კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მაკარონი იტალიურად

საჭირო ინგრედიენტები: 120 გრამი ყველი „პერმაზანი“ (ფხვიერი), 350 გრამი რბილი ყველი, 4 კბილი ნიორი, პატარა ხახვი, 70 მილილიტრი მაიონეზი ან სხვა ნებისმიერი სოუსი, 1 ცალი მოზრდილი ბადრიჯანი, 340 გრამი მაკარონი, 1/4 ჩაის ჭიქა ზეთი, 1 ქილა პომიდვრის კონსერვი (თავის წვენში ჩაწყობილი). მარილი, პილპილი, ნებისმიერი სუნელი.

 

მომზადების წესი:: ბადრიჯანი დაჭერით მრგვლად, 12 ნაწილად (შეიძლება, მხოლოდ 9 გამოვიდეს), დანამეთ 3-5 სადილის კოვზი ზეთით, მოაყარეთ ცოტა მარილი და პილპილი, დააწყვეთ გამოსაცხობ ტაფაზე და მოათავსეთ ცხელ აირღუმელში (დაახლოებით 200 გრადუსზე), 7 წუთის განმავლობაში. სამი წუთის შემდეგ ბადრიჯნები სათითაოდ გადმოაბრუნეთ. სასურველია, გამოსაცხობ ტაფაზე წინასწარ ფოლგა გაშალოთ. ცალკე მოხარშეთ მაკარონი (უკეთესია, მილაკების ფორმის შეარჩიოთ).

ნიორი დააქუცმაცეთ და 3 წუთი შუშეთ 1 სადილის კოვზ სიმინდის ან ზეითუნის ზეთში. შეურიეთ ნებისმიერი სოუსი, დაუმატეთ 1 სადილის კოვზი ზეთი, ცოტა დაჭრილი ხახვი და შუშეთ კიდევ 2-3 წუთი. გახსენით, დააბლენდერეთ დაკონსერვებული პომიდორი (დაახლოებით 800 გრამი უნდა იყოს), შეურიეთ ცოტა მაიონეზი და დაასხით მოშუშულ ხახვსა და ნიორს. უყავით ცოტა მარილი და პილპილი, დაუმატეთ მშრალი ოხრახუში ან ნებისმიერი სუნელი და ადუღეთ ეს სოუსი 5 წუთი.

ცეცხლგამძლე შუშის ფორმაში ჩაასხით სოუსის ერთი მესამედი, ზემოდან მოათავსეთ მოხარშული მაკარონის ნახევარი, მოაყარეთ გახეხილი ყველის 1/3, ისევ მოასხით სოუსის მესამედი, ისევ მაკარონი და უკვე ბადრიჯანიც... მოასხით სოუსი, მოაყარეთ ყველი, მოათავსეთ თქვენი კერძი აირღუმელში ნახევარი საათით, 200 გრადუსზე და შესანიშნავი კერძი მზად არის.

скачать dle 11.3