კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გააცურეს „კაგებე“ ქართველმა მაიორმა და ცირკის აკრობატმა მსახიობმა

„ცირკაჩი“ კონტრაბანდისტი

1975 წლის 19 აპრილს საბჭოთა კავშირის უშიშროების კომიტეტის თანამშრომლებმა მოსკოვში 40 წლის გურგენ სტეპანიანი დააპატიმრეს და „ლუბიანკაზე“ („კაგებეს“ შტაბ-ბინა) მიიყვანეს. სტეპანიანი მოსკოვის ცირკის მსახიობი, აკრობატი იყო და კონტრაბანდისტულ საქმიანობაში იმხილებოდა. კონკრეტულად კი, სტეპანიანს ბრალი ედებოდა საბჭოთა კავშირიდან უცხოეთის ქვეყნებში ძვირფასი სამკაულების გატანაში. აკრობატი იმ დროს „მოხსნეს“ თვითმფრინავის ტრაპიდან, როდესაც თავის კოლეგებთან ერთად, დიდ ბრიტანეთში მიემგზავრებოდა საგასტროლოდ. სტეპანიანზე „ჩეკისტები“ ვინმე ჰანს გილგენდორფის ჩვენების შედეგად გავიდნენ. გილგენდორფი იუველირი იყო და სწორედ 19 აპრილს გარდაიცვალა უშიშრობეის ციხეში. თუმცა, სტეპანიანის დასახელება მოასწრო და მსახიობიც ამიტომ დააპატიმრეს. იუველირ გილგენდორფის ჩვენებაში წერია, რომ სტეპანიანს იუველირი ფასეულ ძვირფასეულობას ატანდა. „ცირკაჩს“ კი ისინი უცხოეთში გაჰქონდა და გაყიდული საქონლის ღირებულების ნაწილს გილგენდორფის საბანკო ანგარიშზე ინახავდა ერთ-ერთ უცხოურ ბანკში. კონტრაბანდის საქმეს მაიორი ნუგზარ ბასილაია იძიებდა და სწორედ მან დაკითხა ცირიკს მსახიობი აკრობატი.

– აქ რაღაც შეცდომაა, ამხანაგო მაიორო, – უთხრა სტეპანიანმა ბასილაიას, – მე არც გილგენდორფს ვიცნობ და არც არანაირი კონტრაბანდა არ გამიტანია უცხოეთში. ან კი როგორ გავიტანდი, როდესაც ქვეყნიდან გასვლისას საგულდაგულოდ გვამოწმებენ და ასეთი რამ ყოვლად შეუძლებელია.

„კაგებეს“ მხოლოდ გულის შეტევით გარდაცვლილი გილგენდორფის არასაიდუმლო ჩვენება ჰქონდა და მცირე სამხილიც კი არ გააჩნდა. ამის მიუხედავად, სტეპანიანი საკანში მოათავსეს.

მოსკოვი-ლონდონის რეისი კი მშვიდობიანად დაეშვა „ჰიტროუს“ აეროპორტში და რას წარმოიდგენდა ვინმე, რომ 3 მილიონი მანეთის ღირებულების ძვირფასი სამკაულები საცირკო კობრებისთვის განკუთვნილ ყუთში იყო გადამალული.

ფარული თვალთვალი

იუველირ ჰანს გილგენდორფზე საბჭოთა უშიშროება, შეიძლება ითქვას, რომ შემთხვევით გავიდა. 10 მარტს, ანუ სტეპანიანის დაპატიმრებამდე თვე-ნახევრით ადრე, ლენინგრადში აკადემიკოს იური სუვორცევის ბინა გაქურდეს და 16 დასახელების უძვირფასესი სამკაულები გაიტაცეს. სუვორცევი ბირთვული ფიზიკის სპეციალისტი იყო და ამ ქურდობას „კაგებე“ იძიებდა. ქურდი, ვინმე ალექსანდრ მირსკი, 16 აპრილს დააპატიმრეს ქალაქ სტავროპოლში. სწორედ მან უთხრა „ჩეკისტებს“, რომ ძვირფასეულობა ჰანს გილგენდორფს მიჰყიდა 23 ათას მანეთად. სინამდვილეში კი ნაქურდალი ნივთები მილიონზე მეტი ღირდა. მეორე დღეს თავად გილგენდორფიც დააპატიმრეს და 19 აპრილს მან სტეპანიანი დაასახელა... 22 აპრილის ნუგზარ ბასილაიამ უფროსობა დაარწმუნა, რომ გურგენ სტეპანიანი პატიმრობიდან გაეთავისუფლებინათ და მასზე ფარული თვალთვალი დაეწესებინათ. მაიორის რწმუნებით, თუკი სტეპანიანი „განტევების ვაცი“ არ იყო და გილგენდორფმა არ მოიტყუა, ის გარეთ უფრო სასარგებლო იქნებოდა და კონტრაბანდისტებზე გაიყვანდა უშიშროებას.

