რომ კლივლენდში ცხოვრების საკმაოდ მშვიდი რიტმია, შესაძლოა, ლებრონმა გამონახოს დრო და რომელიმე კოლეჯში დაიწყოს სწავლა.
ლიონელ მესი
ოთხი „ოქროს ბურთი”, 350-ზე მეტი გოლი „ბარსელონას” რიგებში, 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული და სხვა უამრავი ინდივიდუალური და გუნდური ჯილდო – ლიონელ მესიმ ამ ყველაფერს უმაღლესი განათლების გარეშე მიაღწია და, თუნდაც ხვალ რომ დასრულდეს მისი საფეხბურთო კარიერა, მის მომავალს ნამდვილად არ შეექმნება საფრთხე ფინანსური კუთხით.
კობი ბრაიანტი
კობი ბრაიანტი ის კალათბურთელია, რომელმაც პირველმა მოახერხა მიახლოება ლეგენდრაული უილტ ჩემბერლენის რეკორდთან. კობიმ ორი ოლიმპიადა მოიგო და მის გარეშე წარმოუდგენელია „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის” თამაშის ყურება. გასული სეზონი კობიმ ტრავმის გამო გამოტოვა, თავისუფალი დრო კი მან სულ სხვა საქმეს დაუთმო და კოლეჯისკენ არც გაუხედავს, რომლის დიპლომი მას დღემდე არ გააჩნია.
მარია შარაპოვა
შარაპოვამ პროფესიული კარიერა 14 წლის ასაკში დაიწყო და, მოგეხსენებათ, ამ ასაკში სკოლის დამთავრებაც კი შეუძლებელია, არათუ უმაღლესი სასწავლებლის. უნივერსიტეტის დიპლომის არქონამ არ შეუშალა ხელი მარიას, გამხდარიყო მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი, რომლის წლიური შემოსავალი საშუალოდ 30 მილიონ დოლარს შეადგენს.
ნოვაკ ჯოკოვიჩი
ნოვაკ ჯოკოვიჩს, მარია შარაპოვას მსგავსად, არც სკოლა დაუმთავრებია და არც უნივერსიტეტი, სამაგიეროდ, მას ჰყავს მეუღლე, რომელსაც მაგისტრის ხარისხი აქვს ბიზნესადმინისტრირების დარგში. უნდა ითქვას, რომ ჯოკოვიჩის კორტებზე გამომუშავებული მილიონები საიმედო ხელშია.
სიდნი კროსბი
დიდი ხანია, სიდნი კროსბის ლეგენდარულ ჰოკეისტს, უეინ გრეცკის ადარებენ. გრეცკის მსგავსად, სიდნისაც არ დაუმთავრებია კოლეჯი და ბავშვობიდან მხოლოდ ყვანჯს იქნევს ყინულზე. „პიტსბურგ პინგვინების” ლიდერი „ნაციონალური ჰოკეის ასოციაციის” ერთ-ერთი კაშკაშა ვარსკვლავია.
ლენს არმსტრონგი
დოპინგ-სკანდალების მიუხედავად, ლენს არმსტრონგი თანამედროვეობის უდიდეს ათლეტად ითვლება. მიუხედავად იმისა, რომ მოგებული ტიტულების უმეტესობა ჩამოართვეს, იგი ველოსპორტის ისტორიაში უდიდესი სპორტსმენია, რომელსაც ნებისმიერი უნივერსიტეტი ან კოლეჯი გამოცდების გარეშე მიიღებს.
უსეინ ბოლტი
100 მეტრის 10 წამში გარბენას დიპლომი არ ესაჭიროება და ასე გაურბის უმაღლესის დიპლომს იამაიკელი სპრინტერი უსეინ ბოლტი, რომელიც თანამედროვეობის უსწრაფეს ადამიანად და მსოფლიოს რეკორდსმენად არის ცნობილი.

скачать dle 11.3