კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა:  დასაქმებული ვარ კერძო სამუშაოზე. სამუშაო პირობები მოითხოვს, რომ საწარმოში მოხდეს გადაიარაღება, წინააღმდეგ შემთხვევაში საწარმოო ტრავმები გარდაუვალია. გთხოვთ მაცნობოთ, როგორც კერძო სამუშაოზე დასაქმებულ პირს მაქვს თუ არა უფლება მოვთხოვო დამსაქმებელს მოახდინოს საწარმოს გადაიარაღება და ტექნიკური განახლება?

პასუხი: გაცნობებთ, რომ თქვენ არათუ ამის უფლება გაქვთ, არამედ დამსაქმებელი ვალდებულია დანერგოს შრომის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი პრევენციული სისტემა და დროულად მიაწოდოს დასაქმებულს სათანადო ინფორმაცია შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკებისა და მათი პრევენციის ზომების, აგრეთვე საფრთხის შემცველ აღჭურვილობასთან მოპყრობის წესების შესახებ, აუცილებლობის შემთხვევაში უზრუნველყოს დასაქმებული პერსონალური დამცავი აღჭურვილობით, სახიფათო მოწყობილობა ტექნოლოგიურ პროგრესთან ერთად დროულად შეცვალოს უსაფრთხოთი ან ნაკლებად სახიფათოთი, მიიღოს ყველა სხვა გონივრული ზომა დასაქმებულის უსაფრთხოებისათვის და მისი ჯანმრთელობის დასაცავად.

კითხვა: გთხოვთ მაცნობოთ, რა უფლებები აქვს პირს, რომელმაც კერძო საწარმოში მუშაობისას მიიღო საწარმოო ტრავმა და ეს ტრავმა გამოწვეული იყო დროული სამედიცინო ჩაურევლობის გამო?

პასუხი: გაცნობებთ, რომ პირველ ყოვლისა დამსაქმებელი ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული ზომა საწარმოო შემთხვევის შედეგების დროული ლოკალიზაციისა და ლიკვიდაციისათვის, პირველადი დახმარების აღმოჩენისა და ევაკუაციისათვის. ასევე დამსაქმებელი ვალდებულია სრულად აუნაზღაუროს დასაქმებულს სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებული, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით მიყენებული ზიანი და აუცილებელი მკურნალობის ხარჯები.

კითხვა: გთხოვთ მაცნობოთ, აქვს თუ არა ქალს უფლება ორსულობის პერიოდში დამსაქმებელს მოსთხოვოს უფრო მსუბუქ სამუშაოზე გადაყვანა და სამუშაოს შედარებით იოლი პირობების უზრუნველყოფა?

პასუხი: გაცნობებთ, რომ დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს ორსული ქალის დაცვა ისეთი შრომისაგან, რომელიც საფრთხეს უქმნის მის ან ნაყოფის კეთილდღეობას, ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას.

კითხვა: გთხოვთ მაცნობოთ, რა ოდენობის ჯარიმა დაეკისრება პროდუქციის მიმწოდებელს  მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში მასზე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მიუცემლობის გამო?

პასუხი: გაცნობებთ, რომ საქონლის, მომსახურების მიმწოდებლის მიერ მყიდველის მოთხოვნისას მასზე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გაუცემლობა იწვევს პირის დაჯარიმებას დასაბეგრი ოპერაციის მიხედვით დღგ-ის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

скачать dle 11.3