უეინ რუნი – ინგლისის ახალი კაპიტანი
პიკე და შაკირა მეორე შვილს ელოდებიან
კოლუმბიელმა სუპერვარსკვლავმა შაკირამ დაადასტურა ცნობა, რომ ის და „ბარსელონის” ტიტულოვანი მცველი ჟერარდ პიკე მეორე შვილს ელოდებიან. „დიახ, ჩვენ მეორე შვილს ველით. დიდი მადლობა კეთილი სურვილებისთვის,” – დაწერა „ტვიტერის” საკუთარ გვერდზე შაკირამ. შეგახსენებთ, რომ 2013 წლის 22 იანვარს ვარსკვლავურ წყვილს პირველი შვილი, ვაჟი, სახელად მილანი გაუჩნდა.
„ბარსელონის” ვარსკვლავები და ალესანდრა ამბროზიო
შაკირას პარალელურად, „ინსტაგრამის” საკუთარ გვერდზე ცნობილმა მოდელმა ალესანდრა ამბროზიომაც განათავსა ცნობა, რომელიც ჟერარდ პიკეს უკავშირდება. არ იფიქროთ, რომ ისიც ფეხმძიმედაა პიკესგან, მოდელმა, უბრალოდ, ფოტო განათავსა, რომელზეც ის გადაღებულია „ბარსელონის” ფეხბურთელებთან, კერძოდ, ნეიმართან, ივან რაკიტიჩთან, ანდრეს ინიესტასთან, ლუის სუარესთან და უკვე ნახსენებ პიკესთან ერთად. ფეხბურთელები და მოდელი ჯინსის ქურთუკებში არიან გამოწყობილები და, სავარაუდოდ, ფოტო სარეკლამო ხასიათს ატარებს.
უეინ რუნი – ინგლისის ახალი კაპიტანი
მას შემდეგ, რაც სტივენ ჯერარდმა საერთაშორისო კარიერის დასრულების შესახებ გააკეთა განცხადება, ინგლისის ნაკრების კაპიტნის თანამდებობა ვაკანტური იყო. სულ რამდენიმე დღის წინ, ინგლისელთა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა დაადსტურა, რომ ინგლისის ნაკრებს „მანჩესტერ იუნაიტედის” ლიდერი, უეინ რუნი უკაპიტნებს, რომელიც სამკლავურს „ლივერპულის” ლეგენდისგან, სტივენ ჯერარდისგან გადაიბარებს. შეგახსენებთ, რომ, 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ჯერარდმა და ნაკრების აწ უკვე ყოფილმა ვიცე-კაპიტანმა ფრენკ ლამპარდმა საერთაშორისო კარიერა დაასრულეს.
„ბაიერნი” ლუდს არეკლამირებს
გერმანული ფეხბურთის ფლაგმანმა, მიუნჰენის „ბაიერნმა” ლუდსახარშ „პაულანერის” სარეკლამო კამპანიაში მიიღო მონაწილეობა. კლუბის ფეხბურთელებმა და სამწვრთნელო შტაბმა სახალისო ფოტოსესიაში მიიღეს მონაწილეობა. მათთან ერთად ფოტოსესიაში მონაწილეობდა, ასევე, „ბაიერნის” სახელოვანი ახალწვეულიც, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ესპანელი ჩაბი ალონსოც. ნაციონალურ ბავარიულ ტანსაცმელში გამოწყობილმა ფეხბურთელებმა ლუდით ხელში იპოზიორეს და გაერთნენ.