კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაში უშლის ხელს ადამიანს ქრისტიანული სწავლების ჯეროვანი არცოდნა და ვის ვერ აღმოუჩენს ეკლესია დახმარებას

ადამიანს შეიძლება ჰქონდეს სარწმუნოება, მაგრამ, თუ ის სულიერად, კარგად არ გაიაზრებს ამას, შეიძლება, მისი სარწმუნოება არ იყოს ისეთი, როგორიც უფალს სურს; შეიძლება, ადამიანს ჰქონდეს სიყვარული, მაგრამ, ეს სიყვარული იყოს მშვინვიერი, დროებითი, ადამიანური, საეშმაკო და არ იყოს მაცხონებელი; შეიძლება, ადამიანი იცავდეს მარხვას, მაგრამ, მისმა მარხვამ ნაყოფი არ გამოიღოს, დაშორდეს ღმერთს და ჩავარდეს ამპარტავნებაში. მოვლენილი სნეულებაც ხშირად აშორებს ადამიანს ღმერთთან, არადა, ესეც შეიძლება მისი ცხონებისთვის იყოს სასარგებლო და მნიშვნელოვანი. მადლი კი ადამიანს უამრავი განსაცდელის დათმენაში ეუფლება. ამ ყველაფრის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):

– მადლი აღნიშნავს ადამიანში ღმერთიდან მომდინარე რელიგიურ სიცოცხლეს, ღმერთისგან ნაწყალობევ საჩუქარს, როგორც ამას იოანე ღვთისმეტყველი ბრძანებს – „შჯული მოსესგან მიეცა კაცობრიობას, ხოლო მადლი და ჭეშმარიტება –  ქრისტეს მიერ იყო“. მადლი ადამიანს ეხმარება ცოდვის დაძლევასა და ხსნაში. მადლის ცნება ამ გაგებით მომდინარეობს პავლე მოციქულისგან, რომლის მიხედვითაც, ყველა სიკეთე ადამიანში მხოლოდ ღვთის შეწევნით არის გამოწვეული, რადგან, თვითონ ადამიანი, თავისი ბუნებით, ცოდვილი და ეგოისტური ქმედებებისკენ არის მიდრეკილი. პირველი ადამიანი უცოდველი გამოვიდა ღვთის ხელიდან. ადამიანის ნება მხოლოდ მაშინ არის თავისუფალი, როცა ის შერწყმულია ღვთის ნებასთან, მისით არის სავსე და თავის თავს მისით წარმართავს. ხსნა და ცხონება ერთეულ ადამიანებს ეძლევათ ღვთის დახმარებით და ეს დახმარება არის მადლი. ღვთიური მადლი ჯერ განაწყობს ადამიანს სინანულისკენ, სინანული აღვიძებს ღვთაებრივი დახმარების საჭიროების ცნობიერებას და ამ საფეხურზე – მოსამზადებელ, წინასწარ მადლს; მეორე საფეხურზე მადლი, თავისი მოქმედებით, ადამიანში აღვიძებს ქრისტეს სიყვარულს და ის ამით ამყარებს ურთიერთობას ქრისტესთან; მისი მეშვეობით კი მას შეენდობა ცოდვები და იძენს სიკეთის ძალას.  მხოლოდ ახლა შეუძლია ადამიანს, თავისუფლად წარმართოს თავისი თავი სიკეთისკენ. ადამი ახლაც მოქმედებს ადამიანში, ამიტომ მას სჭირდება დამხმარე მადლი, რომელიც ადამიანს აძლევს უნარს, ცოდვასთან განუწყვეტლივ ბრძოლაში ყოველთვის იდგეს კეთილის მხარეს. ბოლოს ადამიანი მთლიანად განიმსჭვალება ღვთაებრივი ნებით და მას აღარ შეუძლია, უნდოდეს რამე ისეთი, რაც არ ნებავს უფალს – ეს არის ნამდვილი თავისუფლება, მარადიული სიცოცხლე და ნეტარება.
– ზოგჯერ, როდესაც უფალი ადამიანს პატარა განსაცდელს მოუვლენს, ის, სამწუხაროდ, კარგავს საკუთარი თავის განსჯის უნარს და ავიწყდება ღმერთის სიტყვები: „მე ვარ ნათელი სოფლისა; მე ვარ ძალა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე; მე ვკლავ, ვწყლავ, მე ვშობ და მოვუვლენ ადამიანს გარდაცვალებას”.
