ექიმის რჩევები
შაკილ ო’ნილმა პოლიციელობა გადაწყვიტა
ლეგენდარულმა ამერიკელმა კალათბურთელმა შაკილ ო’ნილმა კარიერის დასრულების შემდეგ რამდენიმე პროფესია გამოიცვალა, მათ შორის, მზარეულობა და ტელეშოუს წამყვანობაც სცადა, მაგრამ, წარუმატებლად, რამდენიმე ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ შაკილმა ფლორიდის შტატის პოლიციის განყოფილებაში განცხადება შეიტანა, ანუ, პოლიციელობა გადაწყვიტა. 42 წლის ექსსპორტსმენმა სპეციალური კურსი უნდა გაიაროს, შემდგომ კი ფიზიკური ნორმატივები ჩააბაროს და, თუ შედეგი დადებითი იქნება, მას უფლებას მისცემენ იმსახუროს პოლიციაში. შეგახსენებთ, რომ შაკილ ო’ნილი „ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის” ოთხგზის ჩემპიონი და „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის” ცოცხალი ლეგენდაა.
ბალოტელის ახალი მეგობარი გოგონა
„ლივერპულის” იტალიელ ფორვარდს, სკანდალებით განთქმულ მარიო ბალოტელის, ახალი მეგობარი გოგო ჰყავს – „ფლეიბოის” მოდელი კარლა ჰოუ. „სუპერ მარიოს” ახალი რომანის შესახებ, მისი ყოფილი მეგობარი გოგოს, ფანი ნეგუეშის მეშვეობით გახდა ცნობილი, რომელიც სწორედ კარლას გამო დაშორდა ბალოტელის. წარსულში კარლა ჰოუ რეპერ სნუპ დოგს ხვდებოდა; მას, ასევე, რომანი ჰქონდა ფრანგ ფეხბურთელთან, პატრის ევრასთან.
ირინა შეიკის მორიგი ფოტოსესია
ცნობილი რუსი მოდელი და კრიშტიანუ რონალდუს მეგობარი გოგო, ირინა შეიკი, მეხუთედ გახდა ფეხსაცმლის ბრენდ „XTI”-ის სარეკლამო სახე და, სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ბრენდის შესახებ მსოფლიო საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი. კომპანიის მესვეურებმა სწორი მარკეტინგული გათვლა გააკეთეს, როდესაც ირინა მიიწვიეს სარეკლამო სახედ. სულ ახლახან ბრენდის ახალი სარეკლამო ფოტოები გავრცელდა, რომლებზეც ირინა შეუდარებელია.
„არსენალი” – სექსუალური უმცირესობების მხარდამჭერ აქციაში
ლონდონის „არსენალის” ფეხბურთელები სექსუალური უმცირესობების მხარდამჭერ აქციაში მიიღებენ მონაწილეობას. ამის შესახებ კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება. მიკელ არტეტა, ოლივიე ჟირუ, სანტი კაზორლა, ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი და თეო უოლკოტი ინგლისის პრემიერლიგის მეოთხე ტურის მატჩს ცისარტყელას ფერებში გაწყობილი თასმებით დაიწყებენ. ცნობილია, რომ ცისარტყელას ფერები სექსუალური უმცირესობის სიმბოლოდ ითვლება და ხშირად გამოიყენება გეი-აღლუმებზე. ფეხბურთელების განცხადებით, ვიდეორგოლი უკვე ტრიალებს „იუთუბიზე”.