კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საქართველოს რომელი კუთხეებიდან და საქართველოს რამდენი მოქალაქე იბრძვის „აი სი სის“ ისლამურ დაჯგუფებაში, რომლის მიზანიც ხალიფატის ძველ საზღვრებში აღდგენაა

მსურველებმა უკვე განუცხადეს დანარჩენ მსოფლიოს, რომ ისლამური ხალიფატის აღდგენას აპირებენ, რომლის საზღვრები საკმაოდ ფართოა და მასში კავკასიაც იგულისხმება, ცხადია, ჩვენი, ანუ საქართველოს ჩათვლით. სულ ახლახან კი კავკასიის, კერძოდ, ჩეჩნეთის გაწმენდის პირობაც დადეს (როგორ და რა იგულისხმება „წმენდაში“, მაინცდამაინც, არ დაუკონკრეტებიათ). ვინ არიან ამ იდეის ავტორები, რამდენად რეალურია მისი განხორციელება და რა საფრთხეს შეიცავს ეს იდეა ჩვენი რეგიონისა და, ზოგადად, ცივილიზებული და ნაკლებად ცივილიზებული სამყაროსთვის, –  ამ შეკითხვებზე პასუხის მიღებაში ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე დაგვეხმარება.

– ვის და საიდან გაუჩნდა ისლამური ხალიფატის აღდგენის იდეა, თან, ამ ისედაც არეულ პერიოდში?
– ეს ძალიან საინტერესო მოვლენაა, რადგან ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ ფუნდამენტური ისლამი თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ორიენტირებულია ტერორზე, მაგრამ დღეს ისლამური ფუნდამენტალიზმის ფრთამ, რომლის მიზანია ისლამური ხალიფატის აღდგენა, გადაწყვიტა ტერორიზმით სახელმწიფოს შექმნა ფართომასშტაბიანი ომის გზით და უნდა ითქვას, რომ მიაღწიეს გარკვეულ წარმატებებს ამ მიმართულებით.
– წარმატებაში რას გულისხმობთ?
– ჯერ ერთი, მათ უკვე დაიკავეს გარკვეული გეოპოლიტიკური სივრცე –  ეს არის სირიის მცირე ნაწილი და ჩრდილოეთ ერაყის დიდი ნაწილი. ისინი ამ ტერიტორიას არ აკონტროლებენ მხოლოდ ძალით, იმითაც, რომ ადგილობრივი მოსახლეობა მათ მხარესაა. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით ასეა. არაბულ სამყაროში არსებობს „შავი დღე“, როდესაც მათ დაკარგეს კორდობის ემირატი, დღეს ესპანეთის ნაწილია და მიჩნეულია, რომ კორდობის დაკარგვის შემდეგ დაიწყო ხალიფატის რღვევა. იმ ხალიფატისა, რომელიც არსებობდა ადრეულ შუა საუკუნეებში პირინეიდან ვიდრე ავღანეთამდე.  მიაქციეთ ყურადღება  –  რადგან წმინდა შავ დღედ არის მიჩნეული კორდობის დაკარგვის დღე, ესე იგი, რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის ხალიფატის აღდგენის იდეა.
– ვინ აფინანსებს ამ იდეის ავტორებს?
