კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის ხდება ადამიანი საკუთარი ბარაქის გამთვალავი და რატომ არ შეიძლება მზის ჩასვლის შემდეგ ნაგვის გადაყრა

ოჯახის, ფუძის ანგელოზზე ისტორიები  უძველესი დროიდან მოდის და მათ მფარველობას ბევრი ჩვენგანი გრძნობს. ჩვენს წინაპრებს მის არსებობაში ეჭვი არასდროს შეჰპარვიათ, უფრო მეტიც, იცოდნენ თუ როგორ ესიამოვნებინათ მისთვის, რომ ოჯახიდან არ წასულიყო. ასევე, როგორც ეზოთერიკოსი, ქალბატონი მედეა ამბობს, არსებობს წესები, რომელთა გათვალისწინებითაც ადვილად შეგვიძლია მოვიზიდოთ ფინანსები და მატერიალურად პოზიტიური ცხოვრება დავიბევოთ.

 

მედეა: სახელწოდება „ფუძის ანგელოზი” ხალხური თქმულებიდან არის აღებული. სინამდვილეში არსებობს მფარველი ანგელოზი, რომელსაც ადამიანს ნათლობის შემდეგ მოუვლენს უფალი, სახლს კი – კურთხევის შემდეგ და იცავს მათ ყველანაირი ბოროტისგან. დღეს, სამწუხაროდ, ბევრი ხშირად სჩადის ცუდ საქციელს და ამით ეშმაკს ემსახურება. ასეთი ადამიანები საკუთარ თავს თვითონ უბიძგებენ ნეგატიურისკენ. არადა, მფარველი ანგელოზი ყოველ ჩვენგანს მფარველობს და, ჩვენც უნდა გავუფრთხილდეთ მას, რომ საცხოვრებლიდან არ გავიდეს. 

– როგორ სახლში არ ჩერდება მფარველი ანგელოზი?

– მფარველი ანგელოზი არ ჩერდება ისეთ ოჯახებში, სადაც ქრისტიანული წესით არ ცხოვრობენ; არის გამუდმებული აყალმაყალი, ჩხუბი, გინება; ხდება გარყვნილება. გეტყვით იმასაც, რომ მფარველი ანგელოზი სხვა არაფერია, თუ არა დადებითი ენერგიის მატერიალიზებული ნაკრები, რომელიც სახლში წლების განმავლობაში გროვდება. მას, როგორც სულიერ არსებას, ჩვენი მოქმედებით ვქმნით. მაგალითად, როცა ადამიანი ახალ ბინას ყიდულობს და იქ გადადის, სიხარულის განწყობა ეუფლება, ამით კი იქ დადებითი ემოცია შეაქვს. დროთა განმავლობაში ეს ენერგეტიკა იქ მყოფ საგნებს გადაეცემა, ანუ, ენერგეტიკის გაცვლა ხდება და ამ საგნების დანახვისას ან შეხებისას, კარგი განწყობა გეუფლებათ. ასეთი დადებითი მუხტის მქონე საგანი ერთგვარი თილისმის როლს ასრულებს. დადებითი ენერგიის ნაკრები კი იძენს ფორმას და სულიერებას; მას აქვს ძალაც, რომლითაც ადამიანებს ეხმარება. სწორედ ის ხდება ოჯახის დამცველიც. უსულო ენერგეტიკული ნაკრები დროთა განმავლობაში სულიერი არსება ხდება. ანგელოზი კი ყოველთვის კეთილია. თუმცა, ზოგჯერ ისიც ბოროტდება და მისი გაბოროტების მიზეზი ხშირად თვითონ ადამიანია. ასე რომ, გირჩევთ,  როცა ახალ ბინაში შედიხართ, უპირველესად, ბოროტი ძალებისგან გაწმინდოთ  ის და უარყოფითი ენერგია გაანეიტრალოთ. ახალ ბინაში ენერგიებისგან ახალი ფუძის ანგელოზის შექმნას გარკვეული დრო სჭირდება, მანამდე კი ადამიანი ენერგეტიკულად დაუცველია და მისი ცდუნება და ბოროტისგან „ჩაჭერა” ადვილია. 

