კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები

კითხვა: ვარ საშუალო სისქის – არც გამხდარი არც მსუქანი, მაგრამ, არ მომწონს ჩემი აღნაგობა. მაინტერესებს, არსებობს თუ არა რაიმე სახის დიეტა ან ვარჯიშები, რომლებიც შემიცვლის სხეულის აგებულებას?

პასუხი: ასეთი ვარჯიშები არ არსებობს. თითოეული ჩვენგანი იბადება ინდივიდუალური ძვლოვანი სისტემითა და მეტაბოლიზმით – ეს ფაქტია. ამიტომ, აღნაგობის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ ქირურგიული ჩარევის შედეგად.

დიეტითა და სპეციალური ვარჯიშებით შესაძლებელია მხოლოდ გახდომა, სხეულის პროპორციები კი იგივე რჩება.

არ დაუჯეროთ მწვრთნელებს, რომლებიც გპირდებიან ისეთი ვარჯიშების კომპლექსის შერჩევას, რომლის შედეგადაც მკერდი გაგეზრდებათ. ვარჯიშებს შეუძლია მხოლოდ მკერდის ოდნავ გამკვრივება და არა გაზრდა ან ფორმის შეცვლა.

კითხვა: რა ასაკში ჩნდება პიგმენტური ლაქები და საშიშია თუ არა ის ჯანმრთელობისთვის? ასევე, მაინტერესებს, რა არის მათი გაჩენის მიზეზი?

პასუხი: პიგმენტური ლაქები შეიძლება გაჩნდეს ნებისმიერ ასაკში და ჯანმრთელობისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. პიგმენტაციად ითვლება ჭორფლი, ხალები, ქლოაზმები, ასაკობრივი ლაქები და სხვა ფორმები, რომელთა გაჩენის ძირითადი მიზეზებია: გარემო ფაქტორების ზემოქმედება (ულტრაიისფერი სხივები, კანის არასწორი მოვლა, დაბინძურებული ჰაერი და ასე შემდეგ); ასევე, შინაგანი (ჰორმონული ფონის შეცვლა) ფაქტორი მელანინის პიგმენტზე, რომელიც თითოეულ ჩვენგანში გენეტიკურადაა ჩადებული დიდი ან არასაკმარისი რაოდენობით და, მისი შემცველობის შეცვლა (გაზრდა ან შემცირება) შეუძლებელია. კანის გადანერგვაც კი, მხოლოდ დროებით შედეგს იძლევა, რომ აღარაფერი ვთქვათ კოსმეტიკურ პროცედურებზე.

კითხვა: ვარ საშუალოდ „ფუმფულა“, მაგრამ, მაქვს ბრტყელი დუნდულები, რაც ჩემს აღნაგობას არაპროპორციულს ხდის და, შესაბამისად, საშინელ დისკომფორტს მიქმნის. რამდენჯერმე დიეტაც დავიცავი და საკმაოდ გავხდი კიდეც, მაგრამ, ჩემს პრობლემას არაფერი ეშველა. რას მირჩევთ?

პასუხი: დუნდულების ფორმა გენეტიკური მოცემულობაა და ქირურგიული ჩარევის გარეშე მას ვერ შეცვლით. ვარჯიშებით დუნდულების მხოლოდ გამკვირვებაა შესაძლებელი, და არა ფორმის შეცვლა, ანუ, ოცდაოთხი საათი რომ ივარჯიშოთ, მაინც ვერ „მიიღებთ“ მრგვალ „ბრაზილიურ“ დუნდულებს. ასეთ შემთხვევაში არც დიეტას გირჩევთ, რადგან, ცხიმების დაწვის შემდეგ, საერთოდ გაქრება ოდნავი სიმრგვალეც კი. ამიტომ, ან უნდა შეეგუოთ თქვენი სხეულის ფორმას და ნაკლი გარკვეული სტილის ტანსაცმლით შენიღბოთ, ან იმპლანტანტები უნდა ჩაიდგათ.

 

 

скачать dle 11.3