კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

კითხვა: რძის პროდუქტებიდან, რომელი შეიძლება, ვაჭამოთ ცხოველს? 

პასუხი: ძაღლისთვის უმარილო ყველის მიცემა დასაშვებია, მხოლოდ მცირე რაოდენობით. ასევე, შეგიძლიათ, რძის პროდუქტებიდან აჭამოთ ხაჭო და მაწონი. რაც შეხება სხვა სახის რძის პროდუქტებს, მათი მიცემა სხვადასხვა სახის გართულებებს იწვევს. იმედია, გაითვალისწინებთ ამ რჩევას და გაუფრთხილდებით თქვენი ოთხფეხა მეგობრის ჯანმრთელობას.

კითხვა: ბეწვის ცვენასთან თუ აქვს რაიმე საერთო ცხოველის ბანაობის სიხშირეს?

პასუხი: რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს რა სიხშირით და რა საშუალებებით ხდება ცხოველის დაბანა, გაწმენდა და დავარცხნა. დღევანდელ პირობებში არსებობს ბეწვის მოვლის და დამუშავების ძალიან ბევრი საშუალება, მაგრამ ამ საშუალებებიდან უნდა შეირჩეს ხარისხიანი, რომელიც არ გამოიწვევს ალერგიულ რეაქციებს, კანის გამოშრობასა და ბეწვის დაზიანებას. არავითარ შემთხვევაში, არ შეიძლება, ადამიანის შამპუნის გამოყენება. ბეწვის ცვენა ხშირად გამოწვეულია ჰორმონალური დისბალანსით. პატრონს უნდა ახსოვდეს, რომ ბეწვის ცვენას, რომელიც ,,ლინკის” პერიოდს არ ემთხვევა და ხასიათდება ბუდობრივობით, აუცილებლად უნდა მიაქციოს ყურადღება და ცხოველი მიიყვანოს ვეტერინართან. 

კითხვა: აუცილებელია ძაღლის აცრა ერთი თვის ასაკიდან დავიწყოთ?

პასუხი: ძაღლების აცრა ერთი თვიდან კი არა, 45 დღის შემდეგ იწყება. ეს აუცილებელია თქვენი ძაღლის ჯანმრთელობისთვის, რადგან მაღალ კლასიფიცირებული ვაქცინა რამდენიმე დაავადების საწინააღმდეგო შტამპს შეიცავს: ენტერიტის, ჰეპატიტის, ძაღლის ჭირის, პარაგრიპის, ლეპტოსპიროზისა და ძაღლსაშენების ხველების სინდრომისას. თუ ძაღლი მაინც დაავადდა, ეს აცრები იმის საშუალებას იძლევა, მისი გადარჩენა შესაძლებელი იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ინფექციური ენტერიტი, რომ იტყვიან შიდსზე საშიშია, რაც ცხოველის სიკვდილით მთავრდება. მაგალითად, კუჭ-ნაწლავის საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა ენტერიტი, რომელსაც ენტეროვირუსები იწვევს და გამოვლინდება შეუჩერებელი ფაღარათით. ეს იმდენად მძაფრ და შემაწუხებელ სუნს გამოყოფს, რომ ერთხელ მაინც თუ შეიყნოსეთ, ცხოვრებაში აღარ შეგეშლებათ დაავადების ამოცნობა. ძაღლს ეწყება უმადობა, ფაღარათი, გულიც ცემა აჩქარებული აქვს, თანდათან აპათიური ხდება.

კითხვა: მაინტერესებს, შეიძლება თუ არა ძაღლისთვის ანტიბიოტიკის მიცემა?

პასუხი: გააჩნია რა შემთხვევაში. გაითვალისწინეთ ის ფაქტი, რომ დაუშვებელია ანტიბიოტიკის თვითნებურად გამოყენება. ლაბორატორიული გამოკვლევის გარეშე მათი თვითნებური დანიშვნა, ან ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობის ხანგრძლიობის თვითნებური შეწყვეტა აუარესებს ძაღლის შემდგომ მდგომარეობას. განსაკუთრებით სიფრთხილეა საჭირო გენტამიცინის და ბისებტოლის თვითნებური გამოყენების დროს. აღნიშნული პრეპარატები ხასიათდება მაღალი ნეფროტოქსიურობით და იწვევენ ჰიპერსალივაციას და ღებინებას. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ზოგი სახის ვეტერინარული პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია, თვითნებურად, დიაგნოზის დაზუსტების გარეშე, მათი ტოქსიკურობისა და ზოგიერთი ჯიშის გენეტიკური თავისებურებების გამო. ასე რომ, ნუ გარისკავთ და ნუ ჩააგდებთ თქვენი ძაღლის სიცოცხლეს საფრთხეში.

 

 

скачать dle 11.3