– ძირითადად, ყატარი, თუმცა დამფინანსებლების საერთაშორისო ქსელია: სხვადასხვა ქვეყნის შეიხები, სასულიერო პირები, მდიდარი ადამიანები არაბული სამყაროდან, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ერთი ფაქტი: ისეთი ცნობილი ორგანიზაცია, როგორიცაა „ალ-ქაიდა“ და მისი დღევანდელი ხელმძღვანელი შეშფოთებულია ამ აქტიურობით, იმიტომ რომ, ეს გაერთიანება, რომლის აბრევიატურაა „აი სი სი“, თავის დროზე იყო „ალ-ქაიდას“ ერთ-ერთი უჯრედი და ამ ეგიდით იბრძოდა სირიაში. იქ იყო „ალ-ქაიდას“ ორი დაჯგუფება: შემდგომში „აი სი სი“ და „ალ-ნუსრა“, რაღაც მომენტში „ალ-ქაიდას“ ხელმძღვანელობამ მოითხოვა, რომ ყველა ჯიჰადისტი, რომელიც იბრძოდა სირიაში, დამორჩილებოდა „ალ-ნუსრას“. ეს მოხდა 2013 წელს და მაშინ „აი სი სის“ ხელმძღვანელმა ელ-ბაღდადმა თქვა, რომ აპირებს გაემიჯნოს დანარჩენებს, იმიტომ რომ, იბრძვის არა მარტო ბაშარ ასადის დასამხობად, არამედ ხალიფატის შესაქმნელად. ეს ის პერიოდია, როდესაც „აი სი სი“ ებრძოდა არა მხოლოდ ასადს, არამედ სირიის გამათავისუფლებელ არმიასაც და ახლა ომი გამოუცხადა „ალ-ნუსრასაც“, ანუ სამ ფრონტზე ერთდროულად იბრძვის. შემდგომში თავისი რადიკალური იდეების გამო, ბევრი მომხრე გაუჩნდა და დღეს ისლამურ სამყაროში რადიკალური ისლამის მნიშვნელოვანი წარმომადგენელია ელ-ბაღდადი და მისი სამხედრო დაჯგუფება „აი სი სი“. სწორედ „აი სი სის“ სამხედრო ფრთის ხელმძღვანელია ჩვენი თანამემამულე თარხან ბათირაშვილი. ის, ფაქტობრივად, გენშტაბის უფროსია.
– მე მეგონა, თარხან ბათირაშვილი სირიის გამათავისუფლებელი არმიის მხარეს იბრძოდა.
 – დღეს ის ერაყის ტერიტორიაზე იბრძვის და არმიის გენერლის ჩინი აქვს. ნუ დაგვავიწყდება, რომ საქართველოს არმიაში კაპრალი იყო. მის გვერდით არიან საქართველოს მოქალაქეები როგორც ეთნიკური ქართველები, ისე ქისტები.
– საქართველოს რომელი რეგიონებიდან?
– დაახლოებით, 30-მდეა აჭარის მკვიდრი, 70-მდე –  პანკისის ხეობის მკვიდრი. ნუ დაგვავიწყდება, რომ თარხან ბათირაშვილი ეროვნებით ქართველია, ფშაველია, მაგრამ დედა ჰყავს მუსლიმანი.
– როდესაც საქართველოში ცხოვრობდა, აღმსარებლობით მუსლიმანი იყო?
– აქ არც მუსლიმანი იყო და არც ქრისტიანი, თუმცა უფრო მუსლიმანობისკენ იხრებოდა, მაგრამ ორთოდოქსი მუსლიმანი არასდროს ყოფილა. ერთი სიტყვით, ეს ელ-ბაღდადი არის ფიგურა, ძალიან ამბიციური, კარგი ორგანიზატორი და ორატორი. მან შექმნა ისეთი ფორმატი, სადაც ადგილი არ აქვს შემწყნარებლობას სხვა რელიგიებისა და შიიტი მუსლიმანების მიმართ. აი, ამ ლოზუნგის ქვეშ გააერთიანა მან ერაყის სუნიტური მოსახლეობა. მის მხარესაა სადამ ჰუსეინის მომხრეების დიდი არმია, ეგრეთ წოდებული „ბაასისტები“. დღეს ელ-ბაღდადის უჭირავს საკმაოდ მოზრდილი ტერიტორია ერაყში და აქვს მოსახლეობის მხარდაჭერა. ამ ტერიტორიაზე დომინანტია ფუნდამენტური ისლამი, არაფერს ასწავლიან სკოლებში ყურანისა და ენის გარდა. ერთადერთი ძალა, რომელიც რეალურად ებრძვის „აი სი სის“ არის ქურთული შეიარაღებული ფორმირებები. მანამდე ქურთული ორგანიზაციები ორიენტირებულები იყვნენ დამოუკიდებლობის იდეაზე და ნელ-ნელა მიდიოდნენ ამ მიზნისკენ. სადამ ჰუსეინის დამხობის შემდეგ ჩრდილო-აღმოსავლეთ ერაყში მათ მოახერხეს თავიანთი ავტონომიის შექმნა, ჩრდილოეთ ერაყში არსებული ნავთობის ჭაბურღილები ჩაიგდეს ხელში და ყველაფერი ჰქონდათ დამოუკიდებლობისთვის. ერთადერთი, ხელს უშლიდათ შიდა დაპირისპირება, თუ ვინ იქნებოდა ლიდერი პოლიტიკური ორგანიზაცია ქურთისტანში. დღეს ეს დაპირისპირება მოისპო, რადგან გამოჩნდა უფრო ძლიერი მტერი „აი სი სის“ სახით და ყველა ქურთი გაერთიანდა ამ ისლამური საფრთხის წინააღმდეგ. ამდენად, ქურთებია ერთადერთი ძალა, რომელიც ებრძვის დღეს „აი სი სის“. რადგან ერაყის არმია, ფაქტობრივად, დაიშალა, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელებმა დიდი ფული ჩადეს ერაყის 300 000-იანი არმიის შექმნაში, დღეს ის თითქმის აღარ არსებობს.
