კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ცდილობენ სოფო ტოროშელიძე და მისი მეუღლე, რომ მათი სიყვარული მუდამ „ცხელი“ იყოს და რა სიურპრიზებს უწყობენ ისინი ერთმანეთს

ჯგუფ „ელდრაინის“ სოლისტი სოფო ტოროშელიძე პოპულარობის სიმცირეს არც მანამდე უჩიოდა, მაგრამ, პროექტ „X ფაქტორის” შემდეგ, რომელშიც ის ჟიურის წევრი იყო, მისადმი ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა. სოფო 24 წლისაა და, მიაჩნია, რომ მისი ასაკისთვის შემდგარი ადამიანია და მის საქმიანობას თუ გადავხედავთ, ამაში ეჭვი არც ჩვენ შეგვეპარება, თუმცა, ეს ყველაფერი მისგან დატვირთულ გრაფიკსა და დიდ ენერგიას მოითხოვს.

 

– სოფო, „X ფაქტორში” ჟიურის ამპლუაში გიხილა საზოგადოებამ. რა მოგიტანა პირადად შენ ამ პროექტმა?

– პირველ ყოვლისა – გამოცდილება, რადგან, ჟიურის წევრი მანამდე არასდროს ვყოფილვარ. „რუსთავი 2-ის“ მუსიკალური ხელმძღვანელი ვარ, პედაგოგი, შემსრულებელი და თვითონაც ხშირად ვდგავარ სცენაზე, მაგრამ, ჟიურის ამპლუა უცხო იყო ჩემთვის. ძალიან კარგი იყო, ყველაფერი ძალიან კარგად მახსენდება.

– ამბობდნენ, რომ ძალიან პატარა და გამოუცდელი იყავი ამისთვის.

– პატარად ნამდვილად შეიძლება ჩამთვალონ – 24 წლის ვარ; არც გამოცდილება მქონია მანამდე, მაგრამ, შედეგი სახეზეა. ყველაფერი თვალნათლივ ჩანდა. ძალიან დიდი შრომა ჩავდე ამ ყველაფერში და, იცით, ჩემმა კატეგორიამ რასაც მიაღწია და სადამდეც მივიდა – ისინი ფინალში მოხვდნენ – ეს თავისით გააკეთეს და არა ისე, რომ აუტსაიდერები იყვნენ და გადარჩნენ. ჩემი მიზანი ეს იყო და, მგონი, გამოვიდა. ასე რომ, ყველაფერი ნათელია.

– პროექტის მეორე სეზონი თუ იგეგმება?

– მეორე სეზონი აუცილებლად იქნება, იმიტომ, რომ „რუსთავი 2“ ყოველთვის ანებივრებს მაყურებლებს მსგავსი პროექტებით. კონკრეტულად როდის იქნება, ან, მე რა ფუნქცია მექნება – ეს და სხვა დეტალები ჯერ არ ვიცი, ამას მოგვიანებით ყველა ერთად შევიტყობთ. ახლა არხზე „ნიჭიერის“ ახალი სეზონი იწყება. 

– ჯგუფ „ელდრაინის“ გეგმებზე რას გვეტყვი?

– ახლა, სულ მალე, კლიპის გადაღებას ვაპირებთ ალბომიდან, რომელიც ავღანეთში მებრძოლ ჯარისკაცებს მივუძღვენით. პირველ კლიპს ვიღებთ აქედან ერთ-ერთ სიმღერაზე. დავიწყეთ მეორე ალბომზე მუშაობაც და თემა აბსოლუტურად სხვა იქნება, წინასგან განსხვავებული. „ელდრაინმა“, როგორც ჯგუფმა, საწყისი ეტაპისთვის უკვე საკმაოდ ბევრი გააკეთა, საკმაოდ დიდი ბაზა დავაგროვეთ და, ვფიქრობ, მხოლოდ საქართველოს პერსპექტივა აღარ არის საკმარისი.  ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი მიზანია სხვადასხვა ქვეყნის ფესტივალებში მონაწილეობის მიღება. მოკლედ, გაცილებით დიდ ბაზარზე გვინდა გასვლა.

– გოგონებს განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს ტანსაცმლის მიმართ. შენ ჩაცმის რომელ სტილს ანიჭებ უპირატესობას?

– ამ მხრივ, განსაკუთრებული პრეტენზიები არ მაქვს, თუმცა, თავისუფალი სტილი უფრო მიყვარს. რომ გითხრათ, ყოველდღე ძალიან ქალურად გამოვიყურები ან მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები მაცვია, ასე ნამდვილად არ არის. მაგრამ, რა თქმა უნდა, როცა სადმე მივდივარ, „გამოსასვლელ” ადგილას, მეც, როგორც ყველა გოგოს, მიყვარს სარკის წინ ტრიალი და გაპრანჭვა.

