კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მენავთობე „გოჭები“

„გაიაფება ვერას დაგვაკლებს“

რაკი ისეთი არეულობაა დედამიწაზე, რომ პესიმისტების განცხადებით, მესამე მსოფლიო ომია უკვე დაწყებული, ხოლო ოპტიმისტები იმედოვნებენ, რომ ის ჯერ არ დაწყებულა, ნავთობის ფასმაც იწყო რყევა.
იმდენად, რომ ბოლო 17 თვის განმავლობაში თავის მინიმუმს მიაღწია და ბარელი 97 აშშ დოლარზე ნაკლები ღირს, ზედაც, ნავთობზე მოთხოვნამაც იკლო (ევროკავშირსა და ჩინეთში ეკონომიკის გაჭირვების გამო). ეს კონკრეტული დაცემა (ამ შემთხვევაში, ნავთობისა) ბარაქ ობამას განცხადებას უკავშირდება, როდესაც მან ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე გაანცხადა, რომ აშშ-ის საჰაერო ძალები სირიის შესაბამის ობიექტებზე მიიტანენ იერიშს, რაზეც, სავარაუდოდ, ახლად გამომცხვარი ტერორისტული „ისლამური სახელმწიფო“ ფრიად რადიკალურად ირეაგირებს (ჰოდა, რა დროს ნავთობია?!).
ნავთობმომპოვებელი მამები ვარაუდობენ, რომ მოთხოვნის შემცირების შედეგად, ნავთობის ბაზარზე მილიონი ბარელის ზედმეტობა იქნება, რის შედეგადაც ფასი უახლოეს ორიოდ თვეში, შესაძლოა, 85 დოლარამდეც კი ჩამოქვეითდეს.
ამის მიუხედავადაც, ჩვენს სამშობლოში საწვავის ფასები ძველ ნიშნულზეა (იმ მოტივით, რომ, რაკი უფრო ძვირად აქვთ ნაყიდი, იმ პარტიის ამოყიდვას ელოდებიან ან რით ვერ ამოყიდეს?!), რაც აჩენს ეჭვს, რომ ჩვენი ნავთობიმპორტიორები ზღაპრული გოჭებივით გულში ღიღინებენ: მგელი (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ნავთობის უსაშველოდ გაიაფება) ვერას დაგვაკლებს?! –

скачать dle 11.3