– არ მგონია, ესპანეთამდე მიაღწიონ ყოფილი ხალიფატის დაბრუნების მიზნით, მაგრამ „აი სი სის“ ამბიციები რეგიონში დარჩება თუ რეალურად რა ტერიტორიაზე აქვთ თავიანთი ძალაუფლების გავრცელების პოტენციალი?
– ბოლო 4 თვეში მათ გიგანტური ტერიტორიის დაკავება მოახერხეს. დაახლოებით, 100 000 კაცია დღეს მათი მხარდამჭერი და აქედან 20 000-25 000 ადამიანია მათ არმიაში. ხელში ჩაიგდეს ერაყის არმიის საწყობები, ყველა ტიპის შეიარაღება აქვთ, ავიაციისა და ზოგიერთი საარტილერიო საშუალების გარდა. ბათირაშვილის არმიის, დაახლოებით, ნახევარს შეადგენს ევროპელი მოხალისეები, იდეურად მოტივირებულები. მათი იდეაა არა ერაყში სახელმწიფოს შექმნა, არამედ ბაღდადის ხალიფატის აღდგენა თავის ძველ საზღვრებში. ეს მიზანი მიუღწევლად მეჩვენება, მაგრამ მათ საკმაოდ დიდი პრობლემების შექმნა შეუძლიათ არაბულ სივრცეში.
– როდესაც ამბობთ, რომ ნახევარს შეადგენენ ევროპელი მოხალისეები, ვინ იგულისხმებიან: ევროპაში დაბადებულ-გაზრდილი მუსლიმანები თუ ქრისტიანი ევროპელებიც?
– 90 პროცენტი ევროპელი მუსლიმანია, 10 პროცენტი კი ევროპული წარმოშობის მუსლიმანი. არიან საკუთრივ ჰოლანდიელები, გერმანელები, ინგლისელები, რომლებმაც შემდეგ მიიღეს ისლამი.
– თურქეთს რა პოზიცია აქვს, „აი სი სი“ ხომ მათთან დაპირისპირებული ძალაცაა?
– თურქეთი მათთან დაპირისპირებული ძალაა, მაგრამ თურქეთში არის ქალაქი გაზიანსფორი, რომელიც მდებარეობს სირიის საზღვარზე და სწორედ ეს ქალაქია სირიაში გადასვლის ცენტრი. საქართველოს მოქალაქეები, ტრადიციულად, ამ ქალაქიდან გადადიან ერაყში.
– საქართველოს მოქალაქეები იდეურად არიან მოტივირებულები თუ უბრალოდ ანაზღაურების გამო მიდიან „აი სი სის“ რიგებში?
– შეიძლება, ვიღაცას ანაზღაურება აქვს, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს.
– ვერაფერი გავიგე, თურმე, ამდენი ჩვენი თანამემამულე იქ იბრძვის იდეურად. აქ რატომ არ იბრძოლა არავინ იდეურად, ნაკლები იდეაა შენი სამშობლოს ოკუპაციისგან გათავისუფლება?
