ბრძნული აზრები
ლაროშფუკო: სუსტი ხასიათის მქონე ადამიანებს გულწრფელობის უნარი არ შესწევთ.
ლაბრიუერი: პირისახის მიხედვით არ შეიძლება იმსჯელო ადამიანზე, მის მიხედვით ვარაუდი შეიძლება მხოლოდ.
სტენდალი: სუსტი გულის ადამიანები ამაყობენ იმით, რომ ქონებრივი მდგომარეობა მათ ცდუნებაზე მაღლა აყენებს.
ტვენი: ალბათ, ძნელია, იპოვო ისეთი ადამიანი, რომელმაც თავისი ცხოვრების დასასრულს გულის სიღრმეში მაინც არ თქვას, რა ფუჭად გავატარე ჩემი დღე და მოსწრებაო.
უაილდი: ვის ვუწოდებთ ცინიკოსს? ადამიანს, რომელმაც იცის ყველაფრის ფასი, მაგრამ, არაფერს არავითარ ღირებულებას არ ანიჭებს.
შატსკი: თუ ვინმეს დანაშაულზე წაასწრებ, საქვეყნოდ ნუ გამოიყვან, ფეხს ნუ დააჭერ; ჯერ ცალკე გაიყვანე, პირისპირ მარტო შეხვდი და, ეცადე, საკუთარ სულში ჩაახედო.
ციგენი: ფსიქოთერაპიის გარეშე შეიძლება შეაკეთო ჩექმა ან დაამყნა მცენარე, მაგრამ, არამც და არამც არ შეიძლება, უმკურნალო ისეთ მგრძნობიარე ორგანიზმს, როგორც ადამიანია.
ბუასტი: ულმობელი და გულქვა კაცი ყოველთვის მტერზე უფრო საშიში მხეცია.
ოვიდიუსი: ზოგი კეთილს ხედავს, თანაუგრძნობს და ავს კი მაინც სჩადის.
რასინი: წარმავალია ავკაცების ბედნიერება.
შექსპირი: ადამიანის საქმე მას შემდეგ ცოცხლობს, კეთილი და ავი ხშირად იმარხება იმის ძველებთანვე.
არისტოტელე: კარგი წიგნი ის არის, რომელშიც ავტორი ამბობს იმას, რაც საჭიროა; არ ამბობს იმას, რაც არ არის საჭირო და, ამბობს ისე, როგორც საჭიროა.
ბიშიშელი: ადამიანმა უნდა გამოთქვას თავისი აზრები – ეს უფლება კი არა, მოვალეობაა.
მიჩურინი: ადამიანის უმაღლესი მოწოდება არა მარტო ბუნების ახსნა, არამედ, მისი სასიკეთოდ შეცვლაა.
პასკალი: ადამიანის სიდიდე ისაა, რომ თავის უბადრუკობას გრძნობს. ხე არ გრძნობს თავის უბადრუკობას. მაშასადამე, მხოლოდ უბადრუკი გრძნობს საკუთარ უბადრუკობას, მაგრამ, მისი სიდიადეც ესაა სწორედ.
დემოკრიტე: მხოლოდ ისინი შეიცნობენ და ესწრაფვიან მშვენიერებას, რომელთაც საამისო ბუნებრივი ნიჭი მოჰმადლებიათ.
გარბო: წარმატებულ კარიერას მამაკაცები ხშირად ცოლების დახმარებით აღწევენ.
შოუ: ჭკვიან ახალგაზრდა ქალს არჩევნის გაკეთება უხდება სულელ, მაგრამ, ჯანმრთელ და ღონიერ ახალგაზრდა მამაკაცებსა და, ჭკვიან, მაგრამ ქალებზე დახარბებულ ბებერ მამაკაცებს შორის.