– რას შეცვლიდი შენს გარეგნობაში?

– ჯერჯერობით ნამდვილად არაფერს. არასდროს მითქვამს და არც მიფიქრია რაიმე ცვლილებაზე.

– თავის მოვლის განსაკუთრებული წესები თუ გაქვს?

– თავის მოვლას რაც შეეხება, ძალიან მიყვარს სპორტდარბაზში სიარული და ვარჯიში –  ვცდილობ ხოლმე, ჩავჯდე ამ რეჟიმში, მაგრამ, ამას სისტემატურად ვერ ვახერხებ. კიდევ, ჩემს გარეგნობაში რა წვლილიც შემაქვს და რითაც ვახალისებ  თავს, ეს არის მაკიაჟი, რომელიც ძალიან მიყვარს და, ვფიქრობ, რომ მეხერხება კიდეც. გადაცემების დროს („X ფაქტორს” ვგულისხმობ) „რუსთავი 2-ის“ გრიმიორი მიკეთებდა მაკიაჟს და მერე რაღაც დეტალებს მეც ვამატებდი. ყოველდღიურად, ახალი კლიპისთვის და სხვა გადაცემებში სტუმრობისასაც მე თვითონ ვიკეთებ.

– ძალიან გადატვირთული გრაფიკი გაქვს და, ამ ყველაფერს ოჯახურ ცხოვრებას როგორ უთავსებ?

– ჯერჯერობით კარგად ვუთავსებ. ჩემს ქმარს ძალიან მოსწონს, რომ აქტიურად ვსაქმიანობ. ვფიქრობ, ჩემი ასაკისთვის ნამდვილად შემდგარი ადამიანი ვარ, მაგრამ, ეს ყველფერი ადვილი ნამდვილად არ არის და არც სწორია ასეთი გრაფიკით ცხოვრება. ამიტომ, როცა მეუღლე დაღლილს მხედავს, ცდილობს სტიმული მომცეს, რომ არ მოვეშვა და მეუბნება: „ახლა ცოტა დაისვენე, მაგრამ, არ გაჩერდე“. ყველანაირად მიწყობს ხელს და, ჯერჯერობით, ნამდვილად კარგად ვგრძნობთ თავს ამ მხრივ.

– როგორც ვიცი, ძალიან გიყვართ ერთმანეთისთვის სიურპრიზების გაკეთება.

– ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ რაღაც პლუსები დავიწერო, უბრალოდ, მართლა ასეა. ვფიქრობ, როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს სიყვარული, როგორც ცეცხლს შეშა უნდა დაამატო ხანდახან, რომ არ ჩაქრეს, ზუსტად იმავენაირად უნდა კვებო გრძნობები. სულ მინდა, რომ ჩვენი სიყვარული „ცხელი“ იყოს და ამას ხელს ვუწყობთ მეც და ჩემი მეუღლეც – სიურპრიზებით, ყურადღებით ვანებივრებთ ერთმანეთს. ვინმეს, შეიძლება, არ ჰქონდეს მატერიალური საშუალება საჩუქრებისთვის, მაგრამ, ბევრი რამის გამოხატვა მხოლოდ ფინანსებით შეუძლებელია. პირველ ყოვლისა, სითბო და სიყვარულია საჭირო, ელემენტარული ყურადღებაც კი აბედნიერებს ადამიანს, შემდეგ კი, რა თქმა უნდა, სიურპრიზები და საჩუქრები. ძალიან მიხარია და ერთი სული მაქვს ხოლმე, რომ მას რამე ვუყიდო და თვითონაც ასეა. ერთი სიურპრიზი მახსენდება, რომელსაც სულ ვყვები და კიდევ ასჯერ მოვყვები: სიმღერა დამიწერა და გარეთ გამიყვანა; მანქანაში ბოლო ხმაზე ჰქონდა ეს სიმღერა ჩართული და იქაურობა ვარდებით იყო სავსე.

