კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ აირჩია სამჯერ ნასამართლევმა მამაკაცმა სექსუალური ძალადობისთვის ნათესავი და როგორ მოხდა გაუპატიურება ბრმა დედამთილის გვერდით

35 წლის მანუჩარ ლ-ძე წარსულში სამჯერ იყო ნასამართლევი:  ორი სასჯელი ქურდობის, ერთი კი ავტროსატრანსპორტო საშუალების გატაცების მცდელობისთვის ჰქონდა მოხდილი, თუმცა, ციხიდან ვადაზე ადრე გათავისუფლებული  ახალგაზრდა მამაკაცი ციხეს ვერც  მეოთხედ გადაურჩა – ამჯერად ის  გისოსებს მიღმა  უფრო მძიმე ბრალდებით  მოხვდა.

სახისა და თავის არეში მიყენებული დაზიანებებით მანუჩარ ლ-ძე საავადმყოფოში  საკუთარი ფეხით მივიდა. მან განაცხადა, რომ,   მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა, ქუჩაში მიმავალმა  ღამით ვერ შენიშნა რკინის ნაჭერი, შემთხვევით მასზე სახით დაეცა და ამის შედეგად მიიღო   დაზიანებები. დაზარალებული  მანუჩარ ლ-ძის განმარტებით,  ზუსტად  არც ის ადგილი   ახსოვდა,  სადაც დაეცა და არც ის, თუ როგორ და რა ვითარებაში მოხვდა ის შემთხვევის ადგილიდან  ჯერ სახლში, შემდეგ კი საავადმყოფოში.  სამედიცინო ექსპერტიზამდე,  ჭრილობების   გარეგნული დათვალიერებითაც კი ნათელი იყო, რომ ყოფილ პატიმარს სახესა და თავის არეში დაზიანებები ბლაგვი საგნის დარტყმით უნდა მიეღო,  თუმცა, ჭრილობები   თვითდაზიანებას არ ჰგავდა. მას შემდეგ, რაც სამედიცინო პერსონალისთვის  საეჭვო  გახდა დაზიანებების წარმომავლობა, საქმეში ჩაერთნენ სამართალდამცველებიც.  ახალგაზრდა მამაკაცი ჯიუტად ამტკიცებდა  იმ  ვერსიას, რომლითაც მან დასახმარებლად ექიმებს მიმართა და მოწმედ მოჰყავდა  მოხუცი დედა, რომელმაც განაცხადა, რომ სისხლში ამოსვრილ შვილს პირველადი დახმარება თვითონ აღმოუჩინა.             

ამ ფაქტიდან 24 საათის შემდეგ, პოლიციის განყოფილებას მიმართა კიდევ ერთმა დაზარალებულმა,  ახალგაზრდა ქვრივმა ქალბატონმა, რომელმაც პოლიციაში მიიტანა ძველისძველი ხანჯალი და განაცხადა, რომ  სწორედ  მან მიაყენა დაზიანებები, თავის ნათესავს, მანუჩარ ლ-ძეს. 26 წლის შორენა მ-შვილის ჩვენების მიხედვით, მანუჩარ ლ-ძე  ბოლო ერთი თვის განმავლობაში ქალზე სექსუალურ ძალადობას საკმაოდ ხშირად მიმართავდა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და დაიწყო გამოძიება.  სამართლადამცველებმა დაკითხეს მანუჩარ ლ-ძე, რომელმაც უარყო კავშირი ქვრივ ქალთან და განმარტა, რომ, იმის მიუხედავად, რომ მასთან ნათესაური კავშირი ჰქონდა და მისი გარდაცვლილი ქმრის თანაკლასელიც იყო, შორენა მ-შვილთან ახლო კავშირი არასდროს ჰქონია; უფრო მეტიც, მამაკაცი ირწმუნებოდა, ქალი თვითონ იყო დაინტერესებული ჩემთან ინტიმური კავშირით და, ამას რომ ვერ მიაღწია, ასეთ ხმებს იმიტომ მივრცელებსო. ქალიც და მამაკაციც საკმაოდ კომიკურ სიტუაციაში აღმოჩნდნენ: ქალი აცხადებდა, რომ გააუპატიურეს, მამაკაცი კი ამტკიცებდა, რომ ქალთან სქესობრივი კავშირი არასდროს ჰქონია. მანუჩარ ლ-ძისა და შორენა მ-შვილის საერთო ნაცნობებისა და მეზობლების დაკითხვის შემდეგ, სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ ქალიც და მამაკაციც სოფელში საეჭვო რეპუატციით სარგებლობდნენ და უცნაურობებით გამოირჩეოდნენ.  მანუჩარ ლ-ძე სოფელში ცნობილი  იყო გაუთავებელი შეხლა-შემოხლითა და ანგარიშსწორებით, იმავეს ყვებოდნენ შორენა მ-შვილზეც, რომელიც სოფელში დედამთილთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა. როგორც გამოძიებით დადგინდა, მას კონფლიქტი ჰქონდა საკუთარ ძმასთანაც, რომელიც, სოფელში გავრცელებული ხმების გამო, დას ბოლო ორი წლის განმავლობაში საერთოდ არ  ელაპარაკებოდა. 

