კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა:  რა დაავადებას იწვევს „ებოლის ვირუსი“?

პასუხი:  ებოლის ვირუსი ჰემორაგიულ ცხელებას იწვევს.  ძლიერ გადამდებია, ახასიათებს მძიმე მიმდინარეობა და პრაქტიკულად 100-პროცენტიანი სიკვდილიანობა. დაავადებული ადამიანი გარშემო მყოფებისთვის ძალზე საშიშია – ვირუსი გამოიყოფა ცხვირიდან, ლორწოთი, ასევე – შარდით და სისხლით (უკანასკნელი მიზეზის გამო ის განსაკუთრებით საშიშია მედიცინის მუშაკებისათვის). დაავადების საინკუბაციო პერიოდი 2-დან 16 დღემდე მერყეობს.

დაავადება იწყება მწვავედ, ტემპერატურის 39-40 გრადუსამდე მომატებით, ხშირად – შემცივნებითაც. პირველივე დღეებიდან ვითარდება ზოგადი ინტოქსიკაციის ნიშნები: თავის ტკივილი, სისუსტე, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, მოთენთილობის შეგრძნება. რამდენიმე დღის შემდეგ ყოველივე ამას ერთვის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაზიანება, იწყება ფაღარათი, სხვადასხვა ინტენსივობის სისხლდენა სხვადასხვა ადგილიდან. თანდათან ვითარდება გაუწყლოება, შეიძლება ადამიანს გონებაც დაებინდოს. დაავადებულთა ნახევარს აღენიშნება გამონაყარი, რომელიც მოიცავს სახეს, ხელისგულებსა და ფეხისგულებს. იშვიათად აღინიშნება ქავილიც. მძიმე შემთხვევებში სიკვდილი მეოთხედან ოცდამეშვიდე დღემდე დგება (ყველაზე ხშირად – მე-10 დღეს). დაავადების დიაგნოსტიკა ძნელია. მკურნალობა ტარდება სპეციალურ ბოქსებში სიფრთხილის წესების მკაცრი დაცვით.

კითხვა:  რა მივიღოთ, როცა ლეიკოციტები ნორმაზე დაბალია და ჰემოგლობინიც აგრეთვე დაბალი? სასურველია, ხალხური რეცეპტები. 

პასუხი:  ჰემოგლობინის დაქვეითება ხალხური მეთოდებით აწევას არ ექვემდებარება – საჭიროა, უპირველესად, ანემიის ტიპის დადგენა და მხოლოდ ამის შემდეგ შეირჩვა შესაბამისი მედიკამენტი. რაც შეეხება ლეიკოციტების დაქვეითებას – აქაც შესაფასებელია მისი დაქვეითების ხარისხი. შესაძლოა, ეს გამოწვეული იყოს იმუნური სისრტემის დასუსტებით.

კითხვა:  მარჯვენა და მარცხენა მკერდს შორის შესამჩნევი სხვაობა (ზომის და ფორმის) რის გამო შეიძლება, იყოს გამოწვეული და რა მეთოდით მოხერხდება უბრალოდ და მარტივად იყოს ორივე ერთმანეთთან მიახლოებული (საჭიროებს თუ არა ოპერაციას და რა სახის). 

პასუხი:  თუ ასეთი ცვლილება ბოლო პერიოდში განვითარდა, აუცილებელია მამოლოგთან ვიზიტი. სხვა შემთხვევაში, ასიმეტრიის დროს საქმეს შველის განსაკუთრებული თეთრეული, რომელიც ამ ასიმეტრიის დაფარვის საშუალებას იძლევა ან პლასტიკური ქირურგია.

კითხვა:   ვარ 5 თვის ორსული, ფეხებზე მიჩნდება თეთრი ლაქები, თითქოს ,,მფოთლავს,” განსაკუთრებით მაშინ, როცა დიდხანს მიწევს ფეხზე დგომა და ფეხები მიმძიმდება. რა უნდა იყოს? 

პასუხი:  ასეთ შემთხვევაში, უნდა მიმართოთ ანგიოლოგს. სავარაუდოდ, ეს ქვედა კიდურთა ვენების უკმარისობის სიმპტომი უნდა იყოს.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

 

скачать dle 11.3