კიდევ, არასდროს დამავიწყდება, ხელი როგორ მთხოვა – რაღაც ზღაპრული მომენტი იყო: აგარაკზე ვიყავი მეგობრებთან ერთად. შაბათ-კვირა იყო და ვისვენებდით. რატომღაც, დენი წავიდა და ამიტომ სახლში უამრავი სანთელი ავანთე. ძალიან კარგად ვერთობოდით და, ზუსტად ამ დროს ამოვიდა დიტო. მაშინ მხოლოდ შეყვარებულები ვიყავით. მოვიდა, ერთად დავსხედით. მართლა ძალიან კარგი გარემო და მხიარულება იყო, ის კი უცებ წამოდგა – უნდა წავიდე, საქმე მაქვს და მერე მოვალო – და, წავიდა. ცოტა გავბრაზდი – ახლა რომ არ წასულიყო, რა მოხდებოდა-მეთქი, – ვიფიქრე. ალბათ, ნებისმიერ გოგოს ასე დაემართებოდა (იცინის). ცოტა ხანში რაღაცნაირად აფორიაქებული მოვიდა. ყველაფერი ვიფიქრე, ნეტავ სად იყო, ხომ არ იჩხუბა, რამე პრობლემა ხომ არ აქვს-მეთქი და კიდევ ათასი რამ...

უცებ, ამ გარემოსა და სანთლების ფონზე, ჯიბიდან ბეჭედი ამოიღო, წინ დამიჯდა და –გამომყვები ცოლადო? ატყდა წივილ-კივილი, „გილოცავთ” და მთელი ამბები. ძალიან რომანტიკული და მოულოდნელი იყო. ყველაფერი უცებ მოხდა და მაშინ გადავწყვიტეთ დაქორწინება. სხვათა შორის, შეყვარებულობიდან ძალიან მალე.

– ხომ არ გეგმავთ, რომ ოჯახს მესამე წევრი შეჰმატოთ?

– ეს ძალიან პირადული თემაა. რა თქმა უნდა, ვგეგმავთ, ოჯახის შექმნის მთავარი მიზეზიც სწორედ ეს არის. უბრალოდ, ჯერ რაღაც სხვა გეგმები გვქონდა ცხოვრებაში, რომლებიც უნდა გაგვეხორციელებინა. ამ საკითხს კი ძალიან სერიოზულად ვუდგები: ვფიქრობ, შვილი უნდა გყავდეს მაშინ, როცა ამისთვის ყველანაირი საშუალება გაქვს და ყველანაირად მზად ხარ. მე არ ვარ ადრეულ ასაკში შვილის გაჩენის მომხრე. ასეთები ჩემ გარშემო ძალიან ბევრნი არიან და, ეს, რაღაც თვალსაზრისით, კარგია – ბავშვს ახალგაზრდა მშობლები ეყოლება, მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, ძალიან რთულია, როცა თვითონაც პატარა ხარ და ბევრი რამ გაქვს გასაკეთებელი. ამ დროს შვილს ბევრ რამეს აკლებ. როცა შვილს აჩენ, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ  შენი ცხოვრებით ვეღარ იცხოვრებ, რადგან, ჩნდება ადამიანი, რომლისთვისაც ყველაფერი უნდა გადადო.

ახლა ჩვენი ქორწინების მესამე წელი დაიწყო და, ვფიქრობ, უკვე მზად ვართ ამისთვის.

– ბოლოს არდადეგებზეც მოგვიყევი – ზაფხული როგორ გაატარე?

– ოჯახურად დავისვენე: ჩემი და მეუღლესთან ერთად შვეიცარიაში ცხოვრობს და, გადავწყვიტეთ, ერთად დაგვესვენა ესპანეთში მე, ჩემს დას და ჩვენს მეუღლეებს. ძალიან ვისიამოვნე. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან აქტიური ვარ და თვალებიდან ნაპერწკლები მცვივა, კლუბური ცხოვრება და ივენთები მაინც არ არის ჩემი სტილი.

ესპანეთში რომ ჩავედით, ძალიან გახარებულები ვიყავით, რომ ბარსელონაში დავისვენებდით, ზღვაზე გავისეირნებით. ჩავედით მე და ჩემი მეუღლე, ვდგავართ და ბარგს ველოდებით, დამთავრდა ყველაფერი, შუქები ჩაქრა და გაჩერდა, მაგრამ, სად არის ჩვენი ბარგი?! არსად ჩანს. აღმოჩნდა, რომ დაიკარგა. მერე კი იპოვეს, მაგრამ, ძალიან ცუდი შეგრძნება ყოფილა, როცა მოლოდინით სავსე დგახარ და ასეთი რამ გემართება.

ესპანეთის გარდა, კიდევ ვიყავი საგურამოში და ბათუმში. ყოველ შაბათ-კვირას ვცდილობდი ქალაქიდან გასვლას, დასვენება რომ მომესწრო. 

 

скачать dle 11.3