კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გამოღვიძებული

ანუ რატომ ჯობია სიდედრი ცოლისძმას

მას შემდეგ, რაც ოპოზიციაში გადაინაცვლა, საკრებულოს წევრმა ქ-ნმა სევდია უგრეხელიძემ ლამისაა რკინის ქალამნები ჩაიცვას და რკინის ხელჯოხით შეიარაღდეს (რასაკვირველია, სამართლის საძებნელად!!!). ხოლო, რაკი ასეთი კეთლშობილური საქმისთვის მოუკიდებია ხელი თბილისისთვის დამაშვრალს, გასულ კვირასაც დაარისხა განგაშის ზარები, „მერიაში ნეპოტიზმი მძვინვარებს და ადამიანები კლანური პრინციპებით ინიშნებიანო“. მეორე მხრივ, თუ გავიხსენებთ, რომ ლამისაა ნეპოტიზმთან ერთად იშვა ეს ჩვენი ჯერაც ნორჩი დემოკრატიული სახელმწიფო, მე ის უფრო მაკვირვებს, ქ-ნი სევდია რამ გააკვირვა?! –
მეტიც, სოლიდურ ასაკში მყოფმა ქალბატონმა (ამ ფაქტორის გათვალისწინებით, მეოთხედი ძალის გამოყენებას ვჯერდები) დედაქალაქის მერიის ახალი ხელმძღვანელობა უცოდინარობის წახალისებაში დაადანაშაულა. მოვიხმობ ციტატას: „წერაკითხვის უცოდინრებით გაავსეს იქაურობა“ (ნუთუ?!).
კონკრეტული მაგალითებიც მოიშველია: „სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, ლევან ხაბეიშვილის ადგილზე კახი კალაძის ცოლის ძმა, 23 წლის ახალგაზრდა დაინიშნა. როგორც ამბობენ, მისი ბიოგრაფია მხოლოთ სახელი და გვარია.“ იმის გათვალისწინებით, რომ მარიამ საჯაია, რომლის ბიოგრაფიაც დაზუსტებით მხოლოდ სახელი და გვარია, საერთოდაც, 21 წლის ასაკში ჩასვეს „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო სიაში და დეპუტატის მანადატი ჩააბარეს. მე კვლავ ის მიკვირს, ქ-ნი სევდია რამ გააკვირა. –
ამის პარალელურად, ქ-ნ უგრეხელიძეს სავსებით ბუნებრივად მიაჩნია ბ-ნი მერაბიშვილის სიდედრის მერიაში დასაქმება (რომელიც, როგორც ირკვევა, მხოლოდ ხელფასს იღებდა, სამსახურში სიარულით არც აწუხებდნენ). მომყავს ციტატა: „ის რიგით თანამშრომლად მუშაობდა, რასაც კანონი არ კრძალავს“ (რაც გვაფიქრებინებს, რომ, თუკი ბ-ნი კალაძე მერიაში თავის სიდედრს დაასაქმებდა, ქ-ნი სევდიასთვის ეს კანონის უზენაესობის გამოვლენა იქნებოდა).
რაც მთავარია, თუ გავიხსენებთ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ვიცე-მერი სევდია უგრეხელიძე 2014 წლის განმავლობაში ხელფასის სახით 2 950 ლარს, დანამატის სახით 3 600 ლარზე მეტს, პრემიის სახით კი 2 900 ლარზე მეტს იღებდა, ხოლო 2013 წლის განმავლობაში, საერთო ჯამში, 89 ათას ლარზე მეტი დაერიცხა, საიდანაც ხელფასი მხოლოდ 30 ათასი ლარი იყო, სრულიად გაუგებარია მისი შეშფოთება „წერა-კითხვის უცოდინარობაზე“ – მთავარია, თვლა იცოდეს?!

скачать dle 11.3