კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისი კოლექციის სახე გახდა ანასტასია იგონინა და სად უწევდნენ მას მსოფლიოს ცნობილი ტოპ-მოდელები მენტორობას

15 წლის ანასტასია იგონინა  სამოდელო სააგენტო „იმიჯ-ცენტრის“ მოდელია. რამდენიმე ხნის წინ ის „ელიტ მოდელ ლუქ ჯორჯიას“ გამარჯვებული გახდა და  მას შემდეგ მისი სამოდელო კარიერა წარმატებულად გრძელდება. 

 

ანასტასია იგონინა: 15 წლის ვარ, ვცხოვრობ მშობლებთან. შვილებს შორის ყველაზე უფროსი ვარ. მყავს ორი უმცროსი დაიკო: 8 წლის ლილი და 1 წლის ნატალი. სკოლაში დავდივარ  და უკვე ერთი წელია, ვეუფლები მოდელის პროფესიას სამოდელო სააგენტო IC Model Management-ში. ბათუმიდან ვარ და ძალიან მიყვარს ჩემი ქალაქი. როდესაც სადმე მივდივარ, სულ მენატრება ჩემი ოჯახი, მეგობრები და განსაკუთრებით – ბათუმი. 

– როდის გადაწყვიტე მოდელობა? 

– შარშან Elite Model Look Georgia 2013-ის ქასთინგის გამოცხადების შემდეგ, გადავწყვიტე, მიმეღო მონაწილეობა ამ კონკურსში. თავიდან გავედი რეგიონალურ ქასთინგზე, რომელიც ჩატარდა ბათუმში, რის შემდეგაც მიმიწვიეს ეროვნულ ქასთინგზე. ამის მერე მოვხვდი 20 საუკეთესო დამწყებ მოდელს შორის. ერთი თვის განმავლობაში ვცხოვრობდი თბილისში და სხვა კონკურსანტებთან ერთად ინტენსიურად ვემზადებოდი Elite Model Look-ის ფინალური შოუსთვის. იმის შემდეგ, რაც კონკურსში გავიმარჯვე, მოდელობა ჩემს ძირითად საქმიანობად იქცა და, ვგეგმავ, სერიოზულად გავყვე ამ პროფესიას. ყოველთვის მომწონდა წარმატებული მოდელების შესახებ ინფორმაციის გაცნობა, მათ შესახებ ბევრი მსმენია და, როგორც ყველა გოგონას, მეც ხშირად წარმომედგინა ჩემი თავი მათ ადგილას. მეგობრებიც ხშირად მეუბნებოდნენ, რომ მოდელის გარეგნობა მაქვს. როდესაც ტელევიზიით შევიტყვე ამ კონკურსის შესახებ, მაშინვე მივხვდი – ეს იყო რეალური შანსი, რომლის მეშვეობითაც შემეძლო წარმატებული სამოდელო კარიერის დაწყება; თუმცა, არასდროს მეგონა, რომ 14 წლის გოგონას ბათუმიდან, შეეძლო, გაემარჯვა ამ პრესტიჟულ კონკურსში. ჩემდა საბედნიეროდ, საერთაშორისო წარმომადგენელმა პარიზიდან სწორედ მე დამასახელა გამარჯვებულად, რის შემდეგაც გავემგზავრე მსოფლიო ფინალზე, რომელიც ჩატარდა ჩინეთში და  მივიღე შემოთავაზება „ელიტის” პარტნიორ საერთაშორისო სამოდელო სააგენტო Stiye Model Management-იდან, სადაც უკვე ვიმყოფებოდი სამუშაო კონტრაქტით და საერთაშორისო გამოცდილება მივიღე.

– როგორი იყო „ელიტ მოდელ ლუქ ჯორჯია 2013-ის“ მოსამზადებელი პერიოდი და თავად კონკურსი?

– ამდენი ხნით – ერთი თვით – თბილისში დამოუკიდებლად პირველად ვიყავი ჩამოსული. სამოდელო გამოცდილებაც პირველი იყო ჩემს ცხოვრებაში, ძალიან ბევრი რამ ვისწავლე და  ახალი მეგობრებიც შევიძინე. შემდეგ ეს ცოდნა გამომადგა საერთაშორისო კონკურსზეც. გვქონდა ძალიან დატვირთული გრაფიკი: ყოველდღიური ვარჯიში სპორტკომპლექს „არენაში“, ფოტოგადაღებები – „კიკალა სტუდიოში“, ტანსაცმლის მორგება – „ავთანდილის მოდის სახლში”, დეფილეს გაკვეთილები – სააგენტოში, ვიდეოგადაღება – ტელეკომპანია „იმედში“ და, პარალელურად,  ახალ მეგობრებთან ერთად გართობა და გასაუბრებები ჟიურის წევრებთან. ეს ყველაფერი იყო საინტერესო, სახალისო და, ამავდროულად, ძალიან სასარგებლო. 