გამოძიების მასალების მიხედვით, ცემისა და  სექსუალური ძალადობის კვალი ქალს მთელ ტანზე აღენიშნებოდა, მას სახესა და ტანზე ჰქონდა  სისხლჩაქცევები და ნაჭდევები; რაც  დადასტურდა სამედიცინო ექსპერტიზით. ამიტომ, გამოძიებამ შორენა  მ-შვილი დაზარალებულად ცნო. დაიკითხა შორენა მ-შვილის ბიძაშვილი  ქალი, რომელმაც დაადასტურა, რომ ინციდენტის თვითმხილველი გახდა.  როგორც გამოძიების მასალებით გახდა ცნობილი, შორენა მ-შვილს ქმარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაეცვალა. ახალგაზრდა  ქალმა, რომელსაც პატარა შვილი ჰყავდა გასაზრდელი, ვაჭრობა დაიწყო და სოფელში, კარდაკარ დაჰქონდა ლილოს ბაზრობაზე შეძენილი ტანსაცმელი. დაზარალებულის განცხადებით, ის მანუჩარ ლ-ძემ პირველად საკუთარ სახლში გააუპატიურა, მეორედ კი – ქალის სახლში, ბრმა დედამთილის თანდასწრებით. ჩემი დედამთილი დიაბეტით არის ავად და მხედველობა დაკარგა. ყველაფერი გაიგო, მაგრამ, ლოგინად ჩავარდილ ქალს ჩემთვის როგორ უნდა ეშველაო, – განაცხადა შორენა მ-შვილმა სამართალდამცველებთან. მან ზუსტად აღწერა  გაუპატიურების პირველი შემთხვევაც. მისი განმარტებით, მამაკაცმა სპორტული შარვლის ყიდვა  დააბარა, სახლში მოტყუებით შეიყვანა და ქალთან ინტიმური კავშირი ძალის გამოყენებით დაამყარა.

გამოძიებას ჩვენება მისცა შორენა მ-შვილის ნათესავმაც, რომელმაც პირველივე დღიდან იცოდა, თუ რა მოხდა ქალსა და მამაკაცს შორის. როგორც მან  სამართალდამცველებთან განაცხადა,  ვურჩიე ბიძაშვილს, რომ მომხდარის შესახებ პოლიციაში განეცხადებინა, მაგრამ, შორენა ამ ამბის გახმაურებას მოერიდაო. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ მოხდა გაუპატიურების მესამე შემთხვევაც,  რომლის თვითმხილველი მაკა ბ-ძეც გახდა. „იმ დღეს შორენასთან შემთხვევით მივედი. ახალი შეღამებული იყო. შორენა მარტო იყო თავის ოთახში და ტიროდა. ტანსაცმელი სულ შემოხეული ჰქონდა. როცა ვკითხე, რა მოხდა-მეთქი, მითხრა, მთვრალი მანუჩარი მომადგა, ჯერ  მცემა და მერე გამაუპატიურაო. მეორე ოთახიდან შორენას დედამთილმა დამიძახა: შვილო, შენ მაინც წაიყვანე შორენა მილიციაში, ასე როდემდე უნდა გაგრძელდესო. მეც ვურჩიე, რომ მომხდარის შესახებ პოლიცია ჩაეყენებინა საქმის კურსში. ჯერ იუარა, მერე კი დამთანხმდა. მთელი ტანი დაჟეჟილი ჰქონდა, ცივი საფენები დავადე, რომ სახიდან სილურჯეები გაჰქრობოდა. იქვე სისხლიანი ხანჯალი  შევნიშნე – ეს ხანჯალი მანამდე სულ კედლის ხალიჩაზე ეკიდა. მანუჩარს თავში და სახეში დავარტყი, ისეთი ჭრილობები მივაყენე, რასაც ეს არაკაცი იმსახურებდაო, – მითხრა შორენამ. მე მხოლოდ მეორე დღეს შევძელი შორენას წაყვანა  პოლიციაში. მანამდე კი გავიგეთ, რომ მანუჩარის დედა მთელ სოფელს უყვებოდა, მთვრალი მანუჩარი ქუჩაში წაიქცა და წვეტიან რკინაზე წამოეგოო.”  

დაზარალებული შორენა მ-შვილის ჩვენებიდან: „იმ დღეს მთვრალი მანუჩარი სახლში მომადგა. ბავშვი მეზობელთან იყო, შინ მხოლოდ მე და ჩემი ავადმყოფი დედამთილი ვიყავით. მანუჩარმა ინტიმური კავშირის დამყარება მთხოვა. როცა გავუძალიანდი, ტანსაცმელი შემომახია, ცემა დამიწყო და გამაუპატიურა. ისეთი მთვრალი იყო, ცოტა ხანში იქვე, ჩემს ტახტზე მიწვა და მიეძინა. გამწარებულმა ხალიჩიდან ხანჯალი ჩამოვხსენი, ჯერ სახეზე დავუსვი ჩაძინებულ მანუჩარს, შემდეგ კი თავში ჩავარტყი მთელი ძალით. ყველაფერი სისხლით შეიღება. ხანჯალი უცებ დავმალე, მანუჩარი ღრიალით წამოხტა და გაიქცა, თუმცა, წასვლისას დამემუქრა, ჩემი ხელით გამოგჭრი ყელსო”. 

შორენა მ-შვილის ჩვენების საფუძველზე, სამართალდამცველებმა მანუჩარ ლ-ძე დააკავეს.  ის დიდხანს უარყოფდა ჩადენილ დანაშაულს, თუმცა, იმ მტკიცებულებების შემდეგ, რაც გამოძიებას მის წინააღმდეგ ჰქონდა მოპოვებული, იძულებული გახდა, ჩადენილი დანაშაული ეღიარებინა. დანაშაულის იარაღზე, ძველისძველ ხანჯალზე დარჩენილი  სისხლის ლაქა, როგორც  ექსპერტიზით დადგინდა, მანუჩარ ლ-ძის სისხლის კვალი იყო.   გამოძიების მასალებითა და დაზარალებულის განცხადებით,  გამოაშკარავდა და  დადასტურდა მანუჩარ  ლ-ძის  კავშირი სოფელში ჩადენილ ქურდობის ორ ფაქტთან, რომელთა გახსნაც სექსუალურ ძალადობაში მისი მხილების შემდეგ მოხდა. სასამართლომ მანუჩარ  ლ-ძე დამნაშავედ ცნო და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა      

 

скачать dle 11.3