კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა არის კრიშნა და ჰყავს თუ არა მას მიმდევრები საქართველოში

კრიშნაიზმი დღეს გავრცელებული რელიგიაა და მას თითქმის ყველა ქვეყანაში ჰყავს მიმდევრები. კრიშნას მოძღვრება ინდოეთიდან მომდინარეობს. დასავლეთში პოპულარიზაცია 1960 წლიდან იწყება, მაშინ, როცა კრიშნას ცნობიერების საერთაშორისო საზოგადოების დამაარსებელმა შორილა პრაპჰუპადამ, ამერიკის შეერთებულ შტატებში იმოგზაურა და მაშინდელ მეამბოხე თაობას სულიერი სიყვარულისა და მშვიდობის შესახებ უქადაგა. კრიშნაიდებს მიმდევრები საქართველოშიც ჰყავთ. ჩვენ გავესაუბრეთ კრიშნაიდების საზოგადოების ხელმძღვანელს, ბატონ ანთიმოზ ნაცვლიშვილს.

 

– ბატონო ანთიმოზ, მოგვიყევით კრიშნას ისტორია. როდის ჩამოყალიბდა, როგორც რელიგიური მიმდინარეობა?

– 80-იან წლებში ერთმა სოხუმელმა, ახალგაზრდა კაცმა, ოთარ ნაჭყეპიამ დააარსა ეს მოძრაობა საქართველოში. მისი წმიდა სახელია ამბარიშ პრაბჰუის. ის იყო პირველი მოძღვარი. დღეს მისი დამსახურებაა, რომ გვაქვს ტაძარი, სადაც ვიკრიბებით და ვკითხულობთ წმიდა წერილებს. თავდაპირველად, სოხუმში იყო ჩვენი სალოცავი, მაგრამ ოთარ ნაჭყეპია მოულოდნელად გარდაიცვალა და ამის შემდეგ, ჩვენც თბილისში გადმოვინაცვლეთ.

– რა განსხვავებაა კრიშნაიდულ მოძღვრებასა და ქრისტიანობას შორის?

– განსხვავება ბევრია, თუნდაც ელემენტარულით რომ დავიწყოთ: ტანსაცმლით, კვებით, ლოცვებით. ჩვენ გვაქვს „ბიბლია“ – „ბჰაგავად-გიტა“. გვყავს მოძღვრები, რომლებიც საჭირო ცოდნას გადმოგვცემენ. ისინი ჩამოდიან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. საერთოდ, ჩვენი მოძღვრება, ძირითადად, დაფუძნებულია ცოდნასა და სიყვარულზე. ეს ორი რამ ერთმანეთს ავსებს. ყველაფერს ცოდნა სჭირდება, განსაკუთრებით კი, რელიგიას, რადგან ის ყველაზე ვრცელი, რთული და ამოუწურავი თემაა. ჩვენც ვსწავლობთ მის ფილოსოფიურ-იდეოლოგიურ მხარეებს. ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას, განურჩევლად ცხოველის, ფრინველისა თუ ადამიანის მიმართ. მიგვაჩნია, რომ ადამიანი უნდა იდგეს სუფთა და წმიდა ცხოვრების გზაზე, ამიტომ გვაქვს რაღაც აკრძალვები.

– კრიშნა ანუ ვიშნუ, თავად ტერმინი როგორ განიმარტება?

– კრიშნას განმარტება ვრცელია და, ის ბევრ რამეს მოიცავს. თავად კრიშნა არის კნინობითი სახელი, სინამდვილეში ვიშნუდან მოდის ყველაფერი. კრიშნა, ანუ ვიშნუ, არის უზენაესი ღვთაება, რომელიც სხვადასხვა ფუნქციას ანაწილებს ღვთაებებს შორის. მაგალითად, ბრაჰმას ფუნქციაა შექმნა. ვიშნუ, იგივე კრიშნა ამ ყველაფერს აკონტროლებს. აშენება ადვილია, მისი შენარჩუნება კი – რთული. შივას ფუნქცია, გარკვეული პერიოდის შემდეგ ყოველივე შექმნილის განადგურებაა. ეს შექმნისა და განადგურების ციკლი უსასრულოდ გრძელდება.

– ღვთისმსახურებას მხოლოდ მამაკაცები ატარებთ?

– არა. თქვენს ენაზე რომ ვთქვათ, ამ მხრივ, გენდერული ბალანსი დაცულია. ზოგადად, ვედური სიბრძნის მიხედვით, ქალის სტატუსი მამაკაცისაზე დაბალია, მაგრამ ქალსა და მამაკაცს შორის განსხვავება მანამდე არსებობს, სანამ  მატერიალური ცნობიერება გაქვს. ადამიანისთვის, რომელიც წმიდა ცხოვრებით, ანუ სულიერად ცხოვრობს, ამგვარი სქესობრივი განსხვავება არ არსებობს, რადგან სულს სქესი არა აქვს. თუმცა, რაღაც საკითხებში მამაკაცები ლიდერობენ, ეს ჯერჯერობით საქართველოშიც ასეა. კი არის საუბარი გენდერულ თანასწორობაზე, მაგრამ, მგონი, ვინარჩუნებთ უპირატესობას რაღაც საკითხებში.

– ვინ არის გურუ?

– გურუ არის სულიერი მოძღვარი, რომელიც გვასწავლის და გადმოგვცემს ცოდნას ამა თუ იმ საკითხის შესახებ. ის არის მაგალითი თითოეული კრიშნაიდისთვის, თუ როგორი უნდა იყოს ჭეშმარიტი ღმერთის ერთგული. ღმერთი ერთია, არ არსებობს ჩემი და შენი ღმერთი. შესაბამისად, იესო არის ჩვენი გურუ. სულიერი მოძღვარი უფლის უდიდესი მსახურია.

– საქართველოში ვინ არის გურუ?

– ჩვენ არ გვყავს გურუ. ეგ არის ერთ-ერთი სერიოზული წოდება, რომელიც მარტივად არ მიიღწევა. მაგრამ სულიერი მოძღვრები ჩვენთან სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან.

– რატომ გახდით კრიშნას მიმდევარი?

– ჩემი თავი ვიპოვე აქ და იმიტომ. დამაინტერესა, მოვედი და დავრჩი. ეს იყო ჩემი პირადი სურვილი და ცნობისმოყვარეობა. საერთოდ, ადამიანი ოთხი რამის გამო მიდის რელიგიასთან ახლოს: 1 – ტანჯვის, 2 – ანგარების, 3 – ცნობისმოყვარეობის და 4 – ვისაც ჭეშმარიტების შეცნობა სურს. ჩემს შემთხვევაში იყო ცნობისმოყვარეობა.

– რა რიტუალებია კრიშნაიდული მოძღვრებისთვის დამახასიათებელი და რა იგულისხმება კვირის პრასადში?

– რიტუალები, როგორც ასეთი, არ არის. უბრალოდ, გვაქვს წესები. ჩვენი ღვთისმსახურება გულისხმობს გალობას სხვადასხვა ინსტრუმენტზე. ვკითხულობთ და განვმარტავთ „ბჰაგავად-გიტას“ და სხვა წმიდა წერილებს. მივაგებთ პატივს კრიშნას გამოსახულებას. კრიშნას ქანდაკებისადმი დამოკიდებულება სიყვარულით აღსავსე და მოკრძალებულია. როგორც შეგვიძლია, მისდამი გამოვხატავთ პატივისცემას. კვირის პრასადი, ეს არის დღე, როდესაც ვუმასპინძლდებით ხოლმე სტუმრებს საკვებით. ჭამის დაწყებამდე თეფშზე ვდებთ საკვებს და კრიშნას გამოსახულების წინაშე ვათავსებთ. ეს სრულდება ყოველდღე. ვინაიდან საკვები, რომელიც ჩვენს ხელთაა, მისი მოწოდებულია.  ამიტომ, პატივი უნდა მივაგოთ. „პრასადის“ ეწოდება ქვაბს, რომელშიც საკვები მზადდება. თავად ტერმინის განმარტება წყალობას ნიშნავს. ჩვენ ვუფრთხილდებით ყველაფერს, რაც უფლის მიერაა ბოძებული. მაგალითად, ვაშლის ხემ რომ ნაყოფი მოისხა, ვინ მოგვცა ის? – უფალმა, ამიტომ, როცა აიღებ ან მოწყვეტ რაღაცას, მადლობა უფალს უნდა უთხრა და შემდეგ მიირთვა.

– რას მოითხოვს კრიშნას წევრობა? როგორი უნდა იყოს ის?

– განსაკუთრებულს არაფერს მოითხოვს. პირველ ყოვლისა, უნდა იცოდე, რომ ეს მოძღვრება მეცნიერებაა, რომელიც ღმერთს, სულს და მათ შორის ურთიერთობას ეხება, რომელიც სიყვარულს და ცოდნას ქადაგებს. უნდა იყო სუფთა სულის. შეუცდომელი და უცოდველი, მართალია, არავინაა, მაგრამ უნდა შეეცადო, იმ გზით იცხოვრო, რომელსაც ჩვენ ვსწავლობთ. სურვილებს არ უნდა დაუმორჩილო გონება.

– თქვენ არ გჯერათ ერთხელ ცხოვრების, ამაზე რას გვეტყვით?

– სულის ციკლური ევოლუციის, ანუ სიკვდილის შემდეგ, მის სხვა სხეულში გადასახლებას ვაღიარებთ. ეს პროცესი მანამდე გრძელდება, სანამ სული სრულყოფილების სტადიას არ მიაღწევს. აბა, მაშინ გაუგებარია, ერთი ადამიანი რატომ იბადება ლამაზი, მეორე – მახინჯი, მდიდარი, ღარიბი და ასე შემდეგ. მაშინ ღმერთი უსამართლოა, როგორიც დღეს ხარ, ეს წინა ცხოვრების დამსახურებაა.

 

скачать dle 11.3