კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კომპოზიტორ ნანა დაუშვილის არტ-სტუდიის კიდევ ერთი წარმატება და ქალთა კვარტეტი, რომელიც მსმენელს დიდ სიამოვნებას ანიჭებს

გასული ზაფხული ყველასთვის საყვარელი კომპოზიტორისთვის, ნანა დაუშვილისთვის, რომელიც არაერთი ცნობილი და პოპულარული სიმღერების ავტორია, საკმაოდ დატვირთული და წარმატებული იყო.  რაც მთავარია, მის არტ-სტუდიას და ასევე მის კვარტეტს სამომავლოდ საკმაოდ ბევრი საინტერესო გეგმა აქვს.

ნანა დაუშვილი: ივლისში ქობულეთში ჩატარდა ბავშვთა და მოზარდთა საერთაშორისო ფესტივალი, გალა-კონცერტი კი გაიმართა ბათუმში, სადაც მონაწილეობდა უამრავი კოლექტივი სხვადასხვა ქვეყნიდან. ჩემი არტ-სტუდია „ნანა“ გახდა გრანპრის მფლობელი. პარალელურად, ჩემს კვარტეტთან ერთად სპეციალური მიწვევით ვიყავი ურეკში – ეს იყო დიდი ემოციებით დატვირთული ულამაზესი საღამოები. ვისვენებდით სანატორიუმში და ყოველ საღამოს ჩვენს მრავალრიცხოვან სტუმრებს, როგორც ქართველებს, ასევე უცხოელებს ვუტარებდით კონცერტებს. ჩვენს ქალთა კვარტეტს, რომლის შემადგენლობაშიც ვართ პროფესიონალი მუსიკოსები  – ინგა ბერაძე, ნანა ცხვარაძე, მაია კანდელაკი და მე, სამომავლოდ ბევრი გეგმა გვაქვს. ადრე სამნი ვიყავით: მე, ინგა და ნანა, ფილარმონიაში გვქონდა არაერთი წარმატებული კონცერტი, ასევე გასვლითი კონცერტებიც, ბევრ ადამიანს სიხარულს ვანიჭებდით ჩვენი სიმღერით. ახლა  ოთხნი გავხდით, გვაქვს უამრავი გეგმა, ვაპირებთ გავაკეთოთ დიდი პროგრამა, სადაც არა მხოლოდ ჩემი სიმღერები გაიჟღერებს, არამედ უამრავი ნაცნობი და ხალხისთვის საყვარელი კომპოზიტორების ნაწამოებები. გარდა ამისა, იგეგმება ჩემი სიმღერების ალბომის გამოშვება, რომელშიც შევა როგორც უკვე ნაცნობი და პოპულარული სიმღერები, რომლებსაც ასრულებენ პოპულარული მომღერლები, ასევე ჩემი კვარტეტისთვის შექმნილი სიმღერები. რაც მთავარია, გამოჩნდა პიროვნება, რომელმაც გამოთქვა სურვილი რომ დააფინანსოს ჩემი ალბომი, შემდგომში კი, ალბათ, უფრო მასშტაბურ საღამოსაც გავაკეთებთ, ანუ ჩემს საღამოს – ეს ყველაფერი მხოლოდ გეგმებია და ღვთის წყალობით, ამის განხორციელებას შევძლებთ. ძალიან მალე ახალ სიმღერებს მოისმენს როგორც ქართველი, ასევე ებრაელი მსმენელი. ორი დუეტი მაქვს უკვე შექმნილი  – ერთი დავწერე ჩემი მოსწავლეებისთვის: სალომე მუჯირისთვის და ოთო ნუცუბიძისთვის, მეორეს კი ებრაელი მეგობრები შეასრულებენ. გარდა ამისა, ჩემმა გაზრდილმა,  საამაყო მომღერალამა ნოდიკო ტატიშვილმა მიმიწვია სამუშაოდ თავის სტუდიაში, სადაც ჩემთან ერთად იმუშავებენ თათული ედიშერაშვილი და ჯულიანა ბარგნარი. 

გარდა ამისა, ჩემს არტ-სტუდიაში, რომელიც ლეილა მესხის აკადემიის შენობაში მდებარეობს, გრძელდება მიღება, პარალელურად ვაკეთებ ჯგუფს პატარებისთვის.

скачать dle 11.3