კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვერ იდემეტრეს?!

„წასვლა-არწასვლა – საკითხავი აი, ეს არის“

საყოველთაოდაა ცნობილი, რომ ჩვენი აწ უკვე მოქმედი კონსტიტუციის, რომელიც ჯერ კიდევ მაშინ დაიწერა, როდესაც სუპერსაპრეზიდენტო მოდელში პრეზიდენტ სააკაშვილს ცა ქუდად არ მიაჩნდა და დედამიწა – ქალამნად,  მიზანი არც სახელმწიფოს ეფექტიანი მართვა ყოფილა და არც სახელისუფლო შტოთა შორის, მაინცდამაინც, ჰარმონიული ბალანსის შენარჩუნება, მაგრამ, რაკი „ნაციონალების“ კოვზი ნაცარში ჩავარდა,  მათ მიერ გამზადებულზე სხვებმა  – მათ, ვისი კოჭიც ალჩუზე დაჯდა – იხეირეს.
ხოლო, რაკი კონსტიტუციის აღნიშნული რედაქცია კრიზისების მართვაზე არც ყოფილა ორიენტირებული, რასაც ხელისუფლების არამონოლითურობაც უწყობს ხელს (რაც, პირადად მე მომწონს), პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი აწ უკვე აშკარად უპირისპირდებიან ერთმანეთს, იმდენად მწვავედ, რომ გამშველებლად თვით ყოფილი პრემიერ-მინისტრიც კი ჩაერია. –
ჰოდა, რადგან ჩაერია, გადაწყდა, რომ გაეროს კლიმატის ცვლილებებისადმი მიძღვნილ შეკრებას არა პრეზიდენტი, არამედ პრემიერი დაამშვენებს.
ამის პარალელურად, მავანნი პრეზიდენტს დამოუკიდებელი თამაშის წამოწყებას უწონებენ, თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ ბ-ნი მარგველაშვილი იმთავითვე – ჯერ კიდევ არჩევნებამდე – დათანხმდა მართული ფიგურის როლს – სავარაუდოა, რომ მადა ჭამაში მოუვიდა.
ასეა თუ ისე, მე არ ვიცი, რას შეჰმატებს კლიმატის ცვლილებას პრემიერის წასვლა ან რა დააკლდება იმავე კლიმატს პრეზიდენტის წაუსვლელობით,  თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, იბადება საბედისწერო კითხვა: დემეტრე მეოერსავით ურდოში წასვლა-არწასვლის დილემა თუ შეექმნებათ, პრეზიდენტი წავა თუ პრემიერი?!

скачать dle 11.3