კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

განტვირთვა ორ დღეში ერთხელ

ეს საკმაოდ ადვილი დიეტაა, უბრალოდ, წინა დღეს უნდა მოიმარაგოთ ყველა საჭირო პროდუქტი.

თუ 2 თვის განმავლობაში, კვირაში სამჯერ (დანარჩენ დღეებში შეგიძლიათ, ჩვეულებრივად იკვებოთ), ზუსტად დაიცავთ ამ განტვირთვის დღეებს, შედეგით იმდენად კმაყოფილი დარჩებით, რომ კიდევ არაერთხელ გაიმეორებთ. სხვათა შორის, შეგიძლიათ, შუალედები არ გააკეთოთ.

ბრინჯის დღე

ველური და რუხი ბრინჯი რთული ნახშირწყლების ნამდვილი მადანია. ეს ის ნივთიერებაა, რომელიც ენერგიით გვავსებს. ასევე, სასარგებლოა ჩვეულებრივი, არარაფინირებული ბრინჯი – ის შეიცავს დიდი რაოდენობით კალიუმს, რომელიც არეგულირებს სისხლის წნევას და ანეიტრალებს ორგანიზმზე მარილის ზემოქმედებას, რასაც ჩვენ სხვა პროდუქტების მეშვეობით ვიღებთ.

ბრინჯის დღე შეგიძლიათ „გაილამაზოთ“ უცხიმო კეფირით (ან მაწვნით) და ვაშლით. ანუ, დღის განმავლობაში უნდა მიიღოთ: ბრინჯი – რამდენიც გსურთ; კეფირი (მაწონი) – 1 ლიტრი; მწვანე ვაშლი (ფაფაში და კვების შუალედებში) – 3-4 ცალი; წყალი – განუსაზღვრელი რაოდენობით და, კიდევ რამდენიმე პროდუქტი – მცირე რაოდენობით.

საუზმე: უცხიმო რძითა და ბრინჯით მოაზმდეთ ფაფა (უშაქროდ) და ჩაახეხეთ 1 ცალი ვაშლი.

სადილი: ოდნავ მარილიან წყალში მოხარშეთ ბრინჯი და შეურიეთ ცალკე მოხარშული 1 ცალი მომცრო ზომის დაჭრილი ან გახეხილი სტაფილო, 2 სადილის კოვზი მოხარშული მწვანე ბარდა, 2 ძირი მწვანე ხახვი და 1 სადილის კოვზი სოიის სოუსი.

სამხარი: 1 ნაჭერი მოხარშული თევზის ფილე, 1 ჩაის ჭიქა კეფირი (მაწონი), დაჭრილი კამა და ოხრახუში (რამდენიც გინდათ).

ვახშამი: დაძინებამდე სამი-ოთხი საათით ადრე – 1 ჩაის ჭიქა კეფირი.

სმუზის დღე

სმუზის ტყუილად არ შეარქვეს „თხევადი კერძი.” ამ ბლანტი კოქტეილის ერთი ჭიქაც კი ისე ანაყრებს, როგორც სრულყოფილი სადილი; ვიტამინების შემცველობით კი ის ყველა კულინარიულ შედევრს აჭარბებს. მისი საიდუმლო ინგრედიენტებშია: უჯრედისის  გარდა, ხილი და ბოსტნეული მდიდარია ჟანგბადით, რომელიც ააქტიურებს ცხიმების დაწვას. ზოგადად, სმუზი ძალიან სასარგებლოა, მაგრამ, თუ კუჭთან დაკავშირებული პრობლემები გაწუხებთ, აუცილებლად დაეკითხეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

განტვირთვის დღის განმავლობაში ნებადართულია 3-4 სმუზი. ის უნდა დალიოთ ძალიან პატარა ყლუპებით ან მიირთვათ ჩაის კოვზით – ასე უფრო სწრაფად იგრძნობთ დანაყრებას. შუალედებში დალიეთ წყალი (რაოდენობა განუსაზღვრელია, მაგრამ, 2,5 ლიტრზე ნაკლები ცხელ დღეებში მიზანშეწონილი არ არის). თუ ბოსტნეულის სმუზის მიირთმევთ, შეგიძლიათ, ოდნავ შეაზავოთ მარილითა და პილპილით, შაქარი კი საერთოდ გამორიცხეთ.

იოგურტის დღე

საუზმე: უზმოზე დალიეთ 1 ჩაის ჭიქა თბილი წყალი 1 ჩაის კოვზი თაფლით; 30 წუთის შემდეგ მიირთვით 100 მილილიტრ ხილიან იოგურტში შერეული 100 მილილიტრი უცხიმო რძე.

სადილი: მოამზადეთ სალათა 2 საშუალო ზომის კიტრითა და კამით და მოასხით 100 მილილიტრი იოგურტი.

სამხარი: 100 მილილიტრი იოგურტი + 200 გრამი ნებისმიერი სეზონური ხილი.

ვახშამი: მსხლისა და ატმის სალათას მოასხით კრემი: ერთად დააბლენდერეთ 200 მილილიტრი იოგურტი, 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი და 1 ჩაის კოვზი თაფლი.

ამჯერად გირჩევთ, სახლში ყოფნის შემთხვევაში, ყოველი კვების შემდეგ გაიკეთოთ იმ ხილის, ბოსტნეულის ან რძის ნაწარმის ნიღაბი, რომელსაც მიირთმევთ; ჩვეულებისამებრ, გაიჩეროთ 20 წუთი, ჩამოიბანოთ გრილი წყლით და წაისვათ შესაბამისი მკვებავი.

შუალედურ დღეებში კი (ანუ, მაშინ, როცა ჩვეულებრივად უნდა იკვებოთ), მოუხშირეთ ფეხით სიარულს, ნუ დანაყრდებით საღამოს 6 საათის შემდეგ და, შეეცადეთ, იყოთ ხალისიან განწყობაზე – ეს დააჩქარებს თქვენს ჯანმრთელად გახდომას.

скачать dle 11.3