კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჭეშმარიტი სარწმუნოება

ბერი და ანგელოზი
ნეტარი ბერი იოსები (+1959) ცდილობდა გაემხნევებინა ახალგაზრდა ბერი, რომელიც სევდას შეეპყრო და მონასტრის დატოვება და თავისიანებთან დაბრუნება განეზრახა. ამიტომ მან ასეთი სასწაულის შესახებ უამბო მას:
„ათონის მთაზე, ჩემს მოსვლამდე არცთუ დიდი ხნით ადრე, გავიცანი ერთი ბერი, რომელიც უსინათლო ბერის მორჩილი იყო. მისმინე, რა შეემთხვა მას.
ერთხელ მის სენაკთან ერისკაცი მივიდა.
– საიდან ხარ? – ჰკითხა სტუმარს ბერმა.
აღმოჩნდა, რომ ისინი ერთი მიწა-წყლისანი იყვნენ, მაგრამ, ბერმა მისულს ეს არ გაუმხილა.
– თუ იცნობ შენ ამა და ამ ადამიანს? როგორ არის? – შეეკითხა მოსაგრე თავისი მამის შესახებ.
–  ვიცნობ, – უპასუხა მოსულმა, – იგი გარდაიცვალა და ღვთის ანაბარა დარჩნენ მისი ცოლი და ქალიშვილები. მათ ვაჟიშვილიც ჰყავდათ, რომელმაც მრავალი წლის წინ დატოვა ისინი და მას შემდეგ მის შესახებ აღარაფერი სმენიათ.
ამ ამბავმა ბერი მეტად დაამწუხრა. მას მონასტრის დატოვებისა და შინ დაბრუნების სურვილი გაუჩნდა.
– წავალ, – უთხრა მან ერთხელ თავის ბერს, – წავალ და ვიზრუნებ დედასა და დებზე.
მაგრამ ბერმა არ აკურთხა და ცრემლებით სთხოვა, დარჩენილიყო, ის კი კვლავ ჯიუტობდა. ბოლოს და ბოლოს, როდესაც ვერ შეძლო ახალგაზრდის შეჩერება, უსინათლო ბერმა იგი თავის ნებაზე მიუშვა და მან წმიდა მთა დატოვა.
გზაში დაღლილი, ხის ჩრდილში ჩამოჯდა. ცოტა ხნის შემდეგ ამ ხეს კიდევ ერთი დაღლილი ბერი მიუახლოვდა და მას გვერდით მიუჯდა.
– თავი დამანებე, მამაო, უბედურება შემემთხვა, – თქვა ბერის მიმტოვებელმა მორჩილმა და თავისი ამბავი უამბო.
მაშინ კეთილმა მგზავრმა უთხრა:
– მისმინე, ძმაო, დაბრუნდი შენს ბერთან, უფალი თვითონ იზრუნებს შენს ახლობლებზე, შენ არ უნდა მიატოვო იგი, მით უმეტეს, რომ ის ბრმაა.
მაგრამ მან ყურადღება არ მიაქცია შემთხვევითი თანამოსაუბრის რჩევას. მგზავრს მრავალი მაგალითი მოჰყავდა, მაგრამ ჯიუტი ბერი ფეხზე ადგა და გზის გაგრძელება დააპირა.
– მაშ, შენ არ შეისმინე ჩემი სიტყვები? –უკანასკნელად შეეკითხა ბერს მგზავრი.
– არა.
– მაშინ, იცოდე! მე უფლის ანგელოზი ვარ. როგორც კი მამაშენი გარდაიცვალა, უფალმა შენი ოჯახის მფარველობა დამავალა. მაგრამ, რადგან არ მიჯერებ და თვითონ გსურს, მათზე იზრუნო, მაშინ, მე ვტოვებ მათ და მივდივარ.
ანგელოზი მეყსეულად გაქრა. ბერი ძალიან შეწუხდა და მონანული დაბრუნდა ბრმა ბერთან. სენაკში შესულმა დაინახა, რომ მოძღვარი მისთვის ლოცულობდა“.

скачать dle 11.3