კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სასწაულთმოქმედი ხატი

რუსეთის ჩრდილოეთით მოედინება მდინარე პინეგა, რომელიც მდინარე დვინს ერთვის. პინეგას სანაპიროზე მრავალი სოფელი მდებარეობს. ამ მდინარის ნაპირას არის დიდი და მაღალი მთა, რომელსაც შავი მთა ეწოდება. ეს მთა თავად ოკეანემდეა გადაჭიმული. ადრე შავი მთა უკაცრიელი და დაუსახლებელი იყო.
ღვთის განცხადებით, ამ მთაზე 7111 წელს სამყაროს შექმნიდან და 1603 წელს ქრისტეანობიდან, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელზე მონასტერი აიგო. აქედან მოყოლებული, შავ მთაზე თანდათანობით გაიფურჩქნა სამონასტრო ცხოვრება.
როდესაც რუსეთში კეთილმორწმუნე დიდი მთავარი მიხეილ თეოდორეს ძე მეფობდა, სპარსეთის შაჰმა – აბასმა საქართველო დაიპყრო. სპარსელებმა ივერია გაძარცვეს, ქვეყნიდან გაზიდეს მრავალი სიწმინდე და სასწაულთმოქმედი ხატები. იმ ხანად სპარსეთში მრავალი რუსი ვაჭარი იმყოფებოდა. სპარსელებმა იცოდნენ, რომ ისინი წმიდა ხატებს ეთაყვანებოდნენ და ამიტომაც, ქართული სიწმიდეები რუსი ვაჭრების ხელში კარგ ფასად გაიყიდებოდა. რუს ვაჭართა შორის იაროსლაველი სტეფანეც ერია. ის იაროსლავლის მოქალაქის – გიორგის კარ-მიდამოს მოურავი იყო. სწორედ ამ სტეფანეს, ვიღაც სპარსელმა ვერცხლითა და ოქროთი შემკული ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის ყიდვა შესთვაზა. კეთილმორწმუნე კაცმა ეს ხატი დიდი სიხარულით შეიძინა.
სწორედ ამ დროს ზემოხსენებულ გიორგის სიზმარში ხილვა ჰქონდა, ამასთანავე შემდეგი სიტყვებიც მოისმინა: „შენი მამულის მმართველმა, რომელიც ამჟამად სპარსეთში იმყოფება, შენთვის უძვირფასესი მარგალიტი შეიძინა. როდესაც ამ მარგალიტს შენ მოგართმევს, დვინის მხარეში, შავ მთაზე  გააგზავნე“.
გავიდა ხანი. სტეფანე სპარსეთიდან დაბრუნდა და თავის ბატონს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი მიართვა. გიორგიმ სიწმიდე სიხარულით მიიღო და ხილვა გაახსენდა.
ღვთის ნების თანახმად, გიორგი დვინის მხარეში მალევე გაემგზავრა და შავი მთის მონასტერს მიადგა. მან მონასტერს შესწირა ბევრი ოქრო-ვერცხლი, საეკლესიო ნივთები, სამღვდელმსახურო წიგნები და რაც მთავარია, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი, რომელსაც „ჯðóçèíñêჭÿ“ (ივერიისა) ეწოდა, რადგანაც სწორედ საქართველოდან იყო გატაცებული.
 იმ დროს, როდესაც მონასტერში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის პატიოსანი ხატი მიაბრძანეს, იღუმენი და მონასტრის ძმობა ტაძარში ღამისთევის ლოცვას აღასრულებდნენ. სავანის ერთ-ერთი მონაზონი, სახელად პიტირიმი, მონასტრის საავადმყოფოში იმყოფებოდა. ის მძიმე სნეული იყო. დიდი ხნის განმავლობაში ვერც ხედავდა და არც არაფერი ესმოდა. პიტირიმი თავისი სენაკის წინკარში სალოცავად გამოვიდა. ლოცვის დროს ის დიდმა ნათელმა მოიცვა. პიტირიმი ძალზე შეცბუნდა, რადგანაც სინათლე უკვე მრავალი წელი არ ეხილა. მან ეს ეშმაკის ცდუნებად ჩათვალა და პირჯვარი გადაისახა. თვალები დიდი მთისკენ მიაპყრო და მასზე მზის სხივების მსგავსი ნათელი იხილა. მონაზონმა ლოცვა აღავლინა და წამიერად ყველაფერი დაინახა, ყველაფერი გაიგონა. დილით მან იღუმენსა და საძმოს თავისი სასწაულებრივი განკურნების ამბავი აუწყა. ყველამ ერთხმად განადიდა უფალი.
როდესაც კეთილმორწმუნე გიორგიმ ამ სასწაულის შესახებ შეიტყო (იგი იქვე იმყოფებოდა). შავ მთაზე ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სადიდებლად მშვენიერი ტაძარი ააგო და სასწაულთმოქმედი ხატიდან მრავალრიცხოვანი სასწაულის აღსრულებაც დაიწყო – მრავალი სნეული იკურნებოდა. ღვთისმშობლის მადლით განიკურნა ერთი ქალი ნიონელა, რომელიც განრღვეული იყო. განიკურნა ფეოდოსია, რომელსაც თვალების ტკივილი სტანჯავდა. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი შეეწია კონდრატეს, რომელიც შეპყრობილი იყო და ეშმაკები ათი კვირის განმავლობაში უდაბნოში უსმელ-უჭმელს დევნიდნენ. ღვთისმშობელი მას გამოეცხადა, განამტკიცა, მშობლების სახლში დაბრუნება უბრძანა. მოუწოდა შავ მთაზე, მის სავანეში, სასწაულთმოქმედ ხატთან მისულიყო და სენისგან სრულ განკურნებას დაჰპირდა, რაც აღასრულა კიდეც. ყოვლადწმიდა გამოეცხადა ერთ კაცს – პავლეს, რომელიც მუცლის უმძიმესი ტკივილებისაგან მთელი წელი იტანჯებოდა. ღვთისმშობელმა მას წმიდა წერილი ასწავლა და სენისგან განკურნა. ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატიდან კიდევ მრავალი სასწაული აღესრულებოდა – იკურნებოდნენ უკურნებელი სენით შეპყრობილნი, სხვადასხვა სისმსივნეთაგან, უწმიდური სულებით შეპყრობილნი და ეს სასწაულთმოქმედი ხატი დღემდე სასწაულებრივ ძალას ავლენს. სასწაულები ყველას ეძლეოდა, ვინც კი ამ სასწაულმოქმედ ხატს რწმენით მიეახლებოდა ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სადიდებლად აწ და მარადის და უკუნით უკუნისამდე – ამინ!

скачать dle 11.3