კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არის ჯანმრთელობისთვის საშიში სუნთქვის გახშირება და ქოშინი

ოხრახუშს სამკურნალო

თვისებები აქვს

100 გრამი ახალმოკრეფილი ოხრახუში შეიცავს C ვიტამინისა და კაროტინის ორი დღის ნორმას. ეს მწვანილი, აგრეთვე, მდიდარია სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის მინერალური ნივთიერებებითაც, კერძოდ, რკინით, კალიუმითა და კალციუმით.

ოხრახუშისგან მომზადებული პრეპარატები ამაღლებს შინაგანი ორგანოების, კერძოდ კი, საშვილოსნოს, შარდის ბუშტის, ნაწლავებისა და კუჭის ტონუსს, შლის ქვებს და გამოდევნის ქვიშას სადინარების საშუალებით. ასევე, აქვს ნაღველმდენი და სპაზმოლიზური ეფექტი. გულის დაავადებების, პროსტატიტის, დისპეფსიის, კოლიტების დროს ოხრახუში ხელს უწყობს ორგანიზმის საერთო მდგომარეობის გაუმჯობესებას.

რაც შეეხება ოხრახუშის ნაყენს, მისი დამზადების რამდენიმე ხერხი არსებობს: 1 სადილის კოვზ დაქუცმაცებულ ფოთლებს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ დაახლოებით 1 საათის განმავლობაში თავდახურულ ჭურჭელში. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა დღეში ორჯერ, ჭამამდე 10-15 წუთით ადრე.

* აიღეთ 1 სადილის კოვზი ოხრახუშის გამომშრალი ფესვები, დააქუცმაცეთ, დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში დაახლოებით 3 საათის განმავლობაში. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა, დღეში სამჯერ.

* ახალგამოწურული ოხრახუშის წვენი შეგიძლიათ მიიღოთ, როგორც ნაღველმდენი საშუალება, თითო სადილის კოვზი, დღეში ორჯერ.

* ოხრახუშის დაღეჭვა პირში ცუდ სუნს აქრობს, ასევე, მინიმუმამდე ამცირებს ბაქტერიებს.

ხალხურ მედიცინაში, ოხრახუში უძველესი დროიდან გამოიყენება ჭრილობების შესახორცებლად და თირკმელების დაავადებათა სამკურნალოდ. ის, ასევე, აღადგენს ძალებს, ხელს უწყობს მხედველობის შენარჩუნებას და ამაგრებს ღრძილებს.

ორგანიზმში რკინის უკმარისობა საშიშ დაავადებებს იწვევს

ორგანიზმისთვის რკინა მნიშვნელოვანი და აუცილებელი ლითონია. ის შედის ბევრი ფერმენტის შემადგენლობაში, რომელთა წყალობითაც ნორმალურად მიმდინარეობს ნივთიერებათა ცვლა. ამ მიკროელემენტების დაახლოებით 60 პროცენტი არის ჰემოგლობინში, დანარჩენს კი, ადამიანის ორგანიზმი ინახავს ღვიძლში, ელენთასა და სხვა ორგანოებში.

რკინის უკმარისობის დროს, ადამიანის ორგანიზმში საგრძნობლად ქვეითდება ჰემოგლობინის დონე. ამას რკინადეფიციტური ანემია, ანუ სისხლნაკლებობა ჰქვია. ამ დროს მკვეთრად ირღვევა ორგანიზმის ფუნქციები. განსაკუთრებით საშიშია რკინის ნაკლებობა ორსულ ქალებსა და ბავშვებში. თუ კანისა და ლორწოვანი გარსის სიფერმკრთალე, მომატებული გადაღლა, შრომის უნარის დაქვეითება, სისუსტე, აპათია, ყურადღების მოდუნება, ხშირი გაღიზიანება, მსხვრევადი ფრჩხილები, პრობლემური კანი, სუსტი თმა, პირის კუთხეებში ნახეთქები, თავბრუხვევა, ყურებში შუილი, მარილიანი, მწარე, ცხარე კერძების სიყვარული აგეკვიატათ, ესე იგი, უნდა ივარაუდოთ, რომ ორგანიზმში რკინა გაკლიათ.

ორგანიზმი რკინას საკვებთან ერთად იღებს, მასზე მოთხოვნა კი დამოკიდებულია ასაკსა და სქესზე. საკვებით ორგანიზმს ყოველდღე მიეწოდება 15 მილიგრამამდე რკინა. ყველაზე კარგად რკინის ათვისება ხდება უცხიმო, წითელი ხორციდან, საქონლის ღვიძლიდან, ქათმის კვერცხიდან, წიწიბურადან, ლეღვიდან, მსხლიდან, ვაშლიდან, ასკილიდან და სოკოდან.

თუ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები აღგენიშნებათ, სასწრაფოდ ჩაიტარეთ სისხლის ანალიზი და დაადგინეთ ზუსტი დიაგნოზი, რათა რკინის ნაკლებობამ სერიოზული პრობლემები არ შეგიქმნათ მომავალში.

 

რატომ არის ჯანმრთელობისთვის საშიში სუნთქვის გახშირება და ქოშინი

სუნთქვის გახშირება და ქოშინი მაშინ ვითარდება, როცა ორგანიზმი ცდილობს, სისხლში სასიცოცხლოდ აუცილებელი ჟანგბადის რაოდენობა შეინარჩუნოს.

ქოშინის მიზეზი შესაძლოა, იყოს ჭარბი წონა, სისხლში ჰემოგლობინის დონის დაწევა, გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და ფილტვების დაავადებები. ქოშინი იშემიური დაავადებების, კერძოდ, სტენოკარდიის ან ინფარქტის თანმდევია და სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლილობის ან ფილტვების შეშუპების მანიშნებელია. თუ ქოშინი ადამიანს უეცრად დაეწყება, ეს ჯანმრთელობის სერიოზულ დარღვევაზე მეტყველებს და დროულად უნდა ჩაიტაროს გამოკვლევა. უცბად აღმოცენებული ქოშინი, შესაძლოა, ფილტვის არტერიის დახშობის ან მისი ქსოვილის დაზიანების შედეგიც იყოს.

ღამით განვითარებული ქოშინი გულის რიტმის დარღვევის, ჰაერის მწვავე უკმარისობის, კარდიალური ან ქრონიკული ასთმის შეტევას უკავშირდება. ასევე, ქოშინი მძაფრ და უეცარ ემოციასაც სდევს თან. თუმცა, ემოციის ჩაცხრომასთან ერთად, გახშირებული სუნთქვა და ქოშინიც ქრება.

აგრეთვე, შესაძლოა, ქოშინი ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიის ან შაქრიანი დიაბეტის დროსაც განვითარდეს და უკონტროლოდ მიღებულმა მედიკამენტებმაც გამოიწვიოს.

გადაღლით გამოწვეული ქოშინი კი იმდენად საშიში არ არის, როგორც სუნთქვის უეცარი  გახშირება.

 

თუ კეფაში სიმძიმეს გრძნობთ, დალიეთ ერთი ჭიქა მაწონი და მიირთვით ვაშლი 

თავის ტვინი ადამიანის ერთადერთი ორგანოა, რომელშიც ტკივილის რეცეპტორები არ არის, თუმცა, რამდენიმე მტკივნეული წერტილი მასზე მაინც არსებობს.

ტკივილის მიმართ უკიდურესად მგრძნობიარეა ტვინის გარსი და სისხლძარღვები, რადგან მათში ბევრი ნერვული დაბოლოებაა. გაითვალისწინეთ, რომ ტკივილგამაყუჩებელი წამლები მხოლოდ ტკივილის აღქმას ახშობს და ტკივილის აღმოცენების მთავარ მიზეზს, კერძოდ, სისხლძარღვების სპაზმს ან შიდა ქალის წნევის მომატებას არ აღმოფხვრის.

თუ კეფაში სიმძიმეს გრძნობთ, ქვემოთ მოცემული რჩევები გაითვალისწინეთ.

საფეთქლები და ცხვირის ფუძე ენერგიულად  დაიზილეთ, რომ თავის სისხლძარღვები რეფლექტორულად გაფართოვდეს.

დალიეთ ერთი ჭიქა მაწონი. მიირთვით ვაშლი ან დალიეთ ჩაი. ეს ტვინის გარსიდან ზედმეტი სითხის გამოდევნას ეხმარება და ტკივილს აყუჩებს.

 

არის თუ არა მასტოპათია კეთილთვისებიანი დაავადება

მასტოპათია სარძევე ჯირკვლის კეთილთვისებიანი დაავადებაა, რომელიც ვლინდება ჯირკვლის ქსოვილის პათოლოგიურ ზრდაში. დაავადების მიზეზია ქალის ორგანიზმში ჰორმონული დისბალანსი. მასტოპათია მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქალის გუნება-განწყობაზე, რიგ შემთხვევაში გადაგვარდება სარძევე ჯირკვლის კიბოდ. დაავადება იწყება შემაერთებელი ქსოვილების ზრდით, ამასთან, წარმოიქმნება პატარა კვანძები. მასტოპათიის ამ ფორმას დიფუზიური ეწოდება. მისი ძირითადი გამოვლინებაა ტკივილები მკერდის არეში, რომელიც აღინიშნება კრიტიკული დღეების დაწყებამდე და წყდება ციკლის დაწყებისთანავე. ასევე, პერიოდულად აღინიშნება პატარა, მრგვალი კვანძები, ანუ გამაგრებები მკერდის ზედა ნაწილში.

ხშირად ქალები ყურადღებას არ აქცევენ აღნიშნულ სიმპტომებს და ექიმს ძალიან გვიან მიმართავენ. რითაც თავს საფრთხეში იგდებენ. ეს დაავადება ადრეულ პერიოდში ძალიან ადვილად ემორჩილება მკურნალობას, დაავადების განვითარების გვიან პერიოდში კი სარძევე ჯირკვლებში წარმოიქმნება გაცილებით დიდი ზომის კვანძები. მასტოპათიის ამ ფორმას კვანძური ეწოდება. ამ პერიოდში ტკივილები მკერდის არეში უფრო ინტენსიურია, რომელიც გადაეცემა მხრისა და იღლიის არეს. მკერდზე ოდნავი მიკარებაც კი ტკივილს იწვევს. ძუძუს თავებიდან შეიძლება აღინიშნებოდეს გამჭვირვალე ან სისხლიანი გამონადენი. მასტოპათიის კვანძური ფორმის დროს, კრიტიკული დღეების დაწყებისას, ტკივილი არ ქრება. ამ პერიოდში სასწრაფოდ უნდა იმოქმედოთ.

მასტოპათია ვიბროკისტოზური დაავადებაა, რომელიც მიმდინარეობს სარძევე ჯირკვლის ქსოვილის ცვლილებებით. ქსოვილის უჯრედები ან ძალიან სწრაფად მრავლდება, ან ეს ცვლილებები რეგრესირებადია. ეს არის ეპითელური და შემაერთებელი ქსოვილების არანორმალური თანაფარდობის შედეგი.

მასტოპათია ქალებს 25-55 წლის ასაკში უვითარდებათ. იშვიათად, ეს დაავადება მამაკაცებსაც აწუხებთ. მამაკაცებში მასტოპათიას გინეკომასტია ეწოდება. დაავადების მიზეზი ძირითადად ნერვული სისტემის მოშლილობაა, კერძოდ – სტრესი, დეპრესია, ნევროზი.

მასტოპათიის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს როგორც გენეტიკური, ასევე, ცხოვრების წესი და გარემო ფაქტორები. დიდი მნიშვნელობა აქვს შთამომავლობით ფაქტორს, ანუ, რამდენად იყო განვითარებული დედის მხრიდან ნათესაობაში კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი სიმსივნეები. ასევე, მნიშვნელოვანია საშვილოსნოს ანთება, რომლის დროსაც ირღვევა სასქესო ჰორმონების გამომუშავების პროცესი, რაც, შესაძლოა, მასტოპათიის მიზეზი გახდეს. ბევრ ქალს, რომელსაც ეს დაავადება აწუხებს, აღენიშნება ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები. ამ უკანასკნელის ჰიპოფუნქცია მასტოპათიის განვითარების რისკს ერთიორად ზრდის.

არცთუ იშვიათად, დაავადების განვითარების მიზეზი ხდება ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და მისი სადინარების დაავადებები. ერთ-ერთი მათგანია სიმსუქნე, განსაკუთრებით კი – დიაბეტთან ერთად. ამ დროს რისკის ფაქტორი საგრძნობლად იზრდება. კიდევ ერთი რისკის ფაქტორია იოდის დეფიციტი ორგანიზმში.

ამ დაავადების დიდი რისკი აქვთ ქალებს, რომლებიც ხშირად განიცდიან სტრესს, აქვთ ნევროზი, დეპრესიული მდგომარეობა. ასე რომ, მასტოპათიის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ხანგრძლივი ფსიქოლოგიური სტრესი. ასევე, უნდა აღვნიშნოთ არარეგულარული სქესობრივი ცხოვრებაც, ალკოჰოლი, თამბაქო, გენმოდიფიცირებული საკვები და მომატებული რადიაციული ფონი – როგორც არაპირდაპირი რისკის ფაქტორები.

სერიოზული გართულება შეიძლება მოჰყვეს მკერდის ტრავმას. საშიშია მიკროტრავმები, აბორტები, გადაციება და ასე შემდეგ.

დაავადება, შესაძლოა, განვითარდეს დიეტის დროსაც. ამის მიზეზი, ასევე, შეიძლება იყოს უშვილობა, გვიანი პირველი ფეხმძიმობა, ძუძუთი კვების ხანმოკლე პერიოდი...

ამ დაავადების დამცველად ითვლება 20-25 წლის ასაკში მშობიარობა, ძუძუთი კვება, ხშირი მშობიარობა და ასე შემდეგ.

თუ მასტოპათია რთული ფორმით არ მიმდინარეობს და ქალებში არ იწვევს სერიოზულ ჩივილებს, ჯობია, დროულად მიმართოთ ექიმს.

დიფუზიური მასტოპათიის მკურნალობა ემყარება დაავადების წარმომქმნელი ძირითადი მიზეზების, კერძოდ, ჰიპოფიზის ფუნქციის მოშლის; საკვერცხეების, ღვიძლის და ნერვული სისტემის დაავადებების აღმოფხვრას. ჰორმონული თერაპიისთვის იყენებენ ანტიესტროგენებს.

მასტოპათია განიხილება როგორც კიბოს წინამორბედი, ამიტომ, საჭიროა ნატურალური ანტიოქსიდანტების, C და D ვიტამინების, იოდის, ბეტა-კაროტინის, ფოსფოლიპიდების, სელენის მიღება; ასევე, სწორი კვება, ფიზიკური ვარჯიში. უკუჩვენება აქვს საუნას, სოლარიუმს, ბაზიოპროცედურებს, სტრესებს.

скачать dle 11.3