მხოლოდ ფაქტები
* საჰარის უდაბნოში შეხვდებით ქალაქს, სადაც სახლებს ქვამარილის კედლები აქვთ. ეს ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილია დედამიწის ზურგზე.
* უინსტონ ჩერჩილის წინაპარი დედის მხრიდან წითელკანიანი ინდიელი იყო.
* საბჭოთა კავშირის დროს საბჭოთა და ავტონომიური რესპუბლიკები ასტეროიდებს თავის სახელებს არქმევდნენ, მაგალითად: ასტეროიდ „780-ს” სომხეთი ჰქვია, „1284-ს” – კარელია, „1541-ს” – ესტონეთი, 1351-ს...
* ქალაქ ლუისში აკრძალულია სხეულზე მოტმასნილი შარვლით ქუჩაში გამოსვლა.
* საფრანგეთში ჯარიმდება ყველა, ვინც პოლიციელს ან პოლიციის მანქანას გადაუღებს სურათს.
* საშუალო ასაკის ამერიკელი თავისი სიცოცხლის 6 თვეს გზაჯვარედინზე, მწვანე შუქის მოლოდინში ატარებს.
* 1991 წელს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ავარიის შემდეგ, გაყინული ატომური ელექტროსადგურების მშენებლობები აღადგინა.
* ცნობილი მეცნიერი დიმიტრი მენდელეევი მრავალმხრივი ადამიანი იყო: ის ამზადებდა ჩემოდნებს, დაფრინავდა საჰაერო ბურთით, შეეძლო განესაზღვრა არყის სიმაგრე... აღსანიშნავია, რომ მისი ქალიშვილი პოეტ ალექსანდრ ბლოკის მეუღლე იყო.
* ესკიმოსებს თოვლის 20 დასახელება აქვთ.
* დედამიწის მოსახლეობის 60 პროცენტი ზღვიდან 20 წუთის სავალზე ცხოვრობს.
* ყველაზე მეტი კროსვორდი ადრიან ბელმა შეადგინა – მან 1930 წლიდან 1980 წლამდე გაზეთ „თაიმსს“ 4 520 კროსვორდი გაუგზავნა.
* ვიქტორიის პროვინციაში ბრაიტონ ბიჩის პლაჟზე ბანაობა დაშვებულია საცურაო კოსტიუმში, რომელიც სხეულს ყელიდან მუხლამდე ფარავს.
* ავსტრალიის ვიქტორიაში ნათურების შეცვლის უფლება მხოლოდ სპეციალური ლიცენზიის მქონე ელექტრიკოსს აქვს.
* დღეისთვის დედამიწაზე 100 წელს გადაცილებული ასი ათასი ადამიანი ცხოვრობს.
* ტუჩის საცხის ბევრი სახეობის შემადგენლობაში ერთ-ერთი კომპონენტი თევზის ქერცლია.