– უნდა დაუფიქრდეთ და გაარკვიოთ, რატომ დაუშვა ღმერთმა თქვენს თავზე ასეთი განსაცდელი. ზოგი ადამიანი იმდენად მძიმე სნეულებასა და განსაცდელშია, ჩვენც გვიჭირს პასუხის გაცემა, მაგრამ, ასეთ ადამიანებს ვეუბნებით: ცოტა კიდევ მოითმინე და ღმერთი დაგანახვებს, რატომ ხარ ასეთ მდგომარეობაში. სანამ საუბარს დაიწყებთ ან რამის აღსრულებას დააპირებთ, სიკეთეც რომ იყოს, დაფიქრდით, სულიერი განსჯით მოიფიქრეთ, რადგან, შეიძლება, ამ სიკეთემ ადამიანი დაღუპოს, იმიტომ რომ, თუ ყველა ქმედებას წინ არ უძღვის  სულიერი განსჯა, ეს, შესაძლოა, ძალიან ცუდად დამთავრდეს. დაუფიქრებელი ქმედება დამღუპველია.  ღვთის მიერ დაშვებული სნეულებანი ან ბუნებრივ მიზეზთა სახით წარმოიშობა, ან – წმიდა ანგელოზების მოქმედების შედეგად. სიძაბუნე, უძლურება, ტანჯვა ადამიანს განსაკუთრებულ ვითარებაში აყენებს და ეს ვითარება უნდა გავიგოთ როგორც ღვთისკენ მოწოდება, მისკენ მოქცევის შესაძლებლობა, სინანული და მოთმინება ამ ცოდვათა განსაწმენდელად, რომელთაგან თავის დაღწევას ჩვენით ვერ შევძლებთ; ან, როგორც განსაცდელი, ღვაწლი, რომლითაც ადამიანი მოწამის გვირგვინს მოიხვეჭს. სულიერი ღვაწლი, ლოცვა, მარხვა, ეკლესიის საიდუმლოებში მონაწილეობა მოითხოვს სნეულების გადატანას, ტანჯვის შეძლებისდაგვარად დათმენას. წმიდა მამები ხშირად ადევნებენ თვალს იმ უღრმეს სულიერ გრძნობებს, ავადმყოფობის სხვადასხვა სტადიაზე რომ განიცდის ადამიანი. ამ საკითხთან დაკავშირებით შეიძლება რამდენიმე მომენტის გამოყოფა: ავადმყოფობა საბედისწერო სიტუაციაა. უფალი ავადმყოფობას ყოველთვის თავისი განგებულების აღსრულების იარაღად იყენებს: დასასჯელად, გამოსასწორებლად,  ცოდვის თავიდან ასაცილებლად, გამოსაცდელად და სხვა. ზოგიერთი ავადმყოფობა, თუმცა ცოდვასთან პირდაპირ კავშირში არ არის, იმისთვის გვევლინება, რომ „გაცხადდნენ საქმენი ღვთისა.” ზოგჯერ ადამიანის დასნეულების მიზეზი არაწმიდა სული, დემონი ხდება. მათი ძალისხმევა იმისკენ არის მიმართული, რომ, რაც შეიძლება ბევრი ადამიანი დაღუპონ, ამისთვის კი არაფერს იშურებენ. ბოროტი სული ორნაირ სახეს იღებს: ხან უძირო წყვდიადია, ხან კი ნათლის ანგელოზად გარდაისახება. ამიტომაც, ადამიანმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, რომ სინათლის ნაცვლად სიკვდილს არ შევეყაროთ. ადამიანში შესვლის შემდეგ, ეშმაკები სულის საშინელ დაბინდვას იწვევენ. ეს თავს იჩენს ისეთი ქმედების სახით, როგორსაც ადამიანი თრობის, ციებ-ცხელების ან ზედმეტი შეცივებისას გამოავლენს. მაგრამ, დემონს არ შეუძლია, ადამიანის სული საკუთარ სამკვიდრებლად აქციოს. ადამიანში ბოროტი სულის დამკვიდრება ღვთის განსაკუთრებული დაშვებით ხდება. ეშმაკების გარეგნობა საზარელი და არასასიამოვნო სანახავია, ისინი ყველანაირი საშუალებით მოქმედებენ ადამიანებზე და ცდილობენ, ცოდვის მორევში ჩაითრიონ. მართლმადიდებელ ქრისტიანებს საეკლესიო საიდუმლებებთან, ყველაზე მეტად კი ქრისტეს სისხლთან და ხორცთან ზიარება ათავისუფლებს ეშმაკის ბატონობისგან, მაგრამ, ეს მხოლოდ სრულყოფილი რწმენის შემთხვევაში ხორციელდება. რადგან სრულყოფილებას ყველა ვერ აღწევს, ამიტომ ამქვეყნად ეშმაკის ბატონობა გრძელდება. მისი ტყვეობისგან გათავისუფლება მხოლოდ ჭეშმარიტ მორწმუნეებს შეუძლიათ, ეს კი არის შედეგი მაცხოვრის ჯვარცმის უდიდესი მადლისა. ეკლესიის გამოცდილებიდან კარგად არის ცნობილი, თუ როგორ მოქმედებს ბოროტ ძალებზე საკმეველი, წმიდანთა სამოსი, ხატების სასწაულმოქმედება. თანამედროვე ქრისტიანების პირველი დაუდევრობა ქრისტიანული სწავლების ჯეროვანი არცოდნაა, ამას კარგად იყენებს ბოროტი ძალა და მას ადამიანები ისე ვერ ებრძვიან რწმენით, ლოცვით, ეკლესიაში სირულითა და ზიარებით, როგორც ეს საჭიროა.