კონკურსში მონაწილეობამ, უპირველეს ყოვლისა, შემცვალა, როგორც პიროვნება; სრულად გავიაზრე, რასთან მქონდა საქმე. ვისწავლე, რა იყო მოდელის საქმიანობა და რა რეჟიმში უწევდათ მათ მუშაობა. შეიცვალა სხვების დამოკიდებულება ჩემ მიმართ და სამოდელო სფეროში გავხდი ცნობადი და მოთხოვნადი მოდელი. კონკურსის შემდეგ გავხდი ანუკი არეშიძის „შემოდგმა-ზამთარი 2015 წლის“ კოლექციის სახე. მქონდა არაჩვეულებრივი გადაღება ჯიჯი რეჯინთან. პირადად ვმუშაობდი ანუკი არეშიძესთან, რაც ჩემთვის ძალიან დიდი პატივია. ანუკის შოუმ ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე: ულამაზესი სასახლე, საინტერესო და მორგებული სამოსი, პროფესიონალებთან მუშაობა და, ეს უდიდესი გამოცდილება ჩემი სამოდელო კარიერის საწყის ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და თქვენი ჟურნალის მეშვეობთ კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა ანუკის და ჯიჯის. „თბილისის მოდის კვირეულმა,” კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ეს სწორედ ის საქმიანობაა, რითაც მე სიამოვნებით დავკავდებოდი უახლოეს მომავალში. მონაწილეობა მივიღე  „ატელიე კიკალას“, აკა ნანიტაშვილის, რამაზო რომას, ლელო ელოშვილისა და ავთანდილ ცქვიტინიძის კოლექციების ჩვენებებში. ძალიან დამამახსოვრდა კვირეულის პირველი შოუ, რომელიც იყო „ატელიე კიკალას“ კოლექციის ჩვენება, ძალიან მომეწონა ლადო ბოკუჩავას მიერ შექმნილი კაბების თანამედროვე, გეომეტრიული ფორმები, ფერები და ქსოვილის ხარისხი; აგრეთვე, დაუვიწყარი შთაბეჭილება დატოვა განსხვავებულ გარემოში ჩატარებულმა ავთანდილის კოლექციის ჩვენებამ. ბუმბულებით გაწყობილი კოლექცია, ღია ცის ქვეშ, ტყის ეფექტის მქონე გარემოში ჩატარებული შოუ და შესაფერისი მუსიკა  ზღაპრული სამყაროს შთაბეჭდილებას ტოვებდა, სადაც ჩვენ ზღაპრის გმირებივით, რომანტიკულად მივაბიჯებდით ახალნაწვიმარ ბილიკებზე. 

– შენი აზრით, რა სჭირდება გოგონას, რომ ამ კონკურსის გამარჯვებული გახდეს, ანუ, შენ რა დაგეხმარა გამარჯვებაში? 

– სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, ზუსტად რა არის საჭირო, თუმცა, დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ კონკურსის ორგანიზატორები პროფესიონალები არიან თავის სფეროში და ზუსტად იციან, რა და როგორ უნდა გასწავლონ იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიო როგორც ამ კონკურსში, ასევე, საერთაშორისო ასპარეზზე. მე თავიდან ბოლომდე ვენდე მათ და დღემდე არ მინანია ამ გადაწყვეტილების გამო. ყოველთვის დარწმუნებული ვარ, რომ სააგენტო „იმიჯ-ცენტრი“ და მთელი გუნდი, მხოლოდ მოდელის ინტერესებით ხელმძღვანელობენ  და იმაზე ზრუნავენ, რომ ჩვენ, დამწყებ მოდელებს, ყველანაირი შანსი მოგვცენ იმისთვის, რათა სწორად განვვითარდეთ და ავაწყოთ წარმატებული სამოდელო კარიერა. დანარჩენი უკვე თითოეული მოდელის მონდომებაზეა დამოკიდებული. მე მჯერა, რომ ამ საქმეში გარეგნობის გარდა, უფრო მნიშვნელოვანია მონდომება, შრომისმოყვარობა, მიზანდასახულობა და, რა თქმა უნდა, სწორი მენეჯმენტი, რომელსაც პროფესიონალების გუნდი უზრუნველყოფს. მიხარია, რომ ისეთ სააგენტოში მოვხვდი, სადაც ჩემი წარმატება აღიქმება, როგორც სააგენტოსა და ქვეყნის წარმატება. საერთაშორისო კონკურსზე დიდი გამოცდილება მივიღე – საოცრება იყო. პირველად ვიჯექი თვითმფრინავში, პირველად ვიყავი უცხოეთში და მშობლებისგან ასე შორს. პირველად მომიწია, დამოუკიდებლად მესაუბრა უცხო ენაზე და უფრო მეტად მივხვდი, რამდენად საჭიროა ინგლისური ენის კარგად ცოდნა. მოსამზადებელ პერიოდში მსოფლიოს ცნობილი ტოპ-მოდელები გვიწევდნენ მენტორობას და უამრავი რამ გვასწავლეს, პოზირების ტექნიკით დაწყებული, ამ პროფესიის მიმართ სწორი დამოკიდებულებით დამთავრებული. მქონდა ბევრი ფოტო და ვიდეოგადაღება; გავიცანი უამრავი დამწყები მოდელი სამოცზე მეტი  ქვეყნიდან. თითქმის ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა მომზადება გრანდიოზული ფინალური შოუსთვის.

