კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: თუ შეიძლება, მიპასუხეთ, შეუძლია თუ არა ადამიანს, თავისი ნებით იტვირთოს სხვისი ცოდვები?
პასუხი: არ შეიძლება სხვისი ცოდვების ნებაყოფლობითი ტვირთვა. მხოლოდ ერთ ადამიანს შეეძლო სხვისი ცოდვები ეტვირთა – ეს გახლდათ ჩვენი მაცხოვარი იესო ქრისტე. ყველა მოკვდავი პასუხს აგებს მხოლოდ საკუთარი ცოდვებისთვის.
კითხვა: არსებობს თუ არა გვალვის ან მოუსავლიანობის საწინააღმდეგო ლოცვები?
პასუხი: ეკლესიას მხურვალე ლოცვა-ვედრებით ყოველგვარი განსაცდელისგან გამოხსნა შეუძლია. არსებობს წიგნი „დიდი კურთხევანი“, სადაც სხვადასხვა გარემოებათა მიხედვით, ღვთისმსახურების წესებია მოცემული. მაგალითად,  უწვიმრობის პარაკლისს გვალვის დროს იხდიან და ილია წინასწარმეტყველს ევედრებიან წვიმის მოვლინებას. ილია წინასწარმეტყველი უამინდობისა და მოუსავლიანობისას განსაკუთრებული მეოხია ღვთის წინაშე.
კითხვა: აქვს თუ არა მნიშვნელობა, რა მასალისგან მზადდება ჯვარი?
პასუხი: როცა ჯვარი იკურთხება, მას ენიჭება მადლი და მფარველობის ძალა, ამიტომაც, მასალას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. რა თქმა უნდა, სასურველია, ასეთი სიწმინდე ისეთი მასალისგან დამზადდეს, რომელიც მანამდე სხვა საქმისთვის არ იყო გამოყენებული და ადვილად არ ტყდებოდეს. ამიტომ, უმჯობესია, ჯვარი ხისგან ან ლითონისგან გაკეთდეს!
კითხვა: ისჯება თუ არა ნაქურდალის მიმღები?
პასუხი: ნაქურდალის მიმღები ისჯება ისევე, როგორც ქურდი.

скачать dle 11.3