–  ვინ გითხრათ, რომ იდეურად მებრძოლები არ იყვნენ?! 2008 წლის 9  აგვისტოს ჩატარდა ვეტერანების უზარმაზარი შეკრება, რომლებიც ითხოვდნენ იარაღს, რომ ებრძოლათ. თარხან ბათირაშვილი კი 2008 წლის აგვისტოს ომში იბრძოდა.
– ეს ვიცი.
– არა მარტო თარხან ბათირაშვილი… მაშინაც იყვნენ იდეური მებრძოლები, მე ჩემი თვალით მაქვს ნანახი, როგორ ითხოვდნენ ვეტერანები ფრონტზე გაშვებას. სხვათა შორის, უნდა გითხრათ, რომ შემდგომ დღეებშიც ხდებოდა იგივე. კასპის ხიდის აფეთქების დეტალებზე ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ შემიძლია, გითხრათ, რომ იმ ეპიზოდში ჩანდა პათოსი, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ... ყარყარაშვილი უფრო დიდი ფიგურა იყო მაშინ, ვიდრე მთავარსარდალი. ხელისუფლების ამოცანაა მოტივირებული ადამიანების ორგანიზება. მოტივირებულები იყვნენ, მაგრამ ხელისუფლებამ ამ ხალხის ორგანიზება არ მოახდინა, რომ მათ ის იარაღი მის წინააღმდეგ არ შეეტრიალებინათ. ისევე, როგორც დღეს უკრაინაში ეშინია ხელისუფლებას ეროვნული გვარდიის და არმიის და ამიტომ არ აწვდის იარაღს.
– თურქული ქალაქი ასრულებს ხიდის როლს ერაყში გადასვლის მსურველებისთვისო, თურქეთის ხელისუფლება ამ პროცესს არ თუ ვერ აკონტროლებს?
– თურქეთის ხელისუფლებამ პროცესი თავის ნებაზე მიუშვა. მათ სჭირდებოდათ ბაშარ ასადის მთავრობის დამხობა, ამიტომ ხელს უწყობდნენ, რომ, რაც შეიძლება, გაძლიერებულიყო ბაშარ ასადის მოწინააღმდეგე ძალები. ასე რომ, ხელი შეუწყო ამ ბაზების შექმნას იმ ქალაქში, მაგრამ შემდეგ მოვლენები ხელიდან გაექცა. იმიტომ რომ, სიტუაცია შეიცვალა და დღეს ისეთი ვითარება იქმნება, რომ შეიძლება რომელიღაც გუშინდელი მტერი მოკავშირედ იქცეს. გასულ კვირას ჩატარდა არაბული ქვეყნების კონფერენცია, რომელზეც არაბული ქვეყნების ლიდერებმა კატეგორიულად მოითხოვეს, „აი სი სისთვის“ დაფინანსების შეწყვეტა და გადაწყვიტეს, ერთიანი ფრონტით გამოვიდნენ მის წინააღმდეგ. იქ პირდაპირ არ თქმულა, მაგრამ იგულისხმებოდა: დავანებოთ თავი ასადს და მივხედოთ უფრო მნიშვნელოვან მტერს. იორდანიის, საუდის არაბეთისა და ზოგიერთი სხვა ქვეყნის ხელისუფლებისთვის ასადთან ურთიერთობა კატასტროფის ტოლფასია, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის. აი, ასეთი სიტუაცია შეიქმნა დღეს.