– „ელიტ მოდელ ლუქ ჯორჯია 2013-ის“ შემდეგ ჩინეთში იმყოფებოდი კონტრაქტით სამუშაოდ. წარმატებული იყო შენთვის ეს კონტრაქტი?

– საერთაშორისო კონკურსის შემდეგ მიმიწვიეს შანხაის ერთ-ერთ სააგენტოში, რომელსაც აზიის სხვადასხვა ქვეყანაში აქვს ფილიალები. ზოგადად აზიურ ბაზარზე მინდა გითხრათ, რომ დღესდღეობით ეს არის ახალი მოდის ეპიცენტრი. ეს არის ადგილი, სადაც იქმნება მოდა – სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ცნობილი ბრენდების უმრავლესობა სწორედ ჩინეთში და აზიის სხვადასხვა ქვეყანაში აწარმოებს ტანსაცმელს და აქ იწყება ამ ბრენდების პოპულარიზაცია და პრომოუშენიც. მე ძალიან ბევრი და საინტერესო სამუშაო მქონდა: კატალოგების გადაღება, ჩვენებები, გადაღება ჟურნალებისთვის, გამოფენები. პირადად მე ყველანაირი სამუშაო მომწონს, რადგან, განსხვავებულ გამოცდილებას ვიღებ და, ჯერ იმ ეტაპზე ვარ, რომ ყველაფერი მაინტერესებს და სიამოვნებით ვაკეთებ ამ საქმეს. ძალიან კმაყოფილი ვარ როგორც მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით, აგრეთვე, ანაზღაურებით და პირობებით.

– გყავს შეყვარებული?

– თაყვანისმცემლები კი მყავს, მაგრამ, მათთვის  ნაკლებად მცალია, ეს, ალბათ, სამომავლო თემა უფრო იქნება. ამ ეტაპზე ჩემი ცხოვრების ძირითადი მიზანია პროფესიული ზრდა და სწავლის შეთავსება ჩემს ძირითად საქმიანობასთან – მოდელობასთან.  წინასწარ არასდროს ვგეგმავ, როგორი ბიჭი უნდა მომეწონოს, მთავარია, კარგი ადამიანი იყოს და ქალის პატივისცემა იცოდეს ნებისმიერ სიტუაციაში. 

– მომიყევი როგორც მოდელობის, ასევე, სწავლის და პირადი ცხოვრების შესახებ – რას აპირებ მომავალში? 

– ვცდილობ, სწავლა შევუთავსო ჩემს კარიერას და დიდ აქცენტს ვაკეთებ უცხო ენის მიმართულებით. რაც შეეხება ჩემს კარიერას, სააგენტო „იმიჯ ცენტრის“ მიერ უკვე დაგეგმილი მაქვს მოგზაურობა: ჯერ ტაილანდში მივდივარ, შემდეგ – სინგაპურში. ჩემი ოცნებაა, მოვხვდე იაპონიაში და პარიზში და, დარწმუნებული ვარ, ესეც მალე მოხდება.

– 13 სექტემბერს „თბილისი მოლში“ „ელიტ მოდელ ლუქ ჯორჯია 2014-ის“ ნაციონალური ქასთინგი იგეგმება, სადაც შენ, ქალბატონ ია კიწმარიშვილთან ერთად, შესარჩევი ჟიურის წევრი იქნები. 

– ბედნიერი ვარ, რომ დროულად გადავდგი პირველი ნაბიჯი წარმატებისკენ, მივიღე მონაწილეობა კონკურსში და, ახლა შემიძლია, ჩემი საკუთარი გამოცდილებით ვაჩვენო მომავალ თაობას თუ როგორ შეიძლება ერთმა პატარა გოგონამ, პატარა ბათუმიდან მიაღწიოს დიდ წარმატებას მსოფლიო მოდის დიდი ქალაქებში. ყველა გოგონას და ვაჟს, ვისაც აქვს სურვილი, ბედი სცადოს სამოდელო სფეროში, ვურჩევ, ნუ დაკარგავენ დროს, მიიღონ მონაწილეობა ამ ერთადერთ პროფესიულ საერთაშრისო სამოდელო კონკურსში, რადგან, ამ დარგში ასაკი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. სამოდელო სფერო ძალიან გაახალგაზრდავებულია – მოდელები უკვე 14 წლის ასაკში დგამენ პირველ ნაბიჯებს იმისთვის, რომ 16 წლის ასაკში უკვე მყარი ნაბიჯებით თამამად იარონ მსოფლიო მოდის პოდიუმებზე. მე უკვე გავაკეთე ჩემი პროფესიული არჩევანი და ახლა თქვენი ჯერია. წარმატებებს ვურვებ ყველა მსურველს და 13 სექტემბერს ველით „თბილისი მოლში,“ „ელიტ მოდელ ლუქ ჯორჯია 2014“-ის ეროვნულ ქასთინგზე. 

 

скачать dle 11.3