კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დაბეგვილი ხორცი

საჭირო ინგრედიენტები: 500-700 გრამი საქონლის ან ღორის რბილი ხორცი, 2-3 ცალი ყვითელი და მწვანე ბულგარული წიწაკა, 300 გრამი ცოცხალი ან დაკონსერვებული სოკო (ცოცხალი უკეთესია), 150-170 გრამი მაგარი ყველი, 3-4 კბილი ნიორი, მარილი და შავი პილპილი – გემოვნებით, 1-2 თავი ხახვი, 0,5 ლიმონის წვენი.

 

მომზადების წესი: ხორცი დაჭერით ბოჭკოს მიმართულებით, 8-10 მილიმეტრის სისქის ნაჭრებად და კარგად დაბეგვეთ. დაბეგვის შემდეგ ისინი 1 სანტიმეტრამდე უნდა გაიზარდოს (უკეთესია, საკვები ცელოფანი შემოახვიოთ). ხახვი დაჭერით ნახევარრგოლებად. ხორცის ნაჭრები მჭიდროდ მოათავსეთ ჭურჭელში, მოაყარეთ მარილი, პილპილი, ხახვი, მოასხით ნახევარი ლიმონის წვენი და გააჩერეთ ნახევარი საათი მაინც. მოაჭერით ბულგარულ წიწაკას „კუდი,” ამოაცალეთ შიგთავსი და  დაჭერით 5-6 მილიმეტრი სისქის რგოლებად. სოკო გაარჩიეთ, გარეცხეთ და მდუღარეში მოხარშეთ,  მერე გადაწურეთ და ზეთში ოდნავ მოშუშეთ. ბოლოს დაჭერით და ცოტა ბულგარულ წიწაკასთან ერთად დააბლენდერეთ ან ხორცსაკეპში გაატარეთ. ხორცი ამოიღეთ მარინადიდან და დააწყვეთ გამოსაცხობ ტაფაზე (ხახვი არ ამოაყოლოთ). ზემოდან დააწყვეთ ბულგარული წიწაკის რგოლები; თითოეული რგოლი ამოავსეთ სოკოს სატენით და ტაფა აირღუმელში მოათავსეთ 200 გრადუსზე. 50-60 წუთი იქნება საჭირო მის მოსამზადებლად. შეიძლება, 40 წუთიც საკმარისი აღმოჩნდეს.

შეგიძლიათ, თქვენს კერძს გახეხილი ყველიც მოაყაროთ – ძალიან უხდება, მართლაც საოცარი გემო აქვს.

скачать dle 11.3