მეტსაც გეტყვით, ირანი დადებითად აფასებს ამერიკის საჰაერო დაბომბვებს ერაყში. ამერიკის ავიაციამ რამდენიმეჯერ დაბომბა „აი სი სის“ პოზიციები, რაც ირანმა არა მხოლოდ დადებითად შეაფასა, არამედ ირანის სპეცრაზმი მონაწილეობას იღებს საბრძოლო მოქმედებებში ერაყში, ქურთებით დასახლებულ რეგიონში, რაც, ასევე, წარმოუდგენელი იყო იმიტომ, რომ ქურთების პრობლემა თვითონ ირანსაც აქვს. მეორე მხრივ, დასავლეთს არ უნდა, რომ ქურთები შეაიარაღოს, რადგან ამ შემთხვევაში, ქურთების ლტოლვას დამოუკიდებლობისკენ ვერაფერი შეაჩერებს. ეს ნიშნავს, რომ წინა აზიის რუკა შეიცვლება და შეიძლება, თურქეთი დაიშალოს, მაგრამ უბრალოდ არ არსებობს ქვეყანა, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს ამ „აი სი სის“. დასავლეთი დგას პარადროქსული არჩევნის წინაშე: ან უნდა შეაიარაღოს და გააერთიანოს მთელი წინა აზიის ქურთები ისლამისტების წიანაღმდეგ, ან უნდა დაეყრდნოს ირანს. იმიტომ რომ, ყველაზე მობილიზებული ძალა დღეს რეგიონში არის ირანი და ის ისედაც ჩაებმება ბრძოლაში, თუ შეუტიეს სუნიტებმა. რომ არ იყოს ტრაგიკული, მაშინ იქნებოდა კომიკური: გუშინდელი მტრები დღეს იკვრებიან საერთო მტრის წინააღმდეგ ისე, რომ თავიანთი მტრობა ჯერ არ დაუსრულებიათ.
– რუსეთიც მოიაზრება ხალიფატის მტრების სიაში, კავკასიის გაწმენდის გეგმაც აქვთ ხალიფატის შექმნის მსურველებს.
– ხალიფატს გეგმაში აქვს, რომ კავკასიაც შეიერთოს. ნუ დაგვავიწყდება, რომ „აი სი სიში“ მთავარი დამრტყმელი ძალაა ჩრდილოკავკასიელები, 800-მდე ჩრდილოეთ კავკასიელია. ეს ძალიან დიდი ძალაა, ბრძოლაში გამოცდილი ხალხია და რამდენიმე საველე მეთაური სწორედ ჩრდილოეთ კავკასიიდანაა, ძირითადად, ჩეჩნები და დაღესტნელები. უმაღლეს ხელმძღვანელობაში სულ ორია საქართველოდან –  თარხან ბათირაშვილი და მუსლიმ გუმაშვილი, მართალია, რუსეთის მოქალაქეა, მაგრამ წარმოშობით ქისტია, ჩრდილოკავკასიელი კი რამდენიმე ათეულია. ეს ძალიან რთული და საფრთხის შემცველი თემაა: ამიტომ მსოფლიო ცდილობს, დაივიწყოს გუშინდელი მტრობა და ერთობლივად შეუტიონ „აი სი სის“. თავის მხრივ, „აი სი სის“ ხელმძღვანელობა ძალიან კარგად იცნობს ამ გეოპოლიტიკურ წინააღმდეგობას და ცდილობს, გამოიყენოს სათავისოდ. არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, როდესაც ევროპელი ლიდერების დაბნეულობას ვუყურებთ უკრაინაში, ამას შეიძლება, ერთი გამართლება ჰქონდეს: მერკელის ზოგიერთი გამონათქვამიდან ჩანს, დასავლეთს სჭირდება რუსეთი და პუტინი ზუსტად ამ დიდი გამოწვევის წინააღმდეგ, რადგან რუსეთს პოლიტიკურ ისლამთან ბრძოლის დიდი გამოცდილება აქვს.
– ჩვენ არაფერს წარმოვადგენთ. მხოლოდ პაიკის როლი გვაქვს?
– ასე ვთქვათ, ჩვენ შეგვიძლია, გამსვლელი პაიკის როლი შევასრულოთ, თუ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს შევაგნებინებთ, რომ ამ სიტუაციში საქართველო დასავლეთისთვის უნდა გახდეს ამ სენთან ბრძოლის შორეული ფორფოსტი. ამ მხრივ, ჩვენ შეგვიძლია, საინტერესო და საჭირო გავხდეთ როგორც დასავლეთისთვის, ისე რუსეთისთვის. რუსეთში ძალიან კარგად იციან, სულაც რომ დაანგრიონ საქართველო, ეს პრობლემას არ მოხსნის, პირიქით, ამიტომ ბევრი რუსი პოლიტოლოგის აზრით, ამ საქმეში თანამშრომლობით საქართველომ ბევრი რამ შეუძლია, მოიგოს.

скачать dle 11.3