– არ გეწყინოთ, მაგრამ, მსგავსი რამეების უმეტესობას არ სჯერა.

– არ მწყინს და ვიცი, მაგრამ, როცა ვამბობთ, ფუძის ანგელოზი არ არსებობსო, ამით მას დადებით ენერგიას ვაცლით და მის კეთილგანწყობასაც ვკარგავთ. ასეთ დროს აუცილებელია, დროზე მოვიდეთ გონს, სანამ ჩვენი ცხოვრება სატანჯველს არ დაემსგავსება. დამიჯერეთ, ფუძის ანგელოზი მისადმი მიმართულ დადებით ენერგიას გრძნობს და უკანვე გვიბრუნებს. თუ სახლი ნეგატიური ენერგიითაა გაჯერებული, ფუძის ანგელოზი იქ არ გაჩერდება. ის ძალიან მგრძნობიარეა და ვისგანაც კეთილგანწყობას გრძნობს, მას უერთდება და იცავს. ასე რომ, არ შეიძლება, მფარველი ანგელოზის უარყოფა. უმჯობესია, მას მოვეფეროთ, თბილად და ტკბილად მივმართოთ, ამით კი მისი გულიც მოვიგოთ და საკუთარი სიცოცხლეც დავიცვათ.

– ქალბატონო მედეა, გამიგია, რომ ეზოთერიკაში არსებობს გარკვეული წესები, რომელთა დაცვითაც ადამიანი ფინანსურად მეტად წარმატებული ხდება. შეგიძლიათ, ამასთან დაკავშირებით რამდენიმე რეკომენდაცია მისცეთ ჩვენი ჟურნალის მკითხველებს?

– დიდი სიამოვნებით. მე გასწავლით ფულის მაგიის რამდენიმე ხერხს, რომლებიც საკმაოდ მარტივი შესასრულებელია და, ამავდროულად, ნამდვილად მოქმედებს. მაგალითად, მზის ჩასვლის შემდეგ ნურაფერს მისცემთ უცხო ადამიანს საკუთარი სახლის კარიდან; ასევე, ნუ დაიწყებთ სახლის კარიდან იატაკის მოწმენდას; რადგან ეს უბედურებას მოასწავებს; მაგიდაზე არ დადოთ ფული და ნურც დანას დატოვებთ ღამით მაგიდაზე, რადგან ამას მეორე დილითვე უსიამოვნებები მოჰყვება; არასდროს შეიჭრათ თმა თვითონ, რადგან ამან ფინანსური დანაკარგი იცის; სასურველია, მაგიდის სუფრის ქვეშ ყოველთვის იდოს გარკვეული თანხა, რათა მოიზიდოთ ბარაქა. თუ ვალი აიღეთ, ეცადეთ, იმაზე წვრილ კუპიურებად დაუბრუნოთ, ვიდრე ისესხეთ. ასევე, უმჯობესია, ვალი თვის პირველ ნახევარში აიღოთ და თვის მეორე ნახევარში დააბრუნოთ. ფული ყოველთვის გამოართვით მარცხენა ხელით და დააბრუნეთ მარჯვენა ხელით; ნუ გასცემთ ფულს მზის ჩასვლის შემდეგ,  თუ ვალის აღება მოგიწიათ, ჯობია, ეს მოასწროთ შუადღემდე. და, ვალის აღებასთან ერთად, გულში თქვით: „წარმატებისთვის და სწრაფი დაბრუნებისთვის, ამინ!” კვირას ფულს ვალში ნუ გასცემთ, რადგან მისი დაბრუნება გაუჭირდებათ, ან, შეიძლება, საერთოდ არ დაგიბრუნონ. ორშაბათს ნურც გაასესხებთ ფულს და ნურც ვალს დაუბრუნებთ, თორემ ბარაქას გამოგაცლით. 

