რა მოხდა ამ დღეს
8 სექტემბერი
1903 – ბულგარელთა გენოციდი თურქების მიერ. დაიღუპა 50 ათასი ადამიანი.
1905 – მიწისძვრა სამხრეთ იტალიაში. დაიღუპა 5 ათასი ადამიანი, 20 ათასი კი უსახლკაროდ დარჩა.
1987 – ბარენცის ზღვაში მოხდა ატომური წყალქვეშა ნავის – „კომსომოლეცის“ ავარია. დაიღუპა 39 ადამიანი. ატომური კატასტროფის საშიშროების წინაშე დადგა მიმდებარე ტერიტორიის დიდი ნაწილი.
9 სექტემბერი
1886 – შვეიცარიის დედაქალაქ ბერნში ხელი მოეწერა კონვენციას ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ – პირველი საერთაშორისო შეთანხმება საავტორო უფლებების დაცვაზე.
1956 – ელვის პრესლი პირველად გამოჩნდა ნაციონალურ ტელევიზიაში.
1991 – დამოუკიდებლობა გამოაცხადა ტაჯიკეთმა.
10 სექტემბერი
1977 – ტუნისის იმპერატორი ხამიდა ჯანდუბი გაასამართლეს, როგორც მკვლელი. ის გახდა საფრანგეთში გილიოტინის უკანასკნელი მსხვერპლი. 4 წლის შემდეგ გილიოტინა, როგორც დასჯის იარაღი, აიკრძალა.
1981 – პაბლო პიკასოს „გერნიკა“ დააბრუნეს ესპანეთში და მადრიდის მუზეუმში – „პრადოში“ მოათავსეს.
11 სექტემბერი
1795 – კრწანისის ბრძოლა.
1973 – პუტჩის დროს მოკლეს ჩილეს პრეზიდენტი სალვადორ ალიენდე.
2001 – ტერორისტული აქტი ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში. თვითმფრინავები შეეჯახნენ სავაჭრო პალატის „ტყუპებსა“ და პენტაგონის შენობას.
12 სექტემბერი
1683 – ოსმალეთის იმპერიის არმია დამარცხდა ვენასთან, ევროპულ კოალიაციასთან ბრძოლაში. აქედან დაიწყო ოსმალეთის დასუსტება.
1958 – ჯერი კილბიმ შექმნა პირველი ელექტრონული ინტეგრალური სქემა.
13 სექტემბერი
1902 – დიდ ბრიტანეთში პირველად გამოიყენეს თითის ანაბეჭდები დამნაშავის დასადგენად.
1922 – ელ-აზიზიაში (ლიბია) აღინიშნა ყველაზე მაღალი ტემპერატურა – ჩრდილში +580C.
14 სექტემბერი
1812 – ნაპოლეონის ჯარები შევიდნენ მოსკოვში. იმავე დღეს რუსებმა ცეცხლს მისცეს საკუთარი დედაქალაქი.
1857 – ბრიტანეთის ჯარებმა აიღეს ინდოეთის დედაქალაქი და ამით ჩაახშეს სიფაების აჯანყება.
1886 – ჯორჯ ანდერსონმა დააპატენტა საბეჭდი მანქანის ლენტი.