– ადამიანებს ხშირად უნდათ საკუთარი ახლობლების მოსახსენებელში მოხსენიება, ჯანმრთელობის პარაკლისის გადახდა, შეკვეთილი წირვის აღსრულება, რათა ისინი გამოჯანრმთელდნენ, არასწორ ცხოვრებას დაანებონ თავი. ეს რამდენად სწორია?
– ყველას გვინდა, რომ მთელი საგვარეულო, ნათესავები, მეზობლები მოვიხსენიოთ. სურვილი კარგია, მაგრამ, მთავარი ის არის, გვაქვს თუ არა ამის უფლება და ამით უხერხულ მდგომარეობაში ვაყენებთ საკუთარ თავს. რა თქმა უნდა, ყველას მოხსენიება არ შეიძლება. უპირველეს ყოვლისა, შეიძლება მოხსენიება იმ ადამიანებისა, ვინც ნათელი იღეს წმიდა სამების სახელით და ღმერთის გარკვეული სასოება გააჩნდათ; იყვნენ აღმსარებლები, მაზიარებელნი და სასოებდნენ ღმერთს. ჩვენი წინაპრები შეიძლება მონათლულები იყვნენ, მაგრამ, ისინი არ ამბობდნენ აღსარებას, ზიარებას არ იღებდნენ, რადგან, ამის საშუალება არ იყო. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია, მივცეთ საკუთარ თავს იმის უფლება, რომ მოვიხსენიოთ ის ადამიანები, რომელთა ცხოვრებაშიც გვახსოვს, რომ ისინი იყვნენ კეთილი ადამიანები, არ იყვნენ ღვთისმგმობელები, არ ანგრევდნენ ტაძრებს, არ წვავდნენ ხატებს – მათი მოხსენიება შეიძლება. ადამიანი თუ არ იყო მონათლული, რაც არ უნდა შესწიროს მისმა ახლობელმა, მისი მოხსენიება მაინც არ შეიძლება. ის ეკლესიის წევრი არ იყო და, შესაბამისად, მას ეკლესია ვერ აღმოუჩენს დახმარებას. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, თუ რამდენად ხელგვეწიფება ამა თუ იმ ადამიანის მოხსენიება. შეიძლება, იმ ადამიანს საერთოდ არ უნდოდეს, შენ რომ იხსენიებ. მის სახელზე მოკვეთილი წმიდა ნაწილები წირვის დასასრულს ჩაბრძანდება წმიდა ბარძიმში და, შეიძლება, მას საერთოდ არ უნდოდეს სიწმიდეში ყოფნა, ეკლესიასთან ურთიერთობა და თქვენ მათ ძალით აყენებთ ამ მდგომარეობაში. არა მხოლოდ მიცვალებულების, ცოცხლების, ანუ, შვილების, მეუღლეების მოხსენიების შემთხვევაშიც, ალბათ, გარკვეული სიფრთხილის გამოჩენა გვჭირდება. დედებს და მამებს უყვართ შვილების მოხსენიება. თუ შვილი ამორალურ ცხოვრებას ეწევა და ამ დროს დედა მას კვეთაში იხსენიებს, ეს არ შეიძლება. უკეთესია, მან შვილი მოიხსენიოს პირადად, დილა-საღამოს ლოცვებში ან პარაკლისი გადაახდევინოს მოძღვარს.

скачать dle 11.3