თუ მათხოვარს აძლევთ ფულს, არავითარ შემთხვევაში არ უყუროთ თვალებში; თუ გინდათ, რომ არ დარჩეთ უფულოდ და მოიზიდოთ ბარაქა, არ დააწყოთ ქუდი და ხელთათმანები მაგიდაზე და არც ჩამოჯდეთ მაგიდაზე – ამან სიღარიბე იცის.

– ძველი ხალხი ნაგავს არასდროს ყრიდა მზის ჩასვლის შემდეგ და არც ფულს ითვლიდნენ. ამბობდნენ, ამას უბარაქობა მოჰყვებაო. ესეც სიმართლეა?

– დიახ, სიამართლეა. ამიტომ, თუ გსურთ, საკუთარი ბარაქა არ გათვალოთ, არასოდეს გაიტანოთ ნაგავი სახლიდან ღამით; ასევე, სამწუხარო რეალობაა დღეს, ფანჯრიდან ნაგვის გადაყრა და გაფრთხილებთ: ნუ გადაყრით ნურაფერს ფანჯრიდან – ეს ბარაქას გამოგაცლით და, ამას რომ თავი დავანებოთ, თქვენს უკულტურობაზე მეტყველებს. აგრეთვე, ნუ დაითვლით ფულს მზის ჩასვლის შემდეგ, დაითვალეთ ფული დილით. 

– ფრჩხილის მოჭრაზეც ხომ ამბობენ, გარკვეულ დღეებში ცუდიაო? ესეც ფინანსებს უკავშირდება?

– ახლავე მოგახსენებთ ამაზეც. დაიჭერით ფრჩხილები სამშაბათს და ხუთშაბათს, რადგან, ასე ფულს მოიზიდავთ. ბევრი იმასაც მეტყვის, სად ფრჩხილი სად ფულიო, მაგრამ, ასეა და რა ვქნა?! (იცინის) ასევე, უმჯობესია, სახლში ერთი ცოცხი იყოს – ესეც მატერიალურ კეთილდრეობაზეა გათვლილი. ხოლო, თუ რამეს ყიდით,  კარგია, თუ პირველი მყიდველი მამაკაცი იქნება. 

– ახალ ბინაში შესვლამდე რა უნდა მოვიმოქმედოთ, რომ მატერიალური კეთილდღეობა დავიბევოთ საცხოვრებელში?

– ახალ ბინაში შესვლის დროს, იატაკზე ვერცხლის მონეტები მოაბნიეთ. 

თუ სახლში სუფრაა გაშლილი, სტუმრების წასვლის შემდეგ, აუცილებლად ყველა სითხე გადაღვარეთ ბოთლებიდან, სულერთია, ღვინოა ეს, არაყი, ლიმონათი თუ მინერალური, არ დაგენანოთ.  ახალ მთვარეს დაანახვეთ ფულის მსხვილი კუპიურა, რომ ეს თანხა ისე გაიზარდოს, როგორც მთვარე. არასდროს არ გადმოწმინდოთ მაგიდა ხელით; ერიდეთ თქვენი თანხების დემონსტრირებას უცხო ხალხთან, რადგან ასე თვალს აიღებთ და ზარალს ნახავთ; ნუ დაუსტვენთ სახლში, თორემ ჯიბეში სიცარიელე გექნებათ.

– ღამით სახლის დალაგება რატომ არ ვარგა? 

– ვინც ეზოთერიკაში ცოტათი მაინც ერკვევა, იცის, რომ ღამის საათებში სახლის დალაგება არ ვარგა. განსაკუთრებით საშიში და არასასურველია ამ დროს სახლის გამოგვა, რადგან, უბარაქობა იცის.

 

скачать dle 11.3