დახმარების სეპარატისტული ხელი
„ყვავს რა ჰქონდა, ბუს გაჰქონდა“
მართალია, ჩვენებური, ენგურსგაღმელი სეპარატსიტები დიდი სიხარულით მიესალმნენ რაულ ხაჯიმბას გაპრეზიდენტებას და რეფორმების მოლოდინითაც შეფრთიანდნენ, ოღონდ დემოკრატიის მშენებლობა საკმაოდ პროზაულად დაიწყო: გასულ კვირას სამარშრუტო ტაქსების მძღოლებმა აქცია მოაწყვეს – გადასახადებს არ გადავიხდითო (მათიც მესმის, რა ჯობია რფ-ს ხარჯზე ცხოვრებას?!).
თუმცა უფრო მაღლა, კერძოდ, სეპარატისტულ მთავრობაში უფრო მაღლაც დაუმიზნეს: კერძოდ, „ვიცე-პრემიერი“ ბესლან ბუთბა დარწმუნებულია, რომ აფხაზეთი დაეხმარება რფ-ს იმპორტჩანაცვლებაში. მომყავს ციტატა: „რუსეთის წინაშე დგას სასურსათო იმპორტის ჩანაცვლების პრობლემა და ჩვენ ბევრი გვაქვს შესათავაზებელი.“ –
ბესლან ბუთბამ ეს ამბავი ნიჟეგოროდსკის ოლქის ხელმძღვანელს (ვინმე ვალერი შანცევს) შეხვედრისას გაანდო. თავის მხრივ, ვინმე შანცევმაც შენიშნა, რომ აფხაზეთსა და ნიჟეგოროდის ოლქს შორის ისეთი მჭიდრო თანამშროლობაა ტურიზმის, სპორტისა და ჯანდაცვის მიმართულებით, რომ „დაჟე კუშატ ნე მოგუო“!
თუმცა არ დაგვიმალა, რომ კიდევ უფრო ღრმის მომხრეა და აფხაზეთიდან იმ პროდუქციის მიწოდებას ელის, რის მიწოდებაც რფ-მ ევროკავშირის ქვეყნებიდან აკრძალა. სხვა რა დამრჩენია, იმას გარდა, ვუსურვო ნიჟეგოროდელებს, მშვიდობით მოენელებინოთ აფხაზეთიდან შესული იმპორტჩასანაცვლებელი პროდუქცია, მაგრამ ეს მაინც ვერ უკარგავს აქტუალობას კომედიას, პათოსით: „ყვავს რა ჰქონდა, ბუს გაჰქონდა.“