კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბულგარული წიწაკის სალათა ანა ხანჩალიანისგან

ზოგადად, მსუბუქი კვება მიყვარს და უპირატესობას ბოსტნეულისგან დამზადებულ კერძებს ვანიჭებ. მიმაჩნია, რომ ადამიანმა ჯანმრთელობა მსუბუქი კვების ხარჯზე, ახალგაზრდობიდანვე უნდა შეინარჩუნოს. გთავაზობთ ბულგარული წიწაკის სალათას, რომელიც ძალიან მიყვარს და, ამავდროულად, ძალიან გემრიელი და მსუბუქი საჭმელია.

 

საჭირო ინგრედიენტები: 250 მილილიტრი პომიდვრის წვენი, 100 გრამი მწვანე ბულგარული წიწაკა, 400 გრამი ახალი სტაფილო, 1 სადილის კოვზი ქინძის თესლი, 5 სადილის კოვზი წყალი, 3 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი, 1,5 სადილის კოვზი თხელი თაფლი, 1 ცალი ყვითელი ბულგარული წიწაკა, 0,5 კონა მწვანე ხახვი, 1 კბილი ნიორი, 4 ღერი ქინძი, მარილი და წიწაკა – გემოვნებით.

 

მომზადების წესი: პომიდვრის წვენი ქვაბში წამოადუღეთ, შეურიეთ დაჭრილი მწვანე ბულგარული წიწაკა, ტილოამოკრული სახურავი დააფარეთ და თბილად დადგით, დაახლოებით  35 წუთის განმავლობაში. ამასობაში სტაფილო გრძელ ჩხირებად დაჭერით, ქინძის თესლი კი დაფქვით. ტაფაზე გააცხელეთ ზეთი, დაუმატეთ  სტაფილო და მოშუშეთ. ერთმანეთში შეურიეთ ქინძის თესლი, მარილი და წიწაკა, დაასხით 5 სადილის კოვზი წყალი, დაუმატეთ სტაფილოს და თავდახურული შუშეთ 7-8 წუთი. დაუმატეთ თაფლი, სახურავი მოხადეთ და 1-2 წუთში გადმოდგით ცეცხლიდან. ყვითელი ბულგარული წიწაკა სიგრძეზე გაჭერით, ამოაცალეთ თესლი და ნახევარმთვარეებად დაჭერით. დაჭერით მწვანე ხახვი და ქინძი, ნიორი დანაყეთ და ყველაფერი ერთად მოათავსეთ თასში, ეს ყველაფერი შეურიეთ მოშუშულ ბოსტნეულს და ბოლოს დაუმატეთ მარილი, წიწაკა და ზეთი.

скачать dle 11.3