„კაგებე“ ოცდაოთხი საათის განმავლობაში უსმენდა და უთვალთვალებდა ეჭვმიტანილს, მაგრამ ყოვლად უშედეგოდ. 6 მაისს კი მას თვალთვალი მოუხსნეს, რადგან სტეპანიანი არავისთან არანაირ კონტაქტში არ შედიოდა. სახლიდანაც კი არ გამოდიოდა, რადგან ცირკი გასტროლებზე იმყოფებოდა.

22 ივლისს ცირკი, სამთვიანი გასტროლების შემდეგ, მოსკოვში დაბრუნდა და სტეპანიანი, ჩვეულებისამებრ, სამუშაოს დაუბრუნდა. თუმცა, 27 ივლისს მან ფეხი მოიტეხა რეპეტიციის დროს და ¹4 ტრავმატოლოგიურ საავადმყოფოში დააწვინეს.

31 ივლისს ნუგზარ ბასილაია შვებულებაში გავიდა და თბილისში გაემგზავრა. სტეპანიანი კი 2 აგვისტოს საავადმყოფოდან გაუჩინარდა.

ძებნილი

4 აგვისტოს სომხეთის ერთ-ერთ სასაზღვრო რაიონში ნუგზარ ბასილაიამ და გურგენ სტეპანიანმა საბჭოთა კავშირ-თურქეთის საზღვარი არალეგალურად გადაკვეთეს და თურქეთის ტერიტორიაზე გადავიდნენ. მათ თან ჰქონდათ 2 ათასი ამერიკული დოლარი და იტალიის მოქალაქეების ყალბი პასპორტები. 5 აგვისტოს ისინი ქალაქ რიზეში ჩავიდნენ და პატარა სასტუმროში დაბინავდნენ

– ხომ გითხარი, ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი. შენ კი გეშინოდა, – უთხრა ბასილაიამ სტეპანიანს, მან კი მიუგო:

– კრეტინი ქურდი. მომინდომა ბიჭმა რესტორნის დახურვა. რომ არა ეს შემთხვევითობა, ახლაც საქმეში ვიქნებოდით.

– შენ მადლობა თქვი, რომ გილგენდორფის საქმე მე მომცეს გამოსაძიებლად, თორემ სხვა გამომძიებელი წამებაში ამოგხდიდა სულს და „კაგებეს“ ციხიდან არავინ გამოგიშვებდა, – უთხრა მაიორმა აკრობატს.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, კონტრაბანდისტებს ნუგზარ ბასილაია მეთაურობდა  და ძვირფასეულობის გატანის სქემაც მისი მოფიქრებული იყო.

სტეპანიანის ძებნა 3 აგვისტოს გამოცხადდა. ბასილაია კი მხოლოდ 10 აგვისტოს მოიკითხეს და როცა ვერ აღმოაჩინეს, მხოლოდ ამის მერე გამოცხადდა მასზე ძებნა. გაქცეულებმა კი ლონდონის ბანკიდან 6 მილიონი გირვანქა სტერლინგი გამოიტანეს, შუაზე გაიყვეს და ერთმანეთს დაშორდნენ.

გურგენ სტეპანიანი 1977 წელს საბჭოთა დაზვერვამ პარიზში აღმოაჩინაა, მოიტაცა და მოსკოვში ჩამოიყვანა. აკრობატი გაასამართლეს და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. თუმცა, მას მერე, რაც აკრობატმა 3 მილიონი გირვანქა სტერლინგი დააბრუნა, 15-წლიანი პატიმრობა აკმარეს.

ნუგზარ იოსების ძე ბასილაია კი დღემდე ძებნილია. მისი აღმოჩენა ვერ მოხერხდა. თუმცა, არსებობს ვარაუდი, რომ საბჭოთა „კაგებეს“ ყოფილმა მაიორმა პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, გარეგნობა შეიცვალა და ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში დასახლდა.

 

скачать dle 11.3