კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ანეკდოტები

მარო სიძეზეა გაბრაზებული:

– ვერ გამიგია რისთვის უყვარხარ ჩემს შვილს?

სიძე: გაჩვენო?

***

– კლაუსტროფობია – ეს ჩაკეტილი სივრცის შიშია...

– ჰო, გავიგე, ჯო, მაგალითად, „პივა“ რო მამინდება და მეშინია, მაღაზია დაკეტილი არ დამხვდეს...

***

– კისერში ნაზი კოცნა – ეს ხომ საოცარი სითბოს გამოხატულება და შეგრძნებაა... ვერ გამიგია მეტროში ხალხი ასე ტრაგიკულად რატომ აღიქვამენ და გამოხატავენ...

***

– საყვარელო, მე მგონი, კარბურატორში წყალი ჩავიდა...

– აუ, რა ჭკვიანები ვართ, მანქანებში ვერკვევით... საერთოდ, იცი, სად არის კარბურატორი?

– მანქანაში.

– ყოჩაღ. მანქანა?

– მდინარეში...

***

ბავშვებმა სკოლაში სამი გოჭი გაუშვეს, დანომრილები: 1, 2 და 4... მანდატურები, მთელი პედაგოგიური კოლექტივი, დირექტორის ჩათვლით, ერთი კვირა ეძებდნენ მესამე გოჭს...

***

– მუშაობა დავიწყე... ლანდშაფტის დიზაინერად...

– აუ, მაგარია! კომპიუტერით ხაზავ და რამე...

– არა, ბულდოზერით...

***

– ბორტი 105 ვარ, ვითხოვ დისპეტჩერს! საწვავი გათავდა... ვვარდებით!

– რა გაყვირებს? პრობლემა არ არის რეისიდან ამოგშლით...

***

– მამა მიყიდე „გალაქსი“...

– რაღაც ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად ხომ არ ითხოვ საჩუქრებს?

– ეკა...

– რა ეკა? ეგ რაღას ნიშნავს?

– შენი საყვარლის სახელს...

– ჰო, დღესვე გინდა?

***

ტიპმა ოქროს თევზი დაიჭირა.

– მინდა  პატარა ქარხანა, სახლი და მანქანა.

– კარგი, ამოირჩიე – კრედიტით თუ ლიზინგით.

– კარგი, შენც ამოირჩიე – ტაფაზე ზეთში თუ ქვაბში მარილწყალში...

***

მასწავლებელი ესაუბრება ბავშვებს ალკოჰოლის მავნებლობაზე და თვალსაჩინოებისთვის – ერთ ჭიქაში ჩაასხა წყალი, მეორეში – არაყი და თითოეულში თითო ჭია ჩააგდო. წყლიან ჭიქაში ჭია ცოცხალია, არყიანში – მოკვდა.

– აბა, ბავშვებო, რა დასკვნის გამოტანა შეგიძლიათ.

– თუ დავლევთ არაყს, ჭიები აღარ გვეყოლება...

***

– აი, ჩვენ დღეს შევისწავლით ზმნის უღლებას... მაგალითად, სანდრო, თუ შენ მღერი, როგორ იტყვი ამას?

– მე ვმღერი.

– სწორია. და თუ შენი და მღერის?

– ხმა ჩაიკმინდე, გოგო!

***

ამბიცია – როდესაც მიდიხარ გამოცდაზე და შიშობ, რომ ჩაიჭრები, გიწერენ 6-იანს და ბრაზობ, რატომ 10-იანს არა!

***

კინოთეატრში ქალი გვერდით მჯდომ მამაკაცს საყვედურით მიმართავს:

– ახლავე აიღეთ ხელი ჩემი ფეხიდან... ვითვლი ხუთ...იათასამდე...

***

– რატომ გაჩუმდი?

– სიტყვებს ვეძებ... ცენზურულს...

скачать dle 11.3