ყველაზე სექსუალური პოლიტიკოსი ქალების ტოპ-შვიდეული
ჩეხურმა გამომცემლობამ Jenpromuze-მ შეადგინა პლანეტის ყველაზე მიმზიდველი და სექსუალური პოლიტიკოსი ქალების რეიტინგი.
პირველ ადგილზე ბარბარა სტიმანი დასახელდა. ეს მშვენიერი ქერა ქალი სულაც არ არის ჰოლივუდელი მსახიობი. ბარბარა პოლიტიკოსია, რომელიც ბელგიის ერთ-ერთი ოლქიდან 40 ათასმა ადამიანმა აირჩია. 2005 წელს მან „მის ბელგიის“ ტიტული მოიპოვა.
მეორე ადგილი ემა კიერნანმა დაიკავა. პოლიტიკურად ძალზე მშვიდი ირლანდიის 6,2 მილიონი მცხოვრებისთვის „ფეისბუქზე“ განთავსებული მისი ერთადერთი ფოტო ნამდვილი ფურორი აღმოჩნდა. სწორედ ამ სკანდალმა მისცა ბიძგი არჩევნებში მის გამარჯვებას.
მესამე ადგილზე გასული ვერა ლიშკა ავსტრიის განათლების, სპორტისა და გარემოს დაცვის კომიტეტების წევრია და ქალთა საკითხებზეც მუშაობს.
მეოთხე ადგილზეა ანა-მარია გალოიანი – ესტონური გასართობი პორტალის ყოფილი რედაქტორი და პოლიტოლოგი. როდესაც ის საზოგადოებრივი თანხის მითვისებაში დაადანაშაულეს, მან სპეციალურად გადაიღო შიშველი ფოტოები „ფლეიბოისთვის“.
მეხუთე ადგილზე ჩეხი იანა პარიჟკოვაა. ის პარლამენტში მუშაობს. თავიდან საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებით იყო დაკავებული, ახლა კი სოციალურ საკითხებს კურირებს.
მეექვსე ადგილი ტანმოვარჯიშე ალინა კაბაევამ დაიკავა, რომელიც 2007 წელს გამოეთხოვა სპორტს და პოლიტიკაში მოსინჯა ძალები – ის რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატია.
მეშვიდე ადგილი იტალიელ მინისტრს, მარია კართაგენას უკავია. ყოფილ მოდელსა და ტელეწამყვანს იურიდიული განათლება აქვს მიღებული და ახლა იტალიის პარლამენტში მთავრობას წარმოადგენს.