კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის გრძნობდა ნინა სუბლატი თავს „წიხლქვეშ გავარდნილივით” და რის მერე დაეწყო მას დეპრესია

იშვიათად მინახავს ისეთი მიზანდასახული და მშრომელი ადამიანი, როგორიც ნინა სუბლატია. მიუხედავად იმისა, რომ ის მხოლოდ 19 წლისაა, შეძლო, თავისი ნიჭი ფართო მასებისთვის გაეცნო, სცენიდან უამრავი თაყვანისმცემელი გაეჩინა და ალბომებიც დიდი რაოდენობით გაეყიდა. ნინასთვის ეს ზაფხული ორმაგად ცხელი აღმოჩნდა, რადგან, კონსერვატორიაში აბარებდა გამოცდებს, თან, საქართველოს რეგიონებში გამართულ კონცერტებში იღებდა მონაწილეობას და პრაქტიკულად, სულ გზაში იყო. მიუხედავად, დატვირთული დღის რეჟიმისა, ნინამ წარმატებით ჩააბარა გამოცდები და პირველი კურსის სტუდენტი გახდა. დღეს ის მეორე მუსიკალურ ალბომზე მუშაობს და, ცდილობს, ცხოვრებაში უფრო მეტს მიაღწიოს.


ნინა სუბლატი: მიზანდასახული ადამიანი ვარ. სანამ ნაბიჯს გადავდგამ, ბევრს ვფიქრობ, ამას რა მოჰყვება, რამდენად გამიმართლებს და, მიღირს თუ არა ამა თუ იმ საქმის წამოწყება. გამართლებას რაც შეეხება, ვფიქრობ, იმდენს ვშრომობ, რომ მიმართლებს, თორემ, ციდან ჩამოვარდნილი არაფერი მხვდება (იცინის). მახსოვს, ბავშვობაში მინდოდა, ბალერინა გამოვსულიყავი, მაგრამ, ეს ოცნება ვერ ავიხდინე, მაგრამ, ჩემი ბრალი არ არის. ამბობენ, სამი თვის უკვე ღიღინებდიო, თუმცა არასდროს მითქვამს, მომღერალი მინდა გამოვიდე-მეთქი, რადგან, ბავშვობაში რომ ვმღეროდი, ეს ჩვეულებრივ მოვლენად მიმაჩნდა. აი, ბალერინობა კი ჩემი ოცნება იყო, თან, მონაცემებიც მქონდა.

– მერე, რატომ ვერ აიხდინე ეს ოცნება?

– მამამ გადაწყვიტა, რომ ბალეტისთვის საკმაოდ მაღალი ვიყავი, კიდევ უფრო გავიზრდებოდი სიმაღლეში და არ მატარა (იცინის). მართალია, ყოველთვის ხელოვნებისკენ ვიხრებოდი – ცეკვა მიყვარდა, ვხატავდი, ვმღეროდი, მაგრამ, პოპულარობა არასდროს მინდოდა. სანამ „საქართველოს ვარსკვლავიდან” გამიცნობდა ხალხი, გაცილებით უკეთ ვგრძნობდი თავს (იცინის). კონკურსებს თავისი პლუს-მინუსები აქვს. დღეს ქუჩაშიც მცნობენ, ჩემს შემოქმედებასაც იცნობენ, ალბომებიც ჩავწერე და ეს ჩემს ასაკში საკმაოდ დიდი და წინ გადადგმული ნაბიჯია. თუმცა, ბევრი რომ გამოთქვამს აზრს ჩემზე, ეს ცოტა მღლის. ამას ყურადღებას არც ვაქცევ, იგნორს ვუკეთებ, მაგრამ, რაღაც მომენტში მაინც დამღლელია. ძალიან პირდაპირი ადამიანი ვარ, ვფიქრობ, სამართლიანად კრიტიკულიც და, ეტყობა, ეს იწვევს ვიღაც-ვიღაცეების გაღიზიანებას. საკმაოდ კარგად მაქვს განვითარებული პასუხისმგებლობა, თან, ვცდილობ ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვიყენო. 

– სამხატვრო აკადემიის მეორე კურსის სტუდენტობაზე უარი თქვი და წელს კონსერვატორიის, პირველი კურსის სტუდენტი გახდი. გილოცავ! თუმცა, ხომ არ გიფიქრია, რომ შენს ასაკში ჯერ ერთი დაგემთავრებინა და მერე მეორეში გეცადა ბედი? ერთი წლის დაკარგვა არ დაგენანა?

– მეც არ ვიცი, სამხატვრო აკადემიაში როგორ მოვხვდი (იცინის). „საქართველოს ვარსკვლავის” კონკურსში ვმონაწილეობდი და ვერანაირად ვერ ვახერხებდი მომზადებას. მხოლოდ ბოლო ორი თვე მოვემზადე და გამიმართლა. ერთი წლის განმავლობაში ვსწავლობდი ინტერიერის დიზაინს, მომწონდა ეს საქმე, მაგრამ, მივხვდი, რომ ეს ჩემი არ იყო და ვერ ვახერხებდი მაქსიმუმის კეთებას ამ დარგში. არადა, თუ ბოლომდე არ იხარჯები იმაში, რასაც აკეთებ, ნახევრად ნიჭიერება არ მესმის. ანუ, რასაც აკეთებ, იმ საქმეში ან საუკეთესო უნდა იყო, ან საერთოდ არ უნდა აკეთო. მოკლედ, ნახევრად დიზაინერობა ვერ მოდის ჩემამდე. კონსერვატორიაში კი გაიხსნა ახალი ფაკულტეტი – მუსიკა და დღევანდელობა და, მეც იქ გადავწყვიტე ჩაბარება. გამოცდები წარმატებით ჩავაბარე და კონსერვატორიის სტუდენტიც გავხდი. სხვათა შორის, რომ დავაპირე ჩაბარება, ვთქვი: ესეც თუ გამომივიდა, ვიტყვი, ბედი მწყალობს-მეთქი და დღეს ამას თამამად, ამაყად და ხმამაღლა ვამბობ (იცინის). ასე რომ, მაგარი იღბლიანი ვარ – რასაც ხელს ვკიდებ, გამომდის. 

– ვიცი, რომ პარალელურად ახალ ალბომზეც მუშაობ; აქეთ – ოჯახი, იქით – მეცადინეობა... ამდენს როგორ ასწრებ?

– (იცინის) მართლა არ ვიცი ამდენ საქმეს ერთად როგორ ვასწრებ, მაგრამ, ფაქტია, გამომდის. ეს ზაფხული კატასტროფული მქონდა, რადგან, მანქანიდან და „მარშრუტკიდან” არ გადმოვსულვარ, მთელი საქართველო შემოვიარე, კონცერტებზე გამოვდიოდი და გადარეული გრაფიკი მქონდა. ახლა კონსერვატორიაც დაემატა, დილიდან დაღამებამდე მომიწევს შრომა და, უნდა მოვასწრო, სხვა გზა არა მაქვს. 

– ნინა, ბოლოს რომ გნახე, თმა წითლად გქონდა შეღებილი, ახლა კი შავ, გრძელ თმას ატარებ. როგორც ვხვდები, გიყვარს იმიჯის ხშირად შეცვლა, მაგრამ, ამდენი ექსპერიმენტი საკუთარ თმაზე ცოტა საშიში არ არის?

– იმიჯის ცვლა და ექსპერიმენტები ძალიან მიყვარს და, თუ რამე არ ხდება, ჩემს „კანში” ვერ ვისვენებ (იცინის). ამ ექსპერიმენტების გამო, თმა გამცვივდა, მაგრამ, მაინც არ ვეშვები. ყველანაირ ფერად მქონდა თმა შეღებილი და ამის გამო დამეწყო პრობლემები, თუმცა ვუვლი, ვმკურნალობ და მერე ისევ ექსპერიმენტებს ვიწყებ. გავიღვიძებ დილით და, ვთქვათ, მომინდება, ვიყო ქერა ან წითური; მერე ვიწყებ ფიქრს, როგორ ავიტან ამ ქერა ან წითელ თმას და მივიდვარ გადაწყვეტილებამდე, რომ უნდა ვცადო. მერე, სარკესთან ვიწყებ ფიქრს, რატომ ვარ ქერა ან წითური და, ამ ცდა-ცდაში ყველაფერი მოვსინჯე. ჩემი თმის ბუნებრივი ფერი ღია ნაცრისფერი-ქერაა,  მაგრამ, დღეს შავად მაქვს შეღებილი და ყველაზე მეტად მომწონს. ხშირად ვხუმრობ, როგორი არაადეკვატური ვარ ამ ჩემი თმის მიმართ-მეთქი (იცინის). შავ თმაში ისეთი ვარ, როგორიც ვარ – არც მანაზებს და არც მაუხეშებს და კომფორტულად ვგრძნობ თავს. 

– არ გიფიქრია, უცხოეთში სცადო ბედი?

– როგორ არ მიფიქრია. მე და ჩემი ქმარი ამერიკაში ვიყავით ორი კვირით და, მივხვდი, რომ ეს ქვეყანა ჩემია, კარგად მოვერგე. არც დროის გასწრება მიგრძნია და არც დროში ჩამორჩენა. საქართველოში არაფერი ხდება, ცხოვრება შენელებული კადრივითაა, უცხოეთში კი დიდი შანსია, კარიერა აიწყო, წინ წაიწიო და აკეთო ის, რაც წარმატებას მოგიტანს. იქ იგრძნობა, რომ ცხოვრება დუღს. უცხოეთში დიდი ბაზარია და, თუ შრომობ და თავს არ ზოგავ, მიაღწევ იმას, რასაც დაისახავ მიზნად. უცხოეთში წასვლაზე კი ვფიქრობ, მაგრამ, ჭკვიანურად – არ მინდა, ავდგე, წავიდე და მერე დავიწყო ფიქრი, რისთვის ჩამოვედი-მეთქი. ევროპაზე არ ვგიჟდები, ამერიკაში კი სიამოვნებით ვიცხოვრებდი. არ მიყვარს წითელპომადიანი, ქერა, გაპრანჭული, „თოჯინა” და „ბარბი” ადამიანები, როგორებიც ევროპულ სცენაზე დგანან, მე უფრო ამერიკა მხიბლავს. უცხოეთში წასვლა გეგმაში მაქვს, და ვფიქრობ, ჩემი ბუნებრიობითა და შემოქმედებით, ამერიკა კარგად მიმიღებს. რაც არ ზის ჩემში, იმას ვერ გავაკეთებ. 

– თუ ყოფილა პერიოდი, როცა სიმღერა არ გდომებია?

– როგორ არა. „საქართველოს ვარსკვლავი” რომ დამთავრდა, სიმღერა აღარ მინდოდა. მთელი ხუთი თვე დეპრესია მქონდა, იმხელა სტრესი მივიღე. როცა შენ შრომობ, თავს არ ზოგავ და ხვდები, რომ ვიღაც-ვიღაცეებზეა შენი ბედი დამოკიდებული და არა შენს ნაშრომზე, ეს ძალიან რთულია, დეპრესიამდე მიჰყავს ადამიანი და ამ მდგომარეობიდან გამოძრომა ძნელი ხდება. „წიხლქვეშ გავარდნილივით” ვგრძნობდი თავს კონკურსის მერე, დეპრესიაც დამეწყო, მაგრამ, ეს არავის შეუმჩნევია. წარმოიდგინეთ, დღეები „დუღს”, ყველა შენზე ლაპარაკობს, გიყურებს და, ერთ დღესაც, ეს ყველაფერი მთავრდება და ჩუმდება – ეს სიტუაცია შემოქმედებითი ადამიანისთვის რთულია. ამიტომ, გადავწყვიტე, რომ კონკურსებში მონაწილეობა აღარ მივიღო. 

 

скачать dle 11.3