კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მარტივი და სასარგებლო

„კაქტუსების ჰარმონია“ – ეს კაქტუსები ძალიან ლამაზია და ის უპირატესობა აქვს, რომ მოვლა აღარ სჭირდება. თან, თქვენს შვილთან ერთად მშვენივრად გაერთობით. ნებისმიერი ფორმის ქოთანი გამოგადგებათ, მთავარია, ფართოპირიანი იყოს. შემდეგ მოაგროვეთ ბრტყელი, სხვადასხვა ფორმის ქვები. დაგჭირდებათ კენჭებიც, ქოთნის შესავსებად. ქვები შეღებეთ სხვადასხვა ტონალობის მწვანედ და დაახატეთ თეთრი საღებავით ფიფქები, როგორც კაქტუსის ეკლები. ქოთანი შეავსეთ მიწით, კენჭებით და ნიჟარებით. ჩაალაგეთ მასში ქვის კაქტუსები. საკმაოდ ორიგინალური სამშვენისია.

 

ლარნაკი მშრალი დეკორისთვის –  მშრალი ხილისა და ძაფებისთვის

დაგჭირდებათ სილიკონის „შპრიცი“, პულვიზატორიანი ოქროსფერი საღებავი.

ჩვეულებრივ ჯამს ამოაბრუნებთ და სამზარეულოს ცელოფნით უკანა მხარეს შეფუთავთ. შემდეგ მის გარშემო, სილიკონის უსწორმასწორო ზოლებით დაწნავთ ბადეს და დატოვებთ სრულ გაშრობა-გამაგრებამდე. შემდეგ მოაშორებთ მას ჯამს და შეღებავთ ოქროსფრად. დადებთ ქაღალდზე და გააშრობთ. ეს ორიგინალური ლარნაკი ძალიან გამოგადგებათ.

 

* კრემისთვის, პარფიუმერიისა და შამპუნებისთვის იყიდეთ სპეციალური, პატარა ჩანთა ან ფუტლარი. შეეცადეთ, კოსმეტიკა და სამკაული ერთად არასოდეს იდოს, არც ჩანთაში და არც უჯრაში